მეკომ აგერ უკვე ზედიზედ მეორე თამაში ჩააგდო (ბელგიასთან შედარებით უკეთ კი ითამაშა, მაგრამ რა შეღავითი).
რამდენიმე პოზიციასთან დაკავშირებით თითქმის საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და ჩემს აზრს გაგიზიარებთ:
4-5 დღესდღეობით დათუნაშვილს და ნემსაძეს ვარჩევდი. ბინგო არ მომეწონა, ბოლომდე არც მიქაუტაძე;
2 - ცხადია ნატრიაშვილი და ბრეგვაძე;
6 - სუთიაშვილი, ვიტო მარქაფაში
9 - ისევ აბუ, შეცვლაზე ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ვინც გვყავს (ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ ვიტყოდი

);
10 - ხმალაძე ჯობია, მეკო ვერაა ფორმაში;
11-14 - თოდუა და ვინმე სხვა, მაჩხო მოგვიბერდა, შუამარბად ათამაშებდა კაცი, მაგრამ ისედაც ბლომად გვყავს ხალხი;
12-13 - გუშინდელ პოლემიკას ვეხმაურები და შარიქაძე-ზიბზიბაძეს (მხოლოდ დღევანდელი ბოლო ლელო რად ღირს) ვარჩევ, კაჭი რაღაც არ მომწონს ეს ბოლო თამაშები (3-4 წლის წინ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მორაგბე იყო).
15 - დროა ბექა ურჯუკაშვილი გამოიცადოს, თუნდაც პირდაპირ რუსეთთან. თუ არადა წიკლაურ-ყიასაშვილის დუეტს, მეკო მირჩევნია.
პ.ს - თედომ რა კაცია დღესაც დაამტკიცა და დარწმუნებული ვარ მისტერ ჰეიგს აფიქრებინა, ნუთუ აქამდე ბრმა ვიყავიო.
This post has been edited by solo-solo on 9 Feb 2013, 21:03