მაქვს პატივი მოგახსენოთ – მარად მიგულეთ თქვენს სამსახურში:
ლიგა დაიშალა 2006 წელს – დაგვედო საერთაშორისო ყადაღა გადაგდებისთვის
თურმე არსებობს 40 კაციანი სია, ვისაც ეკრძალება ლიგაში მოღვაწეობა
და ალბათ მეც ვწერივარ შიგ – მაგრამ ვინ როდის გადავაგდე, ვერ ვიხსენებ
ბოლო წლებია, გაჭიანურებულ მოლაპარაკებათა შემდეგ, ლიგის მამები
საუბარზე დაიყოლია ვარაზის ხეველმა ვანიკო მაჭავარიანმა
ამ ფოტოზე მარჯვნიდან მეორეა

მიღწევები გვქონდა ისე რა: 4 მოგება – 2 წაგება,
მაგრამ ორ ქართულ გუნდს ერთმანეთში არასოდეს ულიგავია
დაშლის შემდეგ, მალევე, ლიგის აქტივმა ჩაიბარა 7–კაცა
საითი კი ჰქონდა იმ ორგანიზაციას და დღემდე ქსელშია
http://ovaluri.comxa.com/Kartuli_Liga/index.htmმაქედან ბმულების უმეტესობა აღარ იმუშავებს,
მაგრამ სარჩევიდანაც ბევრი რამ ცხადი იქნება
შევამოწმე და მუშაობს ჩამოტვირთვები
#
აქ გამართულ სამივე თამაშზე თავს ვადექი მუშებს მოედნის დახაზვისას
ერთხელ მთლად დავსველდი, მაგრამ რეპორტაჟი მაინც წავიყვანე ვისკის ბოთლით
#
2014 წელს ლიგის თემა წამოვწიე სფფ-ის გაზეთ "ჩვენს თამაშში":
(( ვდებ უფოტოებოდ ))
#
დავიწყებული ფერხულიჩვენო გაზეთო! გულდასმით წავიკითხე ნარკვევი ზელანდიური ჰაკას შესახებ. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენშიც ასრულებდა რომელიღაც გუნდი მსგავს მისალმებას. თუა შესაძლებელი, წვრილად მოგვითხროთ ამის შესახებ. მაინტერესებს ყველაფერი - ლექსი, ქორეოგრაფი და ქართული ჰაკას მოკლე ისტორიაც.
პატივისცემით რუბენ მაზმიშვილი
ჩვენო მკითხველო! იმ გუნდს "13 ქართველი" ერქვა, ხოლო რიტუალს "სარაგბო ფერხული".
ცეკვა 2005 წლის თებერვალში დადგა უმცროსმა ილია სუხიშვილმა.
ბიჭები ფერხულით ესალმებოდნენ მეტოქეებს - ჰოლანდიას, სერბეთს, რუსეთსა და საფრანგეთს. საშინაო მატჩებში ცეკვა შესრულდა სამჯერ - თავდაპირველად ეროვნულზე და ორჯერაც - ვაკეში.
ნეთში კანტი-კუნტად შემორჩენილია ფოტოები, ხოლო ვიდეოს ვერ მივაგენით. არადა, ნამდვილად არსებობს ჩანაწერები - საჭიროა მათი მოძიება, გაციფრება და იუთუბზე ატვირთვა.
თუ ვინ უნდა იკისროს ეს საშური საქმე, დღესდღეობით ძნელი სათქმელია. საკუთრივ გუნდი 2006 წლის ივნისში დაიშალა. მას აქეთ 13-კაცა ჩვენში მივიწყებას მიეცა, ლიგის აქტივი კი რაგბის კავშირში მოღვაწეობს და მეტწილად შვიდკაცას კურირებს.
სამოელი ალეს რჩევით"13 ქართველს" სამოელი რიჩი ალე ავარჯიშებდა. ეს კაცი გაეროს აქაური მისიის დაცვის შეფად მუშაობდა. ჩვენს პრესაში შემორჩენილ ცნობათა თანახმად, ლიგის პიონერებმა - ნონო ანდღულაძემ და გიო ასათიანმა სწორედ რომ მისი რჩევით დაიწყეს ფიქრი ქართულ ჰაკაზე.
ბიჭები სუხიშვილთან სანდრო ჩხენკელმა დააკავშირა. ქორეოგრაფს ჯერ კიდევ 2003 წელს შეეთავაზებინა "სამოტივაციო ცეკვის" დადგმა რაგბის კავშირისთვის, მაგრამ უარი მიეღო, რაკი "ბორჯღალოსნები" ავსტრალიაში, მსოფლიო თასზე დებიუტისთვის ემზადებოდნენ და უფულობით ფრიად გაწამაწიაში იყვნენ.
ბატონმა ილიკომ ლიგელებისთვის რამდენიმე ვარიანტი მოხაზა, ლექსი კი რატი ამაღლობელმა დაწერა. გაჩაღდა რეპეტიციები. მათზე ბიჭები მინიმუმ თითო საათს მეცადინეობდნენ თავად სუხიშვილისა და ანსამბლის ცნობილი წევრის, ჯემალ ხუნდაძის ხელმძღვანელობით.
ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!ვიდრე ვიდეო ხელმისაწვდომი გახდება, მოვიტანოთ "ფერხულის" სიტყვიერი აღწერა, რაკი "რაგბი ჩვენში აქამდეც მოყოლითაა":
რიტუალი რიტმ-დოლის (ელიბო იმერლიშვილი) თანხლებით სრულდება. 10-წამიან შესავალს მოყვება 25-წამიანი ცეკვა, რომელშიც რიგითი, არა-ხელოვნებათმცოდნე მოკვდავი 6 ნაწილს გამოარჩევს - საწყის ოთხში ბიჭები პირველ სტროფს აგუგუნებენ, ბოლო ორში კი - მეორეს.
ლიგელები თავიდანვე წრეს კრავენ და ერთმანეთს მკლავებს გადააჭდობენ. შუაგულში დგება დამწყები. იგი პირველ ნაწილში ყვირის:
"ცამეტი ქართველი მებრძოლი დღეს
გიწვევთ ბრძოლაში, ბრძოლაში გიწვევთ!"
ამ დროს სხვანი შეწყობილად ტორტმანებენ.
მეორეში მოფერხულენი დამწყებს აყვებიან ღრიალში და ფეხებს აბრახუნებენ. მესამეში იგივე მეორდება, ოღონდაც წრე ჯერ აქეთ და მერე იქეთ ტრიალებს. მეოთხეში მოცეკვავენი იჩოქებენ. მეხუთეში წრე იშლება, ბიჭები დგებიან და მეტოქისკენ ბრუნდებიან, მეექვსეში კი მისკენვე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ და მხრებს ისე ამოძრავებენ, თითქოს დამხვდურს ეჯახებიანო.
ბოლო ორ ნაწილში რაზმი ყვირის:
"ჩვენ ვდგავართ ერთად და ვამბობთ ერთს
გულები ბრძოლის წყურვილით გვიცემს",
სალამ-ქადილის ფინალი კი ასე ჟღერს:
"მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს;
ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!"
ჰაკა ჩაიზე მიპატიჟებააორეცენზენტი შენიშნავს: კრიტიკოსთა სლენგით "ხმამაღალი სიტყვა მოძრაობაში ნივთდება და ძლიერ ინდივიდებს მიზან-სწრაფვა აერთიანებთო", ხოლო ხალხურ ენაზე "ასე გავეშებულ, ძალუმად მომავალ ვაჟკაცთა დანახვაზე მეტოქენი ადგილზე ჩაისველებენო"
მეტიც, სტატიის ლიდში წერია, "აქაურ ფანობას სულ მალე კივური ჰაკას დავიწყება მოუწევს, რაღაი ქართველ ლიგელთა ფერხულთან შედარებით ეგ განთქმული რიტუალი ბაგა-ბაღის ბავშვთა იწილო-ბიწილოდ გვიჩანსო, "რაგბის მატიანის" თანახმად კი, ინგლისელ თვითმხილველს მავან საფიხვნოზე დაუპოსტავს, კავკასიური რიტუალის ფონზე ჰაკა ჩაიზე მიპატიჟებად მოგეჩვენებათო.
#
მცდარ პრიორიტეტთა გამოჩვენო გაზეთო! მადლობა მომიხსენებია "სარაგბო ფერხულის" გარჩევისთვის. შესავლიდან მივხვდი, რომ მისი შემსრულებელი "13 ქართველი" სხვა’ნაირი, ე.წ. ლიგური რაგბის მიმდევარი გუნდი იყო. ნეთში ბარემ სამ ადგილას მინახავს "ბორჯღალოსანთა" სრული სია და სტატისტიკა. არსებობს თუ არა მსგავსი წყარო რაგბი’ლიგისთვისაც?
პატივისცემით რუბენ მაზმიშვილი
ჩვენო მკითხველო! "ცოდვა გამხელილი სჯობსო" და ლიგის ნაკრების ეგეთი სია აქამდე არ არსებობდა, მაგრამ რაკი გაჩნდა მოთხოვნა, სხვა რა დაგვრჩენოდა და ციმციმ ავაგეთ, რაღაი "მკითხველის სურვილი ჩვენთვის უზენაესია"
13-კაცელთა სტატისტიკა მრავლის’მეტყველია და ქართული ლიგის სავალალო აღსასრულის მიზეზსაც ამხელს:
2005-6 წლებში ნაკრებმა 6 ტესტი გამართა - სამი შინ და სამიც გარეთ, მაგრამ როგორც "რაგბის მატიანეში" წერია, "ისე გაილია წელიწად-ნახევარი, რომ შინაური პირველობის გამართვას ვინ ჩივის, ორ ქართულ გუნდს ერთმანეთში არცკი ულიგავია"
აქედან ცხადია ამ თამაშის მიმდევარ მორაგბეთა პრიორიტეტების სიმცდარე. ჰოდა, მთელი ეს საგარეო მოძრაობა იმით დასრულდა, რომ "ერთა თასს" უსახსრობით გამოვეთიშეთ და 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიდანაც მოგვხსნეს.
სხვაფრივ, როგორც ჩვენი კოლეგა ბესიკ ჯანგავაძე ბრძანებს ხოლმე, ლიგას თუნდაც იმიტომ ეთქმის მადლობა, რომ მეკო კვირიკაშვილი დააბრუნა დიდ სპორტში.
და კიდევ: ლიგისვე წყალობით ლექსო გუგავამ ალბათ მსოფლიო მასშტაბით უნიკალური ტრიპლი შეასრულა: 2006 წლის 22-დღიან მონაკვეთში, ერთსა და იმავე მოედანზე - ვაკეში, ქვეყნის ღირსება დაიცვა 13, 15 და 7-კაცა რაგბებში!
ლუკა ნიკოლაძე
13 ქართველი * საქართველო XIIIყველა ტესტი
1 2005 29/04 როტერდამი ეთშ ჰოლანდია მ 34:14 7/3
2 2005 24/07 ეროვნული ეთშ სერბეთი მ 44:12 8/2
3 2005 23/10 მოსკოვი ეთ რუსეთი წ 14:48 3/9
4 2005 30/10 ვაკე ეთ საფრანგეთი წ 00:60 0/10
5 2006 13/05 ბელგრადი ეთშ სერბეთი მ 45:10 8/2
6 2006 26/05 ვაკე ეთშ ჰოლანდია მ 57:16 10/2
- სულ 6 (3შ 3გ) 4-2 194:160 36/28
7 2006 24/06 მოსკოვი ეთშ რუსეთი . . .
8 2006 21/10 შინ მთშ ლიბანი . . .
9 2006 04/11 გარეთ მთშ ირლანდია . . .
10 2007 20/10 შინ მთშ ირლანდია . . .
11 2007 27/10 გარეთ მთშ ლიბანი . . .
ეთ(შ) = ერთა თასი(ს შესარჩევი, მთშ = მსოფლიო თასის შესარჩევი
ქულა: ლელო 4, გოლი 2, არეკნი 1
ყველა ლიგელი (* ბორჯღალოსანიც)
კახა ალანია* 1973 _ 2 [2 კაპ]: 1^ 2^
ნონო ანდღულაძე* 1978 _ 4: 1 2[ლ] 3 4 = ლ
გიორგი ასათიანი 1974 _ 6: 1 2 3 4 5[ლ] 6[ლ] = 2ლ
თორნიკე აშვეთია 1978 _ 2: 5 6[ლ] = ლ
ვახტანგ ახვლედიანი* 1983 _ 4 [2 კაპ]: 1 3^ 4^ 5
დავით გასვიანი* 1981 _ 4: 2[ლ] 3 4 6 = ლ
რეზო გიგაური* 1984 _ 3: 3 4 6[ლ] = ლ
სანდრო გილაური 1981 _ 6: 1[ლ] 2[2ლ] 3 4 5 6 = 3ლ
ლექსო გუგავა* 1982 _ 4: 2[ლ] 3 5[2ლ] 6[ლ] = 4ლ
ოთარ ელოშვილი* 1978 _ 1: 2
მერაბ კვირიკაშვილი* 1983 _ 2: 5[3ლ 6გ ა] 6[ლ 8გ ა] = 4ლ 14გ 2ა [46 ქულა]
კახა კობახიძე* 1970 _ 5 [2 კაპ]: 1[3გ] 2[6გ] 4 5^ 6^[ლ] = ლ 9გ [22 ქულა]
გიორგი კობერიძე 1981 _ 2: 1[3ლ] 2 = 3ლ
ზვიად კობერიძე* 1981 _ 5: 2[ლ] 3 4 5 6[2ლ] = 3ლ
ზვიად მაისურაძე* 1980 _ 2: 2 3[ლ] = ლ
ირაკლი მაჩხანელი* 1981 _ 1: 1[2ლ] = 2ლ
გიორგი მჭედლიშვილი* 1986 _ 2: 3 4
ნიკა მხეიძე 1982 _ 5: 2[ლ] 3 4 5 6 = ლ
მანუჩარ ნამჩევაძე _ 2: 5 6
ირაკლი ნატრიაშვილი* 1984 _ 1: 6
გიორგი ნემსაძე* 1984 _ 2: 5[ლ] 6 = ლ
გრიგოლ ნიშნიანიძე 1983 _ 2: 1 6
დავით ჟამუტაშვილი* 1982 _ 4: 1 2 3[2ლ] 4 = 2ლ
ბიძინა სამხარაძე* 1983 _ 3: 2[ლ] 3 4 = ლ
გიორგი სორდია _ 2: 5 6
შალვა სუთიაშვილი* 1984 _ 2: 5 6[ლ] = ლ
გიორგი ტრაპაიძე 1981 _ 3: 1 3 4
ფრიდონ უდესიანი 1982 _ 4: 2 3[გ] 4 5[ლ] = ლ გ
ბესიკ ქარაბაკი 1981 _ 1: 1
თემურ ქობელაშვილი 1983 _ 1: 1
ირაკლი ღვინჯილია 1983 _ 2: 1 4
ბექა ყურაშვილი 1982 _ 4: 3 4 5 6[ლ] = ლ
როინ ჩიკვაიძე* 1981 _ 1: 5
მამუკა ცხადაძე 1981 _ 2: 3 4
ლუკა ხაჩირაშვილი* 1983 _ 1: 1
გიორგი ხოსიტაშვილი* 1983 _ 3: 1[ლ] 2 5 = ლ
ედიშერ ჯამრულიძე 1983 _ 2: 1 2
! სულ 37 ლიგელი (21 ბორჯღალოსანი)
კეპი6 ასათიანი გილაური
5 კობახიძე ზ.კობერიძე მხეიძე
4 ანდღულაძე ახვლედიანი გასვიანი გუგავა ჟამუტაშვილი უდესიანი ყურაშვილი
ლელო4 გუგავა კვირიკაშვილი
3 გილაური გ.კობერიძე ზ.კობერიძე
2 ასათიანი მაჩხანელი ჟამუტაშვილი
სამი კაპიტანიალანია ახვლედიანი კობახიძე
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 21 Jun 2017, 19:22