არც ისე შორს ხარ ჭეშმარიტებიდან
ნუ დეტალებში არ წავალ , მაგრამ ფიჯისტან თამაში ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება .
სიტყვა ადვილს აქ სუფთა ტაქტიკური თვალსაზრისით ვამბობ . აი, იაპონიასთან მე თამაშამდე დავწერე , რომ თითქმის შანსი არ გვქონდა , თუ იაპონია ითამაშებდა , იაპონიამ კი ითამაშა , თავის სტილში , ძალიან ცოტა შეცდომებით . იაპონიასნაირი გუნდთან თამაში კი ჩვენი ნაკრებისთვის ამჟამად აბსოლუტური უშანსობაა ..... ვინაიდან 9 ნომრიდან და ზევით , საქართველოს საშუალო დონის რაგბისტვიც არ გვყავს
რას ნიშნავს , სხვატკაში , რომ გაქვს უპირატესობა ---- ეს ნიშნავს იმას , რომ ეს უპირატესობა , რომ გამოიყენო , უნდა გყავდეს , ტაქტიკურად ძალიან სწორად მოაზროვნე 9 და 10 ნომერი (დეტალებში ნუ შემიყვანთ) , ამ პოზიციაზე კი ჩვენ კატასტროფა გვაქვს . აბუსერიძემ თამაში ჩააგდოო , ესეც არ არის სწორი , არ იცის მეტი და რა ქნას , მეკო-მ ვითომ ყველაფერი გაიტანა რაც დაარტყა , მაგრამ 10 ნომრის მოვალეობა მარტო რეალიზაცია არ არის დამიჯერეთ , მეკო-მ ვერც ერთხელ ტაქტიკურად სწორად ვერ გადაკიდა ბურთი იაპონიის მხარეზე , რომ რაღაც შეტევის პერსპექტივა გვქონოდა .
არ მინდა საერთოდ საუბარი 15 ნომერზე , ეს პოზიცია ალბათ ყველაზე სუსტია ჩვენს ნაკრებში , იაპონიამ ეს კარგად დაგვანახა
კარგი რაც იყო იყო , ახლა ფიჯი
ფიჯისთანა , ფიფტი -ფიფტი გვაქვს , ან ფიჯი დიდი უპირატესობით მოგვიგებს , ან საერთოდ ჩვენ მოვიგებთ , დიდი ძალისხმევით , მაგრამ მოვიგებთ .
ყველაფერი ფიჯის თამაშის მანერაზეა აგებული . ფიჯი არ არის დისციპლინირებული გუნდი , აღმაფრენის გუნდია .აი, ჩვენს მუტრუკებს კი ყველაზე კარგად რაც გამოდით , კაკ რაზ მაგ გამოდით კარგად პირველ ნახევარ საათში , ზუსტად მაგ აღმაფრენაში ჩაკუკვა

.... ძალიან ძნელი იქნება ფიჯისთვის ლამაზი ხელით თამაში , გაბრაზებულ მძიმე ქართველებთან ..... მე მგონი პირველი ნახევარი საათი (თუმცა რაგბში ბოლო 20 წუთია მთავარი ) იქნება გადამწყვეტი ფიჯისთან , თუ ცოტა ვატკინეთ დასაწყისში და ფიჯის დავუკარგეთ ლამაზი თამაშის სურვილი , დავაწყებიეთ რაგბის საწყისებზე ფიქრი , ესე იგი ჩავითრიეთ ტაქტიკურ თამასში ---- ფიჯის შანსი არ აქვს
ვერ თამაშობს ფიჯი , სწორ რაგბს , გამგები გამიგებს . აი , როგორც კი იწყებს სწორ , ტაქტიკურად გარჯას , ფიჯი ხდება საშუალო გუნდი , ძალიან ბევრი სუსტი წერტილით . აი , აქ კი გვიჩნდება სერიოზული შანსები .
მე მგონი ამას კარგად მიხბდებიან ჩვენები , მით უმეტეს , ზუსტად ასე ფიჯის , აგერ 10 დღის უკან , ეთამაშა ინგლისი . ტაქტიკას ვამბობ და არა დონეს . პირველ 20 წუთში დაუმთავრეს ყომარი ფაქტიურად .
---------------------------------------------------------
რა გვეშველება ? ----- არაფერი
ჩვენ გვაქ სისტემური პრობლემა და არა ტალანტების უკმარისობა ..... ქართული რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე , არ იზრდება 9-15 ნომრამდე პოზიციებზე ძლიერი მოთამაშეები . ამ პოზიციებზე არც ევროპაში გვაკარებს ვინმე .....მოხდა ის რისიც მეშინოდა , და ადრე ვსაუბრობდი საძმაკაცოში ...ჩვენ გაგავიქეცით რაგბში სპეციფიკურ ქვეყნად , სხვატკის მოტამაშეების პასტავშიკად რა , მაგის დედაც ვატირე
ან უნდა წავიდეთ ნატურალიზაციის გზით ჩავიგდოთ ხელში პერსპექტიული 9 და 10 ნომერი -----არაფერი სასირცხვილო ამაში არ არის , ბევრი ნაკრები ეგრე იქცევა
ან , ნოუ ჰაუ უნდა შემოვიტანოთ და საქართველო ვაქციოთ , ამერიკად და იაპონიად ფეხბურთში , როდესაც კარგი მაყუთის სანაცვლოდ აქ კარიერის დასამთავრებლად ჩამოვლიან ჩვენთვის საჭირო პოზიციებზე მოთამაშე გრანდები -------ეს ძვირი გზაა , სტადიონებია საჭირო , სერიოზული მეცენატები , დიდი იმედი მაქვს ვასაძის ამ საქმეში
თუ სერიოზული დონის , არ ვამბობ მორნი შტეინზე და დენი კარტერზე , საშუალო ევროპული დონის მაინც 9 და 10 ნომერი ვერ ვიყოლიეთ ---- არაფრის შანსი არ გვაქვს ...... ამ ნომრების კარგ დონეზეა დამოკიდებული , 11 და 15 ნომრების ჩამოყალიბებაც
ერთი სიტყვით ბევრი საფიქრალი გვაქვს ----- კარგია , რომ პროპაგანდა მიდის რაგბიდან და ცვენი რაგბის დონის გამსაზღვრელი აღარ იქნება რუსებზე მოგება , ჟივილ-ხივილი , რომ დგებოდა აქ ......რამოდენიმე უზერის გამოკლებით , ვისაც ოდნავ მაინც ესმის რაგბის ......
This post has been edited by მაკიაველი on 20 Nov 2012, 12:26
01.10.2012.