ორშაბათის "ჩვენი თამაშიდან"
ლიგაც კივებმა მოიგეს ზელანდიამ ავსტრალიას ბრისბენში მეორე მარცხიც აგემა -
ამჯერად ლიგაში და თანაც, არა’ნაკლებ მწარეhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiრაც რაგბშია ზელანდიის "ოლ ბლექსი", იგივე და უფრო მეტიცაა ლიგაში ავსტრალიის "კენგურუზი": მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონმა ბოლო 37 ტესტში ოდენ მესამე მარცხი იგემა - სამივე ბრისბენში და თანაც მეზობელთან, ვინაც წლევანდელი "ოთხი ერის" სტარტზე 8-მატჩა ტრანს-ტასმანური ნავსიც გატეხა.
წლეულს გრანდები ერთხელ უკვე შეიბნენ - 2 მაისს ოზებმა 30:18 მოიგეს სიდნის ტესტი, მაგრამ იმ 17-კაცა რაზმიდან ექვსიღა შემორჩათ: ზოგი დასჯილია, ზოგი დაშავებული და ზოგიც გადაღლილი, ხოლო გიჟმაჟი ჯარედ ჰეინი ... ამერიკულ ბურთაობაში აპირებს გადასვლას.
ხუთი დებიუტანტის მყოლ კენგურუებს პირველ ტაიმშივე დაემტვრათ ჯონათან სერსთონის ნაცვლად მოთამაშე დეილი ჩერი-ევანსი, ბილ სლეითერის პოზიციაზე გადაყვანილი გრეგ ინგლისი კი მეორე ტაიმზე ვეღარ გამოვიდა - ვირუსი მოერია. ჰოდა. 1 ნომრად გადავიდა დაილან ვოქერი და კივთა ყოველი აბრაგანი ოზებს ხიფათად ექცათ.
აბრაგანი აამუშავესპირველი ტაიმი მაინც ფრედ * 12:12 დასრულდა, მეორე კი სტუმრებმა 18:0 მოიგეს. ოზებს მატჩში 14 შეცდომა მოუვიდათ და 42 ბოჭვა გაუცუდდათ, კივებმა კი მარადი მეტოქე ბოლო 23 შეყრაზე მესამედღა ძლიეს და 1908 წლიდან მოყოლებული, სერიას 124: 29-92*3 აგებენ.
ზელანდიამ სამი გადამწყვეტი ლელო ასე დადო: გრეგ ისთვუდმა 30 მეტრი იგრიალა, შონ ჯონსონმა კი შეიგორა და რიკოშეტით იხეირა; დინ ფარემ ქიარან ფორანის ყუმბარა ჰაერში მოუხსნა მაიქლ ჯენინგსს; ვოქერს კი დაუვარდა ჯონსონის აბრაგანი და ხუთი კივი მდევრიდან ჯეისონ ნაითინგეილმა იხეირა * 30:12
შაბათს ბრისბენში წყვილი თამაში იყო. მეოთხე მონაწილემ, სამოამ აგრესიით მოშალა ინგლისი და 10-ლელოიან თრილერს საათის თავზეც კი უგებდა, მაგრამ ბრიტებმაც აამუშავეს აბრაგანი - მეთი სმითის აწეულები ვერ განმუხტა თიმ სიმონამ. გარდა ამისა, ინგლისმა კარშიც უკეთ ურტყა, მაგრამ მაინც ძლივს, 6 ქულითღა მოიგო * 32:26
ლიგის "ოთხი ერი" 2014ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
<< პირველი რაუნდი
შაბ 25/10 @ ბრისბენი, სან’ქორპ (47 813)
სამოა 26:32 ინგლისი5ლ: ლიუ ვიდო გოდინეი (3 4) სთენლი; 3გ: სთენლი -
5ლ: შელთონ ვოთქინს ლ.ფარელ ჯ.თომქინს ს.თომქინს; 6გ: ვიდოპ
რეფ სათონ (ავს) * 0:6(22) 6:6(26) 10:6(30) 10:12(34) 10:14(40ჯ) /
10:20(46) 16:20(55) 22:20(61) 22:26(65) 22:32(68) 26:32(72)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...09&d=1414243465ავსტრალია 12:30 ზელანდია2ლ: ბ.სქოთ ინგლის; 2გ: სმით -
5ლ: პროქთორ ბრაუნ ჯონსონ ფარე ნაითინგეილ; 5გ: ჯონსონ
რეფ ბენთამ (ინგ) * 6:0(3) 6:6(17) 12:6(21) 12:12(29) /
12:18(47) 12:24(51) 12:30(68)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...18&d=1414264080 1 რაუნდი ქ სხვ მ-წზელანდია 2 +18 1-0
ინგლისი 2 +6 1-0
სამოა 0 -6 0-1
ავსტრალია 0 -18 0-1
<<
მეორე რაუნდი (საქ დროით)
შაბ 1/11 ზელანდია 07.00 სამოა @ ფონგარეი
კვი 2/11 ავსტრალია 09.00 ინგლისი @ მელბურნ
<<
მესამე რაუნდიშაბ 8/11 ზელანდია 10.30 ინგლისი @ დანიდინ
კვი 9/11 ავსტრალია 09.00 სამოა @ ვულონგონგ
<<
ფინალიშაბ 15/11 პირველი 11.45 მეორე @ ველინგთონ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Oct 2014, 10:38