აზიზებს აპამპულავებენ სხვა ყაიდის რაგბის - 13’კაცა ლიგის - მწვერვალი - ავსტრალიის "ეროვნული ლიგის" (ნრლ) "ორიჯინი" -
ბოლო 11 წელში მეათედ (!) დაიპყრო ღვინის’ფრად შემოსილმა ქვინზ’ლენდმაOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!ქვინზლენდი (ანუ ბრისბენი) ავსტრალიის იმერია, ხოლო "ახალი სამხრეთი უელსი" (ანუ სიდნი) - ამერი. ლიგა ამ ორ შტატში საუკუნეზე მეტია, ხალხის თამაშია და პოპულარობით ბევრად უსწრებს კანონიკურ 15’კაცას; ნრლ’ც მსოფლიოს საუკეთესო 13’კაცა ლიგაა - ყინულის ჰოკეის ნჰლ-ისა და კალათბურთის ნბა-ის დონისა; და მეტიც - მისი "ორიჯინი" (სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ ...) სამ-მატჩაა და სხვა "ოლ სთარებისგან" განსხვავებით, უნაღდესია, რაკი უშეღავათოა!
ორიჯინი 1980 წლიდან ეწყობა. გუნდები სადაურობით იმად დგება, რომ ფულიანი სიდნის კლუბების ნაკრები სრავდა უფულო ბრისბენის კლუბთა ნაკრებს და ამდენად, შტატთა-შორის სერიას აზრი ეკარგებოდა. ჰოდა, მაშინ ლიგის მახვშებმა იაზრეს, ყველა ოსტატმა მშობლიური შტატის სახელით ითამაშოს - იმის და მიუხედავად, ამჯერად რომელი შტატის კლუბში ირიცხებაო. ამით მეტოქეთა დონე უმალ გათანაბრდა, ბოლო ათ’წლეულში კი ჯიგრიანმა და უნიჭიერესმაქვინზლენდელებმა სულაც გააპამპულავეს აზიზი სიდნი’ელები
თითქო რაგბიაოწელს ორი თამაში სიდნი’ში დაინიშნა და ერთიღა ბრისბენში, მაგრამ ღვინისფრებმა (მორუნზ) მოიგეს პირველივე გასვლა და მერე შინაც იმარჯვეს, რითაც სერია დაიბევეს * 2-0. ბოლოს იყო, ქვინზლენდს ცოტაღა დააკლდა და სტუმრად მეორედაც მოიგებდა, ანუ 2010 წლის აქეთ პირველად გაახერხებდა 3-0’ს, მაგრამ ცისფრებმაც (ბლუზ) გატეხეს ნავსი. არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს და იქეთ შეეძლოთ სამივე რკენის მოგება
პირველი ჯახი, 1 ივნისს, ქულა’მწირი გამოვიდა. მეორე ტაიმში სულაც არაფერი გასულა. დაიდო თითო ლელო, მატჩის ბედი კი გადაწყვიტა ჯონათან სერსთონის ჯარიმამ, რომელიც იმად დაინიშნა, რომ ჯეიმზ ტამოუმ გამოგორებისას შეაყოვნა მეტოქე. შესვენების შემდეგ შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ტელი’რეფმა ჯოშ მორისის (ასუ) გაუქმებულ ლელოზე ბრძანა, ხაზამდე ცოტა დააკლდაო * 6:4 ქზლ
მეორე შებმა, 22 ივნისს, თითქო რაგბიაო, ორ-ორი გოლით დაიწყო, მაგრამ მერე 6 ლელოც დაიდო. ჰეთ-თრიქი შეასრულა ქვინზლენდის გარემარბმა დეინ გეგაიმ, სიდნი’ელ ტაისონ ფრიზელს კი საათის თავზე იმად გაუუქმდა გარდამტეხი ლელო, რომ მაიქლ ჯენინგსი ბურთს შეეხო და ვიდეო’ანალიზით "წინ თამაში" დაუდგინდა * 26:16 ქზლ
აღარ უსმინესმესამე რკენაზე, 13 ივლისს, ოლიმპიურ სტადიონზე ბარემ 20 ათასი ადგილი ცარიელი დარჩა, ჯარიმები კი პირველ ტაიმში სულ მასპინძელთა სასარგებლოდ ინიშნებოდა * 9-1. იწურებოდა თამაში და ცისფრები იგებდნენ, აბრაგანის აღებისას ფეხი რომ დაუცდა მათ ჯეელ ფულ’ბექს, მეთ მოილენს. ამის პასუხად ბლეიქ ფერგიუსონმა უმალ გააჭრევინა ხაზი ჯეიმზ ტედესკოს და ეს თუმც ლელოსთან შებოჭა ქუპერ ქრონქმა, ჯენინგსმა მაინც გადათელა არეული დაცვა * 18:14 ასუ
ორიჯინული კარიერა დაასრულეს ჭაღარა ქვინზლენდელმა ქორი პარქერმა და ცისფრების კაპიტანმა პოლ გალენმა, ვინც ბოლო გარდასახვაც კი გაიტანა. სხვაფრივ, მეტოქის ზეობით გულ’ გაწყალებულმა სიდნი’ელებმა ბოლომდე აღარც უსმინეს მორუნზის ყოჩის, ქემერონ სმითის სამადლობელ სიტყვას და ფანებს მიაკითხეს
"სთეით ოვ ორიჯინ" 2016ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
რეფ: სათონ & ქამინს
ქვინზლენდი 2-1 ახალი სამხრეთი უელსი2015 >>
http://ovaluri.comxa.com/2015/P7/14_ORIGIN.htm2014 >>
http://ovaluri.comxa.com/2014/O7/11_ORIGIN.htm2013 >>
http://ovaluri.comxa.com/2013/N7/18_ORIGIN.htm2012 >>
http://ovaluri.comxa.com/2012/M7/06_ORIGIN.htm++ ვიდეოს ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში!<1>
ბლუზ 4:6 მორუნზლ: ქორდნერ - ლ: გეგაი; გ: სერსთონ
ოთხ 1/06 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (80 251)
0:2(16ჯ) 4:2(26) 4:6(37) /
<2>
მორუნზ 26:16 ბლუზ4ლ: გეგაი (1 2 3) ოუთს; 5გ: სერსთონ -
2ლ: ფრიზელ მოლონი; 4გ: რენოლდს 3, მოლონი
ოთხ 22/06 @ ბრისბენ, სან’ქორპ (52 293)
2:0(7ჯ) 2:2(11ჯ) 2:4(15ჯ) 4:4(21ჯ) 10:4(35) /
16:4(49) 16:10(58) 20:10(63) 20:16(68) 26:16(74)
<3>
ბლუზ 18:14 მორუნზ3ლ: ფრიზელ ფიფიტა ჯენინგს; 3გ: მოლონი 2, გალენ -
3ლ: ინგლის ქუპერ ბოიდ; გ: სერსთონ
ოთხ 13/07 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (61 267)
0:4(4) 6:4(22) /
12:4(42) 12:10(53) 12:14(74) 18:14(78)
სულორიჯინის ხანაში (1980-2016) 108: 58-48*2 (სერია 20-13*2)
დასაბამიდან (1908-2016) 329: 112-207*10 (სერია 31-62*8)
ორიჯინის ვიდეო’თეკა დასაბამიდან!http://ovaluri.comxa.com/2016/L_SOO.htmlორიჯინის რეკორდები38 თამაში (2003-) ქემერონ სმით (ქზლ)
35 ზედიზედ თამაში (2005-) ჯონათან სერსთონ (ქზლ)
30 კაპიტნობა (1981–1991) ვოლი ლუის (ქზლ)
24 მოგებული თამაში (2003-) სმით
10 მოგებული სერია (2006-2013, 2015-) სერსთონ
224 ქულა (2005-) სერსთონ
18 ლელო (2006-) გრეგ ინგლის (ქზლ)
მწვრთნელად (2006-2015)
30 თამაში, 19 მოგება, 9 მოგებული სერია: მალ მენინგა (ქზლ)
@