თვალ-საწიერს ვიფართოვებთ ... ვაკეში გამართულ მეორე ტესტშიც თავ-დაუზოგავად იბრძოლეს და უწინდელზე უკეთ იბურთავეს ბორჯღალოსნებმა, მაგრამ თამაშის ბოლოსკენ ისევ რომ გაუშვეს ხელიდან მოგება, გაცხადდა, რომ ევროპის "ერთა თასი" წყნარი ოკეანისაზე დაბალი დონისა ყოფილა >>>
http://Qaflan.netai.net/2012კარგია, რომ თავს ვაღწევთ რუსეთის სისტემატური გვემით მოგვრილ ილუზიებს, ირბ-ის "ახლებური ხედვით" ნოემბერში უკეთეს გუნდებს ვერაგბებით და თვალ-საწიერს ვიფართოვებთ.
გვანუგეშებს ის, რომ 2013-14 წლებში მაინც მართლ-მადიდებელ მეზობლებთან და იბერიელ ლათინებთან მოგვიწევს 2015 წლის მსოფლიო თასზე გასასვლელად ბრძოლა, მთლად უკეთესი კი ის იქნება, თუ კივი მილთონ ჰეიგი და მისი ქართული ამალა მწარე მარცხებიდან სწორ დასკვნებს გააკეთებენ.
დამღუპველი პინგ-პონგი >>
http://qaflan.netai.net/2012/MB/24_FIJ_WK3-p.htmწინათქმაში გვეწერა, ფიჯი იაპონიაზე უფრო უცნაური და ეშხიანი გუნდია, რის გამოც სწორად უნდა ვერაგბოთო. სამწუხაროდ, ბიჭები არც ამ საითს კითხულობენ და არც საკმაოდ განსწავლული ქართული რაგბის თემის აზრს დაგივებენ ხოლმე, რის გამოც მეორე ტაიმის გვარიანი ნაწილი ისევ დამღუპველ პინგ-პონგსა და დაცვაში გაატარეს.
მერე იყო და ჯერ ორით, ბოლოს კი ხუთით ჩამორჩენილებმა რომ ვცადეთ თამაშის ხელახლა აწყობა, ვეღარც კუთხეში დავარტყით ბურთი, ვეღარც მოლი შევკარით, ვეღარც ფაზები ავკინძეთ და განწირულებმა ხაზზე ბოლომდე რომ ჩავათამაშეთ, გარემარბს არ მივყევით, რის გამოც იგი ტყვედ ჩავარდა და დაჯარიმდა.
დაცვის ექსპერტის გარეშეგურუს განხორციელებულმა შეცვლებმა გვავნო - შერკინება ისე დასუსტდა, რომ თუ მანამდე ერეოდა მეტოქეს, ბოლოს ბურთი საკუთარ შეგორებაზეც წააგო.
მწურთნელს რომ თავისი აზრი და სიმპათიები აქვს, ეგ ბუნებრივია, მაგრამ როცა აგებ, ღვაწლ-მოსილ, 35 წლის ჰავბექს თამაში სწორად ვეღარ მიყავს და თანაც კრიტიკულ მომენტში უაზრო ჯარიმას მიიღებს, უნდა შეცვალო, რაღაი მარქაფაში მისი მზარდი დუბლიორი გიზის.
დალალებიანი ლეგენდის (ტანა უმანგა) მრჩევლად ხმობა მომგებიანი პრომოა და შეგირდთა განსწავლაშიც ცოტათი დაგეხმარება, მაგრამ უსწოროა, რომ ჯიუტად არ აგყავს დაცვის ექსპერტი, და ვერც თვისტომ შერკინების გადიასა და მანდატურს უძებნი სათანადო შემცვლელს.
თანდათან გაუსტუმრაფსიქოლოგიურ მდგრადობაშიც მოვისუსტებთ. იმათ შეგვისრულეს თიმბი და თავიდანვე განგვაიარაღეს - დავიწყეთ პირისპირ ბოჭვების ბითუმი ჩაფლავება, წაპოტინება და გატარება.
კოხტად დაგვიდეს ერთი და 0:10-ზე მეორეც (მატავალუმ, მაგრამ ფრანგმა რეფმა იფიქრა, შორებელთა ბევრით უცებ დაწინაურება შოუსთვის უპრიანი ვერ იქნებაო, და ლელო გააუქმა, ვალი კი თანდათან, მეტადრე კი მეორე ტაიმში, გაუსტუმრა მულღაზანზარს.
პირველი ტაიმის ბოლო ნახევარი საათი (!) რიგიანად ვითამაშეთ. ბიჭები გალაღდნენ: ხაზი იჭრებოდა, რაქს ვიგებდით, მოლებს ვაგორებდით, გეზს ვცვლიდით, ვპასაობდით და ასე შემდგომ.
მეტოქე კაც-ნაკლულიც დარჩა და ორჯერაც დავწინაურდით, მაგრამ ასე "უცნაურად" თამაშს, ეტყობა, იმდენი ჯანი შევალიეთ, რომ იმათ მეორე ტაიმში, ჩვენივე უნიათობით, ბურთი დაგვიძვირეს.
2012 ჩრდილოური ტესტებიმესამე ვიქენდი
საქართველო 19:24 ფიჯისაქ: ყიასაშვილი (ხმალაძე 60) თოდუა კაჭარავა შარიქაძე მაჩხანელი <10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე^კაპ / ხინჩაგიშვილი (ნარიაშვილი 60) ნატრიაშვილი (მამუკაშვილი 60) ქუბრიაშვილი (ზირაქაშვილი 51) დათუნაშვილი მიქაუტაძე (ვ.მაისურაძე 65) სუთიაშვილი (ბიწაძე 68) კოლელიშვილი გორგოძე - ლ: ხინჩაგიშვილი; გ 4ჯ: კვირიკაშვილი
ფიჯ: ტალემბულა ნატონგა (მბოლა 53) რანდინდი (ვარა 65) ნგონევა ვოტუ <10-9> რალულუ მატავალუ / იანუიანუტავა (ტუაპატი 71) ვეიკოსო (ნაურეურე 71) სომოთა^კაპ (საულო 78) ნაკარავა რატუნიარავა; ნაიკატინი სბ 27 (ნდომოლაილაი 53) რავულო (ვოლაუ 62) რატუვა (ნანგუსა 60) - 2ლ: რატუვა ნგონევა; გ 4ჯ: რალულუ
რეფ გოზერ (სფრ) 24/11 @ თბილისი, ვაკე (6 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...99&d=13538362080:3(3) 0:10(6) #ლ(7ფ) 3:10(12) 6:10(15) 6:15(19) სბ(27ფ) 13:15(30) 16:15(34) 16:18(36) 19:18(40+4) /
19:21(67) 19:24(77) ბოლო(80+6)

სიტყვიერი რე-ლაივი და ცოტაც ლირიკა
>>
http://psoni.ge/?menuid=5&id=110924 წლის (1989-2012) მონაგარი147 თამაში (53 შინ, 61 გარეთ, 33 ნეიტრ)
87 მოგება - 55 წაგება * 5 ფრე
ქულა 3365:2754 (+611)
ლელო 409/288 (+121)
სულ 216 ბორჯღალოსანი84 ბექი, 123 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 199, ხოლო ფორვარდებმა 210 ლელო
22 კაპიტანი (* პირველი)
38 აბუსერიძე
37 ზედგინიძე
12 მჭედლიშვილი ცაბაძე
11 ობოლაძე
7 ძაგნიძე
5 ლაბაძე
3 ლიპარტელიანი* ჯიმშელაძე უდესიანი ზიბზიბაძე
2 კაცაძე ბოლღაშვილი
1 ხვედელიძე ფხაკაძე რაფავა ნადირაძე ხამაშურიძე დიდებულიძე შველიძე ზირაქაშვილი კაჭარავა
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 26 Nov 2012, 11:15