სონი-ბილის ოინები 28 წლის სონი-ბილ ვილიამსმა კვირაზე მეტი აფორიაქა მედია, ხოლო ფანებს ასეირებს
რაგბი’ლიგის მსოფლიო თასზე, რომელიც ბრიტანეთში, დღეს იწყება >>>
http://Qaflan.netai.net/2013ავსტრალიაში დაფუძნებული გამუსლიმებული სამოელი კივი 2008 წელს ნრლ-ის ბულდოგზიდან ტოპ 14-ის ტულონში გაიქცა; იქედან 2010 წელს ქენთებრიში დაბრუნდა; 2011 წელს ზე 15-ის ქრუსეიდერზში ითამაშა და "ოლ ბლექსთან" ერთად მსოფლიო თასიც შემართა; 2012 წელს ჩიფსში მოიგო ზე 15, წელს კი ნრლ-ში მიბრუნდა და რუსთერზი აჩემპიონა!
მობურთალი ჯეელი კრივსაც ეტანება, ოღონდაც ზღვისრეთს არ გასცილებია. სამაგიეროდ, ლიგაში მიბრუნებამდე სარაგბოდ იაპონიის პანასონიკშიც შეიარა, ნრლ-ის წლევანდელი "დიდი ფინალის" შემდეგ კი იმდენი რამ მოასწრო, რომ მედიას სულ მისი სახელი ეკერა პირზე.
სიდნეის "ოლიმპიურზე" რუსთერზმა მენლი ბოლო მეოთხედში დააშამათა. სონი-ბილმა შეამზადა ის ლელო, რომლითაც მომავალი ჩემპიონი დაწინაურდა. ნაფინალევს შედგა მსოფლიო თასის რაზმები, მაგრამ ვილიამსს ადრევე ეთქვა, ამდენ ნაჯახირევს დასვენება მწადიაო და ამად 24-კაცა სიაში აღარ ჩაწერეს.
მეორედაც გეგმავსფინალი კვირას იყო. რამზები სამშაბათს გამოქვეყნდა. ოთხშაბათს ვარსკვლავმა ქოში უკუ’ჰყარა და ზელანდიის ლიგას აცნობა, თამაშზე ყაბულსა ვარო. ამაზე ბომონდმა ატეხა ერთი ამბავი, ესაო და პიროვნება მთელ გუნდსა და სპორტზე მაღლა აყენებს თავსო, მაგრამ უფროსობამ მოტვინა, რომ სონი-ბილი უნიკალური ფენომენია და დაუყვავა.
მისი აყვანით ჩემპიონ "კივებს" დიდი ძალა შეემატათ. გაუმჯობესდა შეჯიბრების იმიჯიც, ვარსკვლავმა კი მაინც ვერ მოისვენა და ხუთშაბათს რაგბის კავშირის უფროსობას შეხვდა. ამათ იმედი ჰქონდათ, რომ სონი-ბილი გაისადვე (2014) დაბრუნდებოდა ჩიფსში, მაგრამ მოტყუვდნენ - ვილიამსი კიდევ ერთი სეზონით დარჩა რუსთერზში.
ეს გადაწყვეტილება პარასკევს გაჟღერდა, კვირას კი სონი-ბილმა ბრძანა, რომ 2015 წლისთვის რაგბში მეორედ გადმოსვლას გეგმავს, რათა ოლ ბლექსს ინგლისში დააცვევინოს ჩემპიონობა, 2016 წელს კი რიოში, ოლიმპიადაზე იშვიდკაცოს. ჰოდა, ამის გამო საკრივოდ სამი წელი რომ ვეღარ მოიცლის, გული ეთანაღრება.
ავსტრალ(აზი)ის ეროვნული ლიგა (ნრლ)
24 თამაში 26 რაუნდში, პლუს 4 მუქთი ქულა
2013 7/03-8/09 [2012 ამავე სტადიაზე] ქ სხვ მ-წ*ფ
1 სიდნი რუსთერზ [13] 40 +315 18-06
2 საუს სიდნი რებითოზ [3] 40 +204 18-06
3 მელბურნ სთორმ [2] 37 +216 16-07*1
4 მენლი სი იგლზ [4] 35 +222 15-08*1
5 ქრონალა შარქს [7] 32 +8 14-10
6 ქენთებრი ბულდოგზ [1] 30 +66 13-11
7 ნიუქასლ ნაითს [12] 29 +106 12-11*1
8 ნორს ქვინზლენდ ქაუბოიზ [5] 28 +76 12-12
9 გოულდ ქოუსთ თაითანზ [11] 26 -18 11-13
10 პენრით პანთერზ [15] 26 -37 11-13
11 ნიუ ზილენდ ვორიორზ [14] 26 -59 11-13
12 ბრისბენ ბრონქოუზ [8] 25 -43 10-13*1
13 კანბერა რეიდერზ [6] 24 -190 10-14
14 სენთ ჯორჯ ილავარა დრეგონზ [9] 18 -151 07-17
15 ვესთს თაიგერზ [10] 18 -301 07-17
16 პარამათა ილზ [16] 14 -414 05-19
პლეი-ოფი (ფინალები)
<< შესარჩევი @ 13-14/09
რუსთერზ (1) 04:00 სი იგლზ (4) 32,747
რებითოზ (2) 20:10 სთორმ (3) 21,609
<< გასავარდნი @ 14-15/09
შარქს (5) 20:18 ქაუბოიზ (8) 32,747
ბულდოგზ (6) 06:22 ნაითს (7) 23,086
<< ნახევარი @ 20-21/09
სი იგლზ (4) 24:18 შარქს (5) 23,837
სთორმ (3) 16:18 ნაითს (7) 19,649
<< წინასწარი @ 27-28/09
რებითოზ (2) 20:30 სი იგლზ (4) 44,546
რუსთერზ (1) 40:14 ნაითს (7) 37,752
<< დიდი @ 6/10
რუსთერზ (1) 26:18 სი იგლზ (4) 81,491ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
რსთ: მინიჩელო^კაპ ტუპოუ ჯენინგს ქენი-დაუალ ტუივასა-შეკ <6-7> მოლონი პირს /
ვაერია-ჰარგრივზ ფრენდ მოა; გვერა სბ.ვილიამს ქორდნერ *
მრქ) ნუუსალა მორთიმერ ობისონ ო’დონელ -
4ლ: ტუპოუ გვერა ქენი-დაუალ ჯენინგს; 5გ: მოლონი
სგლ: ბ.სთიუართ ტაუფუა ლაიონ^კაპ მატაი დ.ვილიამს <6-7> ფორან ჩერი-ევანს /
ლორენს ბალინ ქაით; ვოთმოუ ჰორო გ.სთიუართ *
მრქ) გაუერ ბიურო საიმონდს როუზ -
3ლ: ტაუფუა საჯ(ლაიონ) მატაი; 3გ: ლაიონ
რეფ: ჰეინ, ქამინს
ვიდეო:
I ტაიმი >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...06&d=1381056601 II ტაიმი >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...09&d=1381063127 1280*720 >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...28&d=13811179940:4(7) 0:6(17ჯ) 6:6(27) 8:6(30ჯ) /
8:12(42სლ) 8:18(50) 14:18(56) 20:18(60) 26:18(74)
ნრლ-ის ყველა ფინალი @ სიდნეი, ოლიმპიური
1998 ბრონქოუზ (ბრ) 38:12 ბულდოგზ
1999 სთორმ (მლბ) 20:18 დრეგონზ
2000 ბრონქოუზ (ბრ) 14:06 რუსთერზ
2001 ნაითს (ნქს) 30:24 ილზ
2002 რუსთერზ 30:08 ვორიორზ (ზელ)
2003 პანთერზ 18:06 რუსთერზ
2004 ბულდოგზ 16:13 რუსთერზ
2005 თაიგერზ 30:16 ქაუბოიზ (ჩრდ.ქვზ)
2006 ბრონქოუზ (ბრ) 15:08 სთორმ (მლბ)
2007 # სთორმ (მლბ) 34:08 სი იგლზ
2008 სი იგლზ 40:00 სთორმ (მლბ)
2009 # სთორმ (მლბ) 23:16 ილზ
2010 დრეგონზ 32:08 რუსთერზ
2011 სი იგლზ 24:10 ვორიორზ (ზელ)
2012 სთორმ (მლბ) 14:04 ბულდოგზ
2013 რუსთერზ 26:18 სი იგლზ
# სთორმს ჩამოერთვა ორი ტიტული
ლაივს პლუს რე’ლაივილიგის მსოფლიო თასი პირველად 1954 წელს მოეწყო. ჯილდო 1970 წელს, ფინალის წინ დაიკარგა და მას ოცი წლის შემდეგღა, ნაგავში მიაგნეს. მორიგი გათამაშება მეთოთხმეტეა. წინა, 10-გუნდა, ხუთი წლის წინ (2008) ჩატარდა ავსტრალიაში და სენსაციურად დასრულდა - ზელანდიამ ძლია მასპინძელი, ვისაც ტიტული 33 წელი ეპყრა. >>
http://qaflan.netai.net/RUGBY_KA/IB/25_RLWC-Kiwi.htmამჯერად მონაწილე თოთხმეტია. პული ოთხია, ოღონდაც ორში ოთხ-ოთხი გუნდია და ორშიც სამ-სამი. 4-გუნდა, ძლიერი პულებიდან მეოთხედ-ფინალში სამ-სამი უკეთესი გადის, 3-გუნდა სუსტებიდან კი თითოღა. ერთი კია, ამათ წევრებს სამ-სამი თამაში რომ მოუგროვდეთ, მაგად თითო იქეთა’პულელ თანა’ტოლსაც ებურთავებიან (განრიგში გდ)
შეჯიბრი ხუთ კვირას გასტანს. ოთხი ქვეყნის (ინგ უელ ირლ სფრ) 20 ქალაქის 21 სტადიონზე 20 სათამაშო დღეს მოეწყობა 28 მატჩი. ტურნირი კარდიფში, მილენიუმზე იხსნება; ნახევარ’ფინალებს ლონდონის ლეგენდარული არენა, ჳემბლი უმასპინძლებს, ფინალს კი - მანჩესთერის "ოულდ თრეფორდ"ი.
"ჯი ემ ჯი" მთელ შეჯიბრს "ლაივ - რე’ლაივ" კომბინაციით აჩვენებს. გახსნის მატჩი ეთერში კვირას გავა 15.45-ზე, 20 საათიდან კი მას წყვილი ცოცხალი მოყვება. უეჭველია, უცხო ხილი დააინტერესებს როგორც სპორტის ზოგად ფანობას, ისევე რაგბის თემს, რომელსაც უნდა არგოს თვალ’საწიერის გაფართოებამ, თუკი ...
სეირს ალალად მიეტანება
[2008] >> http://qaflan.netai.net/RUGBY_KA/IA/22_RLWC-tv.htm
((( აქაურ რაგბის თემში ლიგის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. 13-კაცას მომხრეთა ნაწილი მასში მხოლოდ ვოიაჟთა მორიგ წყაროს ხედავს, მოწინააღმდეგეთა უმეტესობა კი თამაშის ესთეტიკას ნაზიარები საერთოდ ვერაა და ლიგას ისევე აღიქვამს "კეთილშობილთა სპორტის" მტრად, როგორც ამას ბარემ საუკუნე შვრებოდა კასტა, დღეს რომ ირბ-ს განაგებს და რაგბის გლობალიზაციას ეწინააღმდეგება.
ამ კატეგორიის მაყურებელს მსოფლიო თასმა ბევრ რამეზე უნდა აუხილოს თვალი, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, თუ სეირს ალალად მიეტანება და არა იმის დასამტკიცებლად, რომ 13-კაცა უჭკუო, ერთ-ფეროვანი, მონოტონური ჩიბლუხია და საცქერად არა ღირს. ლიანგი საპირისპიროში რომ დარწმუნდეს, 18-მატჩა თასის მეტ წილს მაინც უნდა უყუროს, მით უფრო, თუ "გლობალზე" უკლებლივ ყველა თამაში ცოცხლად გადმოიცემა და ბევრჯერაც მეორდება.
ლიგისა და რაგბის შესადარებლად აქ ერთ მოკრძალებულ კითხვას დავსვამთ. რაა თამაშსა და სეირში უფრო მთავარი: ბურთაობა თუ ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლა? ანუ რაა ძირეული: რეიდი, პასი, ბოჭვა, გადაკიდება თუ შერკინება, დერეფანი, მოლი, რაქი? თუ პირველი უფრო მოგწონთ, მაშინ ლიგაც თვალში მოგივათ, ხოლო თუ სტატიკურ, ჯგუფურ სადაოთა ცქერა უფრო გიზიდავთ, მაშინ გიჯობთ, კვლავაც მხოლოდ რაგბს უყუროთ და ლიგაზე თვალი არ დაიღალოთ.
გადმონერგვა გაგრძელდება
ახლა ვთქვათ და მსოფლიო თასს მაინც ჩაუჯექით. მასში ბევრი რამ გეცნობათ და ეგ ყველაფერი ზეპურმა რაგბმა ბოლო 15 წელში სწორედ რომ ლიგიდან გადმოიღო. ეგენია:
ტაქტიკა-ტექნიკაში: ხაზად დაცვა; ცენტრული შეტევა ორი ფრთით; სოლო მიძალებებით ჩათრევა; ბეჭებზე დამცემი, ხროვული ბოჭვა; ბოჭვაზე ცალი ხელით ბურთის გაგდებინება; ოფლოუდი (პასი კონტაქტში); აბრაგანი და ჰაერში თამაში; ქიქაუთი (იქეთა ფრთაზე გადაკიდება) და მომხდომი მწყობრის ზურგში ფეხით შეცურება;
წესებში: ჯარიმის კიდეზე გადატანა; სინბინი (10 წუთით გაძევება); სისხლზე გამოცვლა; ვიდეო რეფერი; შერკინებაში 5-მეტრიანი თამაშგარე; აუტში პირდაპირ დარტყმის შეზღუდვა.
ლიგურ იდეათა რაგბში გადმონერგვა გაგრძელდება. ამის მიზეზი ცხადია: ლიგა რაგბზე 100 (ასი) წლით ადრე გახდა პროფესიული, ანუ სარფი რომ ეშოვნა, საამოდ საცქერი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნის გათვალისწინებით ვითარდებოდა წესებიცა და ტაქტიკაც.
ჰოდა, რაღაი ორ თამაშს პრინციპი საერთო აქვს - მიზანი ლელოს გატანაა, ხელით ბურთის წინ გადაწოდება აკრძალულია და ტერიტორიაც ფრონტულად, ოფსაიდით იმიჯნება, მშობელ რაგბს სხვა გზა არ რჩება: უნდა გაიმეორეს ლიგის მიერ განვლილი გზა, ოღონდაც უძღებ შვილზე უფრო მარდად, რათა ოდესმე შემოირიგოს და ოჯახში დააბრუნოს.
)))
http://www.gmg-tv.com/index.php?lang_id=GE...10-27&channel=510:00 ფეხბურთი. ვოლფსბურგი – ვერდერი
12:00 კალათბურთი NBA 2012 –2013წ.სეზ. ჩემპიონის გზა. მაიამი – სან ანტონიო .
15:00 ტელეჟურნალი - ტრანსვორლდსპორტი
15:45 რაგბი – ლიგის მსოფლიო თასი. ინგლისი – ავსტრალია17:30 LIVEფეხბურთი. ფეინოორდი – ჰერაკლესი
19:30 19:30 ტელეჟურნალი – FOOTBALL MUNDIAL
20:00 LIVE რაგბი – ლიგის მსოფლიო თასი. პაპუა-ახალი გვინეა - საფრანგეთი
22:00 LIVE რაგბი – ლიგის მსოფლიო თასი. ახ. ზელანდია - სამოა00:00 მსოფლიო კალათბურთის ლეგენდები. შაკილ ონილი
00:45 კალათბურთი NBA 2012 –2013წ.სეზ. ჩემპიონის გზა. მაიამი – სან ანტონიო
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 26 Oct 2013, 14:41