შევერკინოთ "ოლ ბლექსს" ! თუ 2013 და 2014 წლების "ერთა თასთა" ჯამში ევროპულ შესარჩევში პირველ ადგილზე გავალთ, 2015 წლის მსოფლიო თასზე პულში თვით ახალ ზელანდიას დავუჯდებით >>>
http://Qaflan.netai.net/2012VIII მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს, ლონდონში მოეწყო. შოუ გამოჩენილ ინგლისელ ბექს, ვილ გრინვუდს მიჰყავდა. ირბ-ის ფრანგმა თავკაცმა, ბერნარ ლაპასემ სასწაული აქცენტით ისაუბრა, ლონდონის ლორდ-მერმა ბორის (!) ჯონსონმა კი აქო "ის ულვაშა ჯენთლმენები, რომლებმაც 1871 წელს უგანეს მრგვალი ბურთის ფეხით მგორებელ ქალაჩუნებს და ვაჟკაცური, ოვალურ-ბურთა თამაშის მმართველი ორგანო, რაგბის კავშირი შექმნეს"
წილისყრა ფიალებად მოეწყო. უკეთესი დუჟინი ირბ-ის ბოლო რეიტინგით სამ დონედ განაწილდა, ჯერაც გამოსავლენი რვეული კი, აქამდელ თასთა შთაბეჭდილებით - ორად. პულებად გაბნევა ქვემოდან დაიწყო და ბობოლებით დასრულდა, ბურთულები კი ამოიღეს რიჩი მაკქოუმ, მეგი ალფონსიმ, პატივცემულმა მერმა, დები ჯივონსმა და უფალმა ლაპასემ.
არ ეამებოდათღონისძიებას მთელი სარაგბო ბომონდი ესწრებოდა, მაგრამ დაფის თანდათან შევსების დროს ჩამიჩუმიც არ ისმოდა. არადა, ერთად რომ მოხვდნენ მესამე დონემდე დაქვეითებული უელსი, მასპინძელი ინგლისი და ორივეს მჯობნი ავსტრალია, არც ერთს არ ეამებოდა. გადასარევი პული შეხვდა აფრიკას, მაგრამ ნახევარ-ფინალში ზელანდიას ეჯახება, საფრანგეთი და უმაგრესი, "ა" პულის ფალავნები კი "ოლ ბლექსს" ფინალამდე ვერაფრით გადაეყრებიან.
ღონისძიება ირბ-ის "ოსკართა" ჩამორიგებით დასრულდა. ზელანდია 12 სეზონში მეექვსედ სცნეს წლის საუკეთესო გუნდად; საუკეთესო მწურთნელად კივებისვე გურუ, სთივ ჰანსენი დასახელდა, საუკეთესო მორაგბედ კი კარიერაში მეორედ გამოცხადდა დენ ქართერი, ვინც 14 ტესტიდან მხოლოდ 9 ითამაშა და ბოლო ჩააგდო, არც წვეულებას დასწრებია და ჯილდო მისთვის გადასაცემად მაკქოუს ჩაბარდა.
2015 წლის მსოფლიო თასიინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10
პულებია ბ გ დ = სვეტებად!
ავსტრალია აფრიკა ზელანდია საფრანგეთი
ინგლისი სამოა არგენტინა ირლანდია
უელსი შოტლანდია ტონგა იტალია
ზღვისრეთი#1 აზია#1 ევროპა#1 ამერიკა#1
რეპეშაჟი ამერიკა#2 აფრიკა#1 ევროპა#2
რეპეშაჟი = (ევროპა#3 - აფრიკა#2) - (ამერიკა#3 - აზია#2)
პლეი'ოფი<< მეოთხედ'ფინალი
(1) ბ1 - ა2, (2) გ1 - დ2
(3) ა1 - ბ2, (4) დ1 - გ2
<< ნახევარ'ფინალი
(1) - (2) (3) - (4)
<< ბრინჯაოს ფინალი
<< თასის ფინალი
შაბ 31/10 @ ლონდონი, თვიქნემ
ერთა თასი 2013 + 2014საქართველო - [შ შინ, გ გარეთ]
2013
2/02 ბელ (გ)
9/02 პორ (შ)
23/02 რუს (გ)
9/03 ესპ (შ)
16/03 რუმ (გ)
2014
ბელ (შ)
პორ (გ)
რუს (შ)
ესპ (გ)
რუმ (შ)
12 სეზონის ყველა ლაურეატი წელი მოთამაშე # მწურთნელი გუნდი
2001 ქის ვუდ ირლ 2 როდ მაკქვინ ავს ავსტრალია
2002 ფაბიან გალტიე სფრ 9 ბერნარ ლაპორტ სფრ საფრანგეთი
2003 ჯონი ვილქინსონ ინგ 10 ქლაივ ვუდვორდ ინგ ინგლისი
2004 სხალკ ბერგერ აფრ 6 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2005 დენ ქართერ ზელ 10 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2006 რიჩი მაკქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2007 ბრაიან ჰაბანა აფრ 11 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2008 შეინ ვილიამს უელ 11 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2009 რიჩი მაკქოუ ზელ 7 დექლან ქიდნი ირლ აფრიკა
2010 რიჩი მაკქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2011 ტიერი დიუზოტუარ სფრ 6 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2012 დენ ქართერ ზელ 10 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 4 Dec 2012, 12:58