(მეიდ ინ) იბერვიზია
უდრამატულესი "ლე ქრანჩი" "ექვსი ერის" სტარტზე ინგლისმა თამაში შემოუტრიალა საფრანგეთს,
მაგრამ "ლე ბლემ" ბოლოსკენ მაინც დაალელოვა სტუმარი >>>
http://Qaflan.netai.net/2014გალთა და რაგბის სამშობლოს რკენას ორი ენის ნარევზე "ლე ქრანჩ" ჰქვია. კელტებისადმი პატივისცემის მიუხედავად, სწორედ რომ გოლიათთა ოდინდელი ჯახი იზიდავს რაგბეთის გულისყურს და პროფესიულ ხანაში ჩემპიონობის ბედსაც მეტწილად წყვეტს.
საფრანგეთს ამ "ექვს ერზე" ტრავმის გამო აკლია კაპიტანი ტიერი დიუზოტუარ’ი და 10 ნომერი რემი ტალეც. მგეზავმა ჟიულ პლისონმა პირველი კეპი მოიხვეჭა, ვარდებს კი ხაზში ორი ახალბედა - ჯექ ნოული და ლუთერ ბარელი ეყენათ.
გალები პირველ მეოთხედში 13 ქულით დაწინაურდნენ * 16:3. იოან იუჟეს ორივე ლელო ბურთის ფეხით გაგორებასა და იღბლიან რიკოშეტს მოყვა. ანგარიში 32’’ წამზე (!) გაიხსნა: პლისონის დარტყმული მეტოქეს მოხვდა, მაიქ ბრაუნი ბურთს აცდა და ოვალი გარებარბის კერძი შეიქნა * 5:0
ორი წუთის შესულმამეორე ლელო თერნოვერიდან გავიდა: იუჟემ მოაღორა ალექს გუდი და შიგნით უპასა ბრის დიულენს, მერე კი ამისი შეცურებულიც იხელთა * 13:3. მერე ინგლისი შერკინების ჩაქცევისთვისაც გამტყუნდა, მაგრამ თანდათან იძალა, ბურთის შენარჩუნება დაიწყო და მესამე მეოთხედის ბოლომდე ზედიზედ მიითვალა 18 ქულა (2ლ გ ჯ ა)
შესვენებამდე დანი ქეამ უცბათ გაათამაშა ჯარიმა და ტონგელმა ბილი ვუნიპოლამ (7 პასი, 17 სოლო = 68 მეტრი, 3 გაბითურება, 2 ოფლოუდი) კიდეზე დაგეზა ბრაუნი, ვინც სამ დამხვდურს აჯობა * 16:8
შესვენების შემდეგ ქეას მიზნამდე გოჯი დააკლდა და ოუენ ფარელმა ხეირზე რგებული ჯარიმა შეაგდო; მერე ვუნიპოლამ გაჭრა ხაზი და ბარელი კარში შეაგრიალა, ქეამ კი ხეირზე არეკნი დაკრა * 16:21
და მაინც, ინგლისმა ვერ მოიგო მოსაგები თამაში. თომ იანგსმა 5’მეტრა დერეფანში ზუსტად ვერ ააგდო ბურთი, დასკვნით ხუთ წუთში კი ჯერ იანიკ ნიონგამ (8 პასი, 5 სოლო = 44 მეტრი, 7 გაბითურება, ბოჭვა 12/1) გაიჯეჯილა მარჯვნივ, მერე ვეზლი ფოფანა ფრონტის შუაში მიეძალა, ბოლოს კი დიმიტრი შარჟევსკიმ მიიზიდა გუდი და ბურთი გაატანა გაელ ფიკუს, ვინც მოედანზე ორი წუთის შესული იყო * 26:24
ოვალი წინ წაუვიდაბოლო ორი წლის ჩემპიონმა, უელსმა პირველ ნახევარში ორჯერ დაალელოვა იტალია: რის პრისთლენდის გაგორებული ვერ აიღო ნორჩმა ანჯელო ესპოზიტომ და ალექს ქასბერთმა დაუმიწა, ჯემი რობერთსმა კი ხაზი გაჭრა და სქოთ ვილიამსი გააქცუნა * 17:3
პირველი ლელოს შემდეგ ჯორჯ ნორსის დაგორებული ოთხი მდევრის ცხვირწინ მოიგერია ლეონარდო სარტომ, მეორე ლელოს წინ კი სერჯო პარისემ ედუარდო გორის აბრაგანი მოუხსნა ნორსს და დაუმიწა, მაგრამ ბრძოლაში ოვალი წინ წაუვიდა.
მეორე ტაიმში უელსს ორი ლელო დაუდო ჯეელმა მიკელე კამპანიარომ: პრისთლენდს ბოჭვაზე რომ დაუვარდა ოვალი, სარტომ ფეხი მიუკრა და ლელოს გამტანმაც წაიფეხბურთა, ბოლოსკენ კი აძურის ცენტრმა ლი ჰაფპენს ჩაუჭრა პასი და 60 მეტრი იჭენავა * 20:15
ო’დრისქოლის 129 კეპი17:8’ზე მეტოქე ქიქერებმა თითო გასატანი ააცილეს, ბოლოს ჰაფპენიმ შეაგდო ჯარიმა და სხვაობა 8 ქულამდე აიყვანა, ირლანდიამ კი კვირას 22-ით მოსრა შოტლანდია და გალიდერდა. 0:0’ზე გრეიგ ლეიდლოუმ ძელს მოარტყა ჯარიმა, 6:3’ზე კი სამყურებმა ალამთანღა ალაგმეს დეივ დენთონი.
ირლანდიას ლამის ზედ თამაშის წინ გამოაკლდა კაპიტანი პოლ ო’ქონელი, ვისაც ანგინა გაურთულდა, 35 წლის ბრაიან ო’დრისქოლმა კი 129’ კეპი მიითვალა და უკან მოიტოვა დოსტი, რონან ო’გარა.
ამისმა მემკვიდრემ, ჯონათან სექსთონმა ტაიმის ბოლოს გარღვევა მოაწყო და თუმც ჯემი ჰიზლიპს დამიწებისას კიდეზე დაებიჯა, ირლანდიამ იქვე მოიგო დერეფანი, პასაობით იქეთა კიდეზე შექმნა მეტობა და გამოიყენა * 11:3
მეორე ტაიმში ჰიზლიპმა დერეფანშივე აგორებული მოლი დააგვირგვინა * 18:6. დასკვნით მეოთხედში ქრის ჰენრის მიძალება რობ ქარნიმ გააგრძელა, წამატებულ დროში კი პედი ჯექსონმა ლელოში აწია აბრაგანი, მაგრამ ვიდრე დეივ ქარნი წკიპზე დაამიწებდა, ბურთი, ეტყობა, კიდეს დაეცა.
ექვსი ერი 2014პირველი რაუნდი
youtube [ჲუთუბი] არხი >>
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgუელსი 23:15 იტალიაუელ: ჰაფპენი ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს (ვებ 68) /
ჯეიმზ (ბევინგთონ 79) ჰიბარდ (ოუენს 68) ად.ჯოუნზ (რდ.ჯოუნზ 65) ჩართერის (ქუმზ 58) ავ.ჯოუნზ^კაპ; ლიდიეთ (ვორბერთონ 65) თიპურიქ ფალეტაუ -
2ლ: ქასბერთ ვილიამს; 2გ 3ჯ: ჰაფპენი
იტა: მაკ’ლეინ ესპოზიტო კამპანიარო სგარბი სარტო (იანონე 77) <10-9> ალენ გორი (ბოტეს 66) /
რიძო (დე’მარკი 56) გირალდინი (ჯაძონ 58) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 70) ხელდენჰეის ბორტოლამი (ფურნო 70) ძანი (მინტო 73) მა.ბერგამასკო (მინტო 58-72) პარისე^კაპ -
2ლ: კამპანიარო; გ ჯ: ალენ
რეფ ლეისი (ირლ) @ კარდიფი, მილენიუმ (66 974)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...77&d=13912848157:0(5) 7:3(14) 10:3(29) 17:3(39) /
17:8(43) 20:8(67) 20:15(70) 23:15(74)
საფრანგეთი 26:24 ინგლისისფრ: დიულენ იუჟე ბასტარო (ფიკუ 75) ფოფანა მედარ <10-9> პლისონ დუსენ (მაშნო 58) /
დომინგო (ფორესტიე 49) კეიზერ (შარჟევსკი 44) მას (სლიმანი 49) ფლონკარ (მაესტრი 44) პაპე^კაპ; ნიონგა ლე’რუ (ბიურბონ 41) პიკამოლ (შული 66) -
3ლ: იუჟე (1 2) ფიკუ; გ: მაშნო; 3ჯ: დუსენ 2, მაშნო
ინგ: ბრაუნ ნოულ (ბარით 66) ბარელ თველვთრიზ მეი (გუდ 9) <10-9> ფარელ ქეა (დიქსონ 62) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 52) ჰართლი (თ.იანგს 59) ქოულ; ლონჩბრი ლოზ (ეთვუდ 68) ვუდ რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა (მორგან 66) -
2ლ: ბრაუნ ბარელ; გ: ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, გუდ; ა: ქეა
რეფ ოუენს (უელ) @ პარიზი, სან’დენი (78 763)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=13913254525:0(1) 5:3(6) 8:3(11) 13:3(18) 16:3(23) 16:8(37) /
16:11(43) 16:18(49) 16:21(57ა) 19:21(70) 19:24(73) 26:24(78)
ირლანდია 28:6 შოტლანდიაირლ: რ.ქარნი თრიმბლ ო’დრისქოლ (მაკ’ფადენ 72) მარშალ დ.ქარნი <10-9> სექსთონ (ჯექსონ 72) მარი (ბოს 72) /
ჰილი (მაკ’გრას 64) ბესთ (ქრონინ 66) როს (მურ 63) თოუნერ (ჰენდერსონ 74) თუი; ო’მანი (ო’დონელ 66) ჰენრი ჰიზლიპ^კაპ -
3ლ: თრიმბლ ჰიზლიპ რ.ქარნი; 2გ 3ჯ: სექსთონ
შტლ: ჰოგ მეითლენდ (ევანს 32) დანბარ თეილორ (სქოთ 65) შ.ლამონთ <10-9> ვიარ ლეიდლოუ (ქაზითერ 74) /
გრანთ (დიქინსონ 53) ფორდ (მაკ’ართურ 68) ლოუ (ქროს 66) სვინსონ ჰემილთონ (რ.გრეი 57) ვილსონ ბრაუნ^კაპ (ბითი 57) დენთონ -
2ჯ: ლეიდლოუ
რეფ იუბერ (აფრ) @ დაბლინი, ავივა (51 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=13913734423:0(14) 3:3(19) 6:3(23) 11:3(40+) /
11:6(43) 18:6(48) 21:6(57) 28:6(72)
ირბ-ის რეიტინგი [3/02]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი 8452, 5 საფრანგეთი 8205, 6 უელსი 8019,
7 ირლანდია 7996, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია 7592, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321
13 იტალია 7313, 14 იაპონია 7206, 15 კანადა 7075,
16 საქართველო 6907, 17 რუმინეთი 6747, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი 6239, 20 ურუგვაი 6077, 21 პორტუგალია 5937,
22 ესპანეთი 5937, 23 ნამიბია 5879, 24 კორეა 5810 ... 27 ბელგია 5572
+/-: სფრ 118 ინგ, ირლ 63 შტლ, უელ 0 იტა
* რუს 125 ესპ (28:25 გ,
საქ 0 ბელ (35:0 შ, რუმ 0 პორ (24:0 შ)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 5 Feb 2014, 17:29
მიმაგრებული სურათი