ჯგუფად ჭიდაობით "ექვსი ერის" მეორე რაუნდში ირლანდიამ დაჯაბნა ჩემპიონი უელსი
და სხვაობითაც ბლომად უსწრებს თანა-ლიდერ საფრანგეთს >>>
http://Qaflan.netai.net/2014ირლანდიამ კელტ ნათესავებთან შინ ორჯერ იმარჯვა და ჯერ ლელოც არ გაუშვია * 5/0. უელსს სამყურებმა აჯობეს რაქში აგრესიით, დერეფანში გაწაფულობითა და ტაქტიკური დარტყმებით. სტუმრები 16-ჯერ დაჯარიმდნენ; მათ 18 თერნოვერიც შეემთხვათ, ხოლო კარში ერთადერთხელ დაარტყეს.
ირლანდიამ ჯონათან სექსთონის ოთხ ჯარიმას მოლით შეტანილი ორი ლელო დაურთო. პირველი ტაიმის ბოლოსკენ დევინ თოუნერმა 5-მეტრა დერეფანში ორი ხელით მოხსნა ბურთი და მიზანს ქრის ჰენრი ეწია * 13:0, თამაშის ბოლოს კი მასპინძლებმა 20 მეტრიდან დაიწყეს ჯგუფად ჭიდაობა და გახლეჩვითა და მეორედ დაძვრით ლელომდე რომ მივიდნენ, ქონორ მარიმ პედი ჯექსონი ახეირა * 26:3
თემი სასო-წარკვეთილიამარიფილდში ბალახს ჭიამ დაუზიანა ფესვი. მოედანს ვერც ნივრით წამლობამ უშველა. კავშირი სამომავლოდ კომბინირებული საფარის დაგებას აპირებს, ჯერხნობით კი ასპარეზი გუნდივით გავერანებულია.
სქოთები ამჯერად ინგლისმა დააშამათა, თანაც ნულზე და "კალკუტის თასი" შეინარჩუნა. ჰავბექმა დანი ქეამ ისევ ხეირზე, არეკნით გახსნა ანგარიში. პირველ ლელოზე, მოლიდან, ქეამვე სოლივით შეასო დაცვაში ნორჩი ლუთერ ბარელი * 0:13, საათის თავზე კი ჯექ ნოულმა ფრთაზე გააბითურა მბოჭავები და მაიქ ბრაუნს გაატანა ბურთი * 0:20
სქოთებს ბოჭვათა 18% გაუცუდდათ. ისინი 16-ჯერაც დაჯარიმდნენ, საკუთარ დერეფანში კი ინგლისს თუ 22-2 გამოუვიდა ბალანსი, შოტლანდიამ 7-5’ღა ივარგა. სქოთური რაგბის თემი სასო- წარკვეთილია, მაგრამ კავშირი ჯერაც ენდობა ავსტრალიელ გურუს, ენა’კვიმატ სქოთ ჯონსონს.
თავის ძგერებისთვისსაფრანგეთმა შარშან იტალიაში წააგო. წელს მეტოქეებმა თავიდან ორ-ორი ჯარიმა ააცილეს, უფერულ პირველ ტაიმში კი ლელო ეგრეც არ დადებულა.
დაიწყო მეორე და "ლე ბლემ" ათ წუთში სამგზის დალახვრა აძური: ჯერ მოლიდან, მოკლე ფრთაზე გაუტია ლუი პიკამოლმა; მერე ვეზლი ფოფანა რაქიდან მოკლეზევე გაიჭრა და გზად ოზი ლუქ მაკ’ლეინი მოაღორა, ბოლოს კი ფოფანამვე იტალიას პასი ჩაუჭრა და იოან იუჟეს იუგო ბონევალი მიყვა * 30:3
ბოლო მეოთხედში თამაში ისევ გაბერწდა. სებიასტიან ვაამაინა ჯარიმის შემდეგ ბურთის გადაგდებისთვის გაასინბინეს, შერკინების წამოშლისას კი მცირე მუშტი-კრივი რომ ატყდა, თითო ბურჯი წითელი ბარათით გააძევეს ... თავის ძგერებისთვის,
ექვსი ერი 2014მეორე რაუნდი
youtube [ჲუთუბი] არხი >>
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgირლანდია 26:3 უელსიირლ: რ.ქარნი თრიმბლ (მაკ’ფადენ 61) ო’დრისქოლ დ’არსი დ.ქარნი <10-9> სექსთონ (ჯექსონ 75) მარი (ბოს 80) /
ჰილი (მაკ’გრას 68) ბესთ (ქრონინ 73) როს (მურ 55) თოუნერ ო’ქონელ^კაპ (თუი 55, ო’დონელ 64) ო’მანი ჰენრი ჰიზლიპ -
2ლ: ჰენრი ჯექსონ; 2გ: სექსთონ ჯექსონ; 4ჯ: სექსთონ
უელ: ჰაფპენი ქასბერთ სქ.ვილიამს (ლმ.ვილიამს 17) რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს სბ 80 /
ჯენქინს (ჯეიმზ 71) ჰიბარდ (ოუენს 61) ად.ჯოუნზ (რდ.ჯოუნზ 61) ქუმზ (ბოლ 71) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 71) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
ჯ: ჰაფპენი
რეფ ბარნს (ინგ) @ დაბლინი, ავივა (51 045)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...87&d=13918850283:0(8) 6:0(17) 13:0(33) /
16:0(46) 16:3(56) 19:3(60) 26:3(80სბ) ბოლო(80+2)
შოტლანდია 0:20 ინგლისიშტლ: ჰოგ სიმორ (ევანს 65) დანბარ სბ 52, სქოთ (თეილორ 73) შ.ლამონთ <10-9> ვიარ ლეიდლოუ ^კაპ (ქაზითერ 65) /
გრანთ (დიქინსონ 43) ფორდ (ლოუსონ 43) ლოუ (ქროს 68) სვინსონ ჰემილთონ (ჯ.გრეი 70) ვილსონ ფიუზარო დენთონ (ბითი 53)
ინგ: ბრაუნ ნოულ (ბარით 74) ბარელ თველვთრიზ მეი (გუდ 71) <10-9> ფარელ ქეა (დიქსონ 74) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 65) ჰართლი (თ.იანგს 70) ქოულ (თომას 76) ლონჩბრი (ეთვუდ 63) ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა (მორგან 70) -
2ლ: ბარელ ბრაუნ; 2გ ჯ: ფარელ; ა: ქეა
რეფ გარსეზ (სფრ) @ ედინბურგი, მარიფილდ (67 100)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...97&d=13918937800:3(6ა) 0:10(16) 0:13(29) /
სბ(52შ) 0:20(60)
საფრანგეთი 30:10 იტალიასფრ: დიულენ იუჟე ბასტარო (ფიკუ 73) ფოფანა ბონევალ <10-9> პლისონ (ტრენ-დიუკ 67) დუსენ (მაშნო 61) /
დომინგო (ფორესტიე 49) შარჟევსკი (კეიზერ 58) მას (სლიმანი 49 წბ 71) პაპე^კაპ (ვაამაინა 67 სბ 70) მაესტრი; ნიონგა (მას 75) ლე’რუ (ნიონგა 76) პიკამოლ (შული 58) -
3ლ: პიკამოლ ფოფანა ბონევალ; 3გ 3ჯ: დუსენ
იტა: მაკ’ლეინ იანონე კამპანიარო გარსია სარტო <10-9> ალენ (ორკერა 64) გორი (ბოტეს 64) /
დე’მარკი (რიძო 59 წბ 71) გირალდინი (ჯაძონ 59) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 59) ხელდენჰეის (ბორტოლამი 71) ფურნო; მინტო (ძანი 52) მა.ბერგამასკო (დე’მარკი 75) პარისე^კაპ -
ლ: იანონე; გ: ორკერა; ჯ: ალენ
რეფ პეიპერ (აფრ) @ პარიზი, სან’დენი (78 700)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...29&d=13919747633:0(27) 3:3(29) 6:3(34) 9:3(39) /
16:3(44) 23:3(46) 30:3(53) სბ(70ს) წბ-წბ(71) 30:10(78)
ირბ-ის რეიტინგი [10/02]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი 8518, 5 საფრანგეთი 8205, 6 ირლანდია 8105,
7 უელსი 7910, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია 7526, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321
13 იტალია 7313, 14 იაპონია 7206, 15 კანადა 7075,
16 საქართველო 6957, 17 რუმინეთი 6866, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი 6120, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 5971,
22 პორტუგალია 5888, 23 ნამიბია 5879, 24 კორეა 5810 ...
28 ბელგია 5539
+/-: ირლ 109 უელ, ინგ 66 შტლ, სფრ 0 იტა
* რუმ 119 რუს (34:3 გ,
საქ 50 პორ (34:9 გ, ესპ 34 ბელ (11:6 შ)
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 12 Feb 2014, 14:38
მიმაგრებული სურათი