ზედიზედ მერვედაც! ლიგური მწვერვალი - ავსტრალიის "სთეით ოვ ორიჯინ" სერია ზედიზედ მერვედ
მოიგო ქვინზლენდის "მორუნზმა, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა >>>
http://Qaflan.netai.net/2013მსოფლიოს თასი >>>
http://www.rlwc2013.com/fixturesშტატთა-შორისი ოდინდელი ჯახი 1980-იან წლებში იმად გადავიდა წარმომავლობის პრინციპზე, რომ "ახალი სამხრეთი უელსი" (სიდნეი) ზედიზედ უგებდა ქვინზლენდს (ბრისბენ. სიახლემ გაამართლა; შოუც იზარდა; შეჯიბრი კარგა ხანს სასწაულად თანაბარი იყო, მაგრამ მოვიდა შინდისფრების უნიჭიერესი თაობა (ბილი სლეითერ, გრეგ ინგლის, ჯონათან სერსთონ, ქემერონ სმით ...) და მორუნზი გაპარპაშდა.
ლურჯებისთვის რამე რომ ეშველათ, მახვშებმა გადააკეთეს კალენდარი და დაადგინეს, 2013 წელს სამიდან ორი ჯახი სიდნეიში გაიმართოსო. ბლუზმა გურუც შეცვალა - რიქი სთიუართის ნაცვლად ლორი დეილი დანიშნა, ორივენი კი, მორუნზის მოძღვარ მალ მენინგასთან ერთად, მეოთხედი საუკუნის წინ მხარდამხარ ლიგაობდნენ კანბერაში.
სთრიქერის გადამკიდებლუზმა პირველი რკენა შინ მოიგო, მაგრამ მეორეში სტუმრად მოისრა. მესამეში მორუნზი თავიდანვე დაწინაურდა და თუმც ბლუზი ბევრს ეცადა, გაუვალ დაცვას ვერაფერი დააკლო. საწყის ორ თამაშში რაგბეთმა ბურთაობის გარდა კრივიც იხილა; მეორე პარლამენტის გაჭიანურებული სხდომისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლის გამო გვიან დაიწყო, მესამე კი ხოტორა, ჩასუქებულმა, მამრმა სთრიქერმა უდროოდ შეაფერხა.
პირველ თამაშში ჯარედ ჰეინმა მალევე შეიტანა ლელო და მაიქლ ჯენინგსმაც ბითუმად გააბითურა მბოჭავები. მორუნზმა ფორვარდებში ორი კაცი დააწინაურა მეორე ჯახისთვის, სემ თაიდეიმ უმალ იძალა, სერსთონმა კი მომსხეპი პასით ახეირა დარიუს ბოიდი. საათის თავზე მეტოქენი 11-11 კაცის ამარა დარჩნენ და ინგლისმა აბრაგანი იხელთა.
მესამე რკენაში სერსთონმა მონუსხა დაცვა - ახლოდან, კართან გაუსხლტა, გარდასახვას კი ჯარიმაც მიაყოლა. მერე ბლუზმა დიდ ხანს უტია, მაგრამ ბურთიც ბევრჯერ დაკარგა. მესამე მეოთხედიც ომში გაილია და ქუპერ ქრონქმა ახლოდან დაგეზა ჯასთინ ჰოჯისი. ბლუზი გახელდა და თრენთ მერინმა გააბითურა ქორი პარქერი, მაგრამ ბოლოს ისევ მორუნზმა შეუტია და სთრიქერის გადამკიდე, ლელო გაუუქმდა.
"სთეით ოვ ორიჯინ" 2013 ქვინზლენდი 2-1 ახალი სამხრეთი უელსიქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
@ ტასმანის ვიდეო თორენთი
სტატისტიკა: ბ ბოჭვა, შ შეტევა, მ მეტრი
<1>
ბლუზ 14:6 მორუნზ2ლ: ჯ.ჰეინ ჯენინგს; 3გ: მოლონი -
ლ: ბოიდ; გ: ქ.სმით
რეფ შ.ჰეინ ქლეინ * 5/06 სიდნეი, ეი ენ ზედ (80 380)
6:0(7) 8:0(19ჯ) 14:0(38) @
https://acrossthetasman.com/attachment.php?...28&d=137043435614:6(63) @
https://acrossthetasman.com/attachment.php?...30&d=1370440203ბ სმით (მრ) 48, შ გალენ (ბლ) 20, მ სლეითერ (მრ) 212
<2>
მორუნზ 26:6 ბლუზ4ლ: თაიდეი ბოიდ (2 3) ინგლის; 5გ: სერსთონ / სბ: თეით ჰოჯის -
ლ: ბ.მორის; გ: მოლონი / სბ: მერინ ბერდ
რეფ შ.ჰეინ ქლეინ * 26/06 ბრისბენ, სანქორპ (51 690)
6:0(4) 8:0(10ჯ) 14:0(19) @
https://acrossthetasman.com/attachment.php?...52&d=137224719418:0(48) 4სბ(54) 24:0(57) 24:6(71) 26:6(80+ჯ) @
https://acrossthetasman.com/attachment.php?...53&d=1372251869ბ სმით (მრ) 43, შ პარქერ (მრ) 19, მ მ.სქოთ (მრ) 170
<3>
ბლუზ 10:12 მორუნზ2ლ: მაკ’მანუს მერინ; გ: მოლონი -
2ლ: სერსთონ ჰოჯის; 2გ: სერსთონ
რეფ შ.ჰეინ ქამინს * 17/07 სიდნეი, ეი ენ ზედ (83 813)
0:6(11) 0:8(14ჯ) 4:8(26) @
https://acrossthetasman.com/attachment.php?...03&d=13740619864:12(61) 10:12(72) @
https://acrossthetasman.com/attachment.php?...04&d=1374067053ბ სმით (მრ) 44, შ დუგან (ბლ) 18, მ დუგან 171
სულორიჯინის ხანაში (1980-2013) 99: 53-44*2 (სერია 18-12*2)
დასაბამიდან (1908-2013) 320: 107-203*10 (სერია 29-61*8)