2009რთულ’ფრაზებიანი, ძნელად გასაგები სტატია =
განხილულ საკითხებში ერთობ ღრმად ჭირდება წვდომა
http://qaflan.netai.net/saiubileo/J4/00_XIII.htm
13-კაცა ლოკომოტივი!ბიბლიურადაა, რაღა, ჩვენი საქმე:
ამდენი ხანი ვუცქერდით და თურმე ვერ-კი ვხედავდით.
ბედად, ქართული რაგბის ისტორიის სერიალური თხრობის პროგრამით
ამ ერთხელაც რომ დავაკვირდით 1960-იანი წლების შუახანების შავ-თეთრ ფოტოს,
13-კაცა რაგბის პიონერებად გოგი ყუფარაძე და მისი "ლოკომოტივი" შევიცანითთქმულა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.
ქართული რაგბი-ლიგის მახვშობაზე აქამდე სამართლიანი პრეტენზია ჰქონდათ
ვერელ არაბოლოგ პაატა ცინცაძესა და ქუთათურ რამაზ "ვიტალიჩ" სვანიძეს.
ჩვენც ეგრე გვეგონა, რომ ხვიჩა კაშია, კახა "ჩიჩმი" მაჩიტიძე და ბაკურ "ნიკარაგუა" ზვიადაძე
იყვნენ პირველნი, ვინც ბოჭვის შემდეგ ხვნეშით წამოდგნენ და ბურთი გამოაგორეს,
მაგრამ თურმე არა:
ინჟინერმა და სპორტის სტატისტიკოსმა, მიტო ქურდობაძემ
ახალი წლის წინ რომ გვათხოვა ფილოსოფიის ლექტორ დავით თაქთაქიშვილის
საცნობარო სარაგბო ნაშრომის პირველი ტომი, მის 38-ე გვერდზე აღმოვაჩინეთ სურათი,
რომელზეც ლოკომოტივის, აიას, სკას შემქმნელსა და გეპეის აღმდგენ ყუფარაძეს
მხარს 12 შეგირდი უმშვენებს, ანუ რკინიგზელები ერთად ცამეტნი (!) არიან.
უთანხვდომობის გადამკიდეფოტოს აღმოჩენამ შემდგომი კვლევისკენ გვიბიძგა.
ვეტერანებში გავიკითხეთ და დავადგინეთ, რომ
"ლოკომოტივი" თავიდან მართლაც ლიგის გუნდად ჩამოყალიბებულა და
მერეღა გადართულა 15-კაცა, ირბ-ულ რაგბზე, რის გამოც
მავანთ ოჯახის სრულ-უფლებიან წევრად არ უცვნიათ.
ჰოდა, კოლექტივს ქალაქური მეთოდებით დაუწყია სამართლის ძებნა და
მაგისთვის საბჭოთა ხანაში ბევრი მოხვედრია.
ბატონი გოგი და ბიჭები 13-კაცა რაგბის რჯულზე ინგლისური ფილმის,
"ასეთია სპორტული ცხოვრება" (ზის სპორთინგ ლაიფ) ნახვის შემდეგ მიქცეულან
და ეკრანზე ნანახი ილეთების გამოყენება მოედანზეც უცდიათ, მაგრამ
წესთა უთანხვდომობის გადამკიდე, ვერაფერი გამოსვლიათ -
გამოგორებული ბურთი თურმე ოფსაიდში ჩარჩენილთა კერძი ხდებოდა,
მსაჯის სასტვენი კი დუმდა.
მთელ სიგანეზე, ხაზადიმხანად საზღვრები ჩაკეტილი იყო - ინფორმაცია ძნელად აღწევდა "რკინის ფარდაში"
და არც მონტენეგრო ჩამოდიოდა ბურთის გასაგორებლად.
და მაინც, ქეთევან კვინიხიძის მიერ ნათარგმნ, სელიხოვკინის შედგენილ მეთოდურ მითითებებში
შავით თეთრზე ეწერა, რომ გუნდი დაცვაში მოედნის მთელ სიგანეზე, ხაზად უნდა გაიშალოს და
ყველამ თავის ზონაზე აგოს პასუხი.
ალაგ-ალაგ მებაჟეებს აკრძალული ლიტერატურაც ეპარებოდათ.
რუმინეთიდან ასე ჩამოუტანია თემურ ჯაფარიძეს 13-კაცის ფრანგული წესები.
მას ყდაზე რაგბის ნაცვლად Jeu "ჟო" (თამაშობა) ეწერა და მამალიც შემოსკუპებულიყო ოვალზე,
რომელშიც XIII ჩაეხატათ, მაგრამ ლეონიდ ბრეჟნევისგან განსხვავებით,
ჩვენს ნასწავლ ბიჭებს მონოგრამა რომაულ ციფრებად აღუქვამთ, და არა რუსულ უხამსობად.
მეამბოხე სულიწესები მალევე ითარგმნა, მაგრამ ვერ კი გამოიცა, რაც ცუდად დაებედა რაგბი-ლიგას.
აკი მაქედან 40 წლის შემდეგ ფერადად რომ დაიბეჭდა ამავე შინაარსის წიგნი,
500-იანი ტირაჟი უგზო-უკვლოდ გაქრა.
ბიჭებიდანაც ბევრმა ვერ აუღო ალღო კანონიკურ რაგბს და სპორტს საერთოდ შეეშვა,
მაგრამ ეგეც ნაღდია, რომ "ლოკომოტივს" აქამდე მოყვა მეამბოხე სული.
სხვაფრივ, ეჭვად მაინც გვაქვს, რომ რაგბი-ლიგასთან კლუბის წილ-ნაყარობა უწყოდა
რკინიგზელთა იმ თაობამ, რომელმაც XXI საუკუნეში შექმნა "XIII ქართველი" და
ჩვენებური ჰაკა, "ფერხული" დააღრიალა.
ასე რომ არ ყოფილიყო, უცხოელებთან გაჯიბრების გარდა,
ლოკომოტივი სხვა ქართულ გუნდსაც ელიგავებოდა და
უბურთავებლად არც თავს გამოაცხადებდა ეროვნულ ნაკრებად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ელგუჯა ოღლაფირესკუ @
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 7 Jan 2015, 15:35