აი ვფიქრობდი მე რომ ვიყო მწვრთნელი ამ გუნდით რა ტაქტიკას ავირჩევდი იტალიასთან და ერთადერთი შანსი არის შეტევაზე ორიენტირებული თამაში.. ვერანაირად ვერ მოვიფიქრე დაცვაში ჩადგომამ შედეგი როგორ უნდა გამოიღოს. ამის შანსი არის უბრალოდ 0. დანარჩენი ვეტერანი ფანები რას ფიქრობენ მაინტერესებს.
მე ესე ვაანალიზებ მაგალითად.
ჩვენ რომ დაცვაზე ორიენტირებული გუნდი ვართ ამას წყალი არ გაუვა. მაგრამ თუ გადავხედავთ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას დავინახავთ რომ ეს არის იმ რამოდენიმე მოთამაშის დამსახურება ვინც გვაკლია.
კაჭი - არ ჭირდება ბევრი ახსნა, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა დაცვით ფუნქციებში, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე.
კოტე/ნემსაძე - აი ჩვენ 22ში რო დაცვა მიდის ხოლმე დააკვირდით ვინ აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან ბოჭვებს და დავინახავთ რომ ჩვენი ლელოს მშრალად შენახვის საქმეში ეს ორი შეუცვლელია, ფაქტიურად "მეკარეები" არიან ნაკრების.
კოკი - 80 წუთი დაუღალავად ბოჭავს, შესანიშნავი დაცვის ტექნიკა, პოზიციის შერჩევა და გამორჩეულად კარგი აქტიურ დაცვაში პრესინგის დროს.
ვიტო - იგივე რაც კოკი და პლიუს აიღე და მიეძალეში უფრო ძლიერია.
დარჩენილებიდან ვინ შეიძლება გამოარჩიო დაცვაში
სუთიაშვილი - პროფესიონალიზმი გადმოდის ყურებიდან.
ბუკა - შესანიშნავია დაცვაში და კაჭის ბევრით არ ჩამოუვარდება მაგრამ ერთი განსხვავებაა. კაჭის შეიძლება ნებისმიერი ახალბედა დაუყენო გვერძე და ცენტრს თვითონ შეაკავებს, 2 კაცის საქმის გაკეთებაც შეუძლია და გამოუცდელი მოთამაშეების დამწყემსვაც. ბუკა კი კარგად თამაშობს თვითონ მაგრამ ორი კაცის საქმეს ვერ აკეთებს. თუ პარტნიორმა არ აუბა მხარი დაცვაში მაინც გაჩნდება სივრცეები რაც შეიძლება გამოიყენოს მეტოქემ.
ცუცქირიძე/ოთია - ორივე მებრძოლია და სწრაფად პროგრესირებენ.
გორგაძე - დაცვაში ნორმალურად დგას მაგრამ შეტევაზე ორიენტირებული მოთამაშეა და სხვა თუ არაფერი მეცოდება 80 წუთი დაცვის სათამაშოდ, გაწვალდება ძალიან, თან რომ თქვა მაინცდამაინც კედელია დაცვაშიო ეგრეც არ არის. მითუმეტეს ტრამვიდან ახალი დაბრუნებულია და ზუსტად ეგეთ თამაშებს უნდა ერიდებოდეს.
დანარჩენი ყველა არის საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის მცველი(იმის მიხედვით თუ სად თამაშობენ)
ახლა შეტევით პოტენციალს რომ შევხედოთ ვნახავთ რომ გაცილებით მეტი შემტევი სტილის მორაგბე გვყავს.
ვასკა/გელა/თედო/კვესელა/სოსო/ბუკა/გორგაძე/შუბითიძე/სიჭინავა
ანუ რეალურად ამ შემადგენლობას გაცილებით მეტი შეტევითი პოტენციალი აქვს ვიდრე დაცვითი და შემტევების დაცვაში ჩაყენება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ვერც იმ შეტევით პოტენციალს გამოვიყენებთ და დაცვაშიც ვერ ვივარგებთ.
მაინც იმედია მე ზედმეტად ვპროფესორობ და ყველა მაგარ დაცვას დადებს...