იღბლიანი გარდატეხა ბოლო მეოთხედის შუაში ფორტუნამ რომ გაუღიმათ, ბორჯღალოსნებმა თამაში გარდატეხეს და გემრიელად ძლიეს გაქნილი პორტუგალია >>>
http://Qaflan.netai.net/2013მე-14 "ერთა თასი" იმითაა გამორჩეული, რომ ექვსეულში სუსტი აღარავინაა. ბელგიამ სტარტზე გვანერვიულა და ახლაც კინაღამ ძლია ესპანეთი, პორტუგალიამ კი ბევრ რამეში გვაჯობა. და მაინც, კრიტიკულ მომენტში, ბებერმა ყოჩებმა თქვეს სათქმელი.
ფრანგი მსაჯები ავდრის გამო ეგრეც ვერ ჩამოფრინდნენ. მეტოქემ თანა-მსაჯიც კი აღარ გამოყო, რითაც ნამუსზე შეგვაგდო. ჩვენს სამეულსაც რა დარჩენოდა - კავკასიური სიალალით შეასრულა საშარო მისია, რომლის ანალოგიურიც დასავლეთ იბერიაში თუკი დაეკისრება ვისმე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სტუმარს არ გაახარებს.
რასაც გურუ გვიქადაგებსდავიწყეთ სასწაულად: მეორე ეპიზოდშივე გავშალეთ თამაში, ორ წუთზე მეტი მწყობრად ვიბურთავეთ, ვცვალეთ გეზი, დავაზვინეთ ჩარბენები და ოფლოუდები, ვჭერით ხაზი და ლაშა ხმალაძე ახლოდან შეხტა ღიობში 7:0
სწორედ ამას გვიქადაგებს გურუ ჰეიგი, მაგრამ ასეთი რაგბი, ეტყობა, ან ერთობ უცხოა ჩვენთვის, და ანაც წრთობა ვერ გვყოფნის ტემპის გასაძლებად. ჰოდა, მაქედან მოყოლებული, სრულ საათზე მეტი, "უშ ლობუშ" უკეთ თამაშობდა და კინაღამ წინაც გავიდა.
უმალ წამოვშალეთმეტოქეს ძაან უჭირდა შერკინებაში - სულ უკან ვახევინებდით. სამაგიეროდ, ლუზიტანი ფორვარდები უფრო მარდად მოძრაობდნენ და ხისტად გვბოჭავდნენ, ღერძმა კი (ლეალ, მარი) შეგორებებითა და გადმოკიდებებით აგვიკლო.
ფეხით დარტყმული იმათ რამდენჯერმე კინაღამ აიღეს, ორ-ორგზის კი ბურთიანად კიდეზე გადაგვდენეს (ხმალაძე კვირიკაშვილი) ან ოვალი ჩვენს ლელოში დაგვამიწებინეს (ზიბზიბაძე მაჩხანელი) ბედად, შერკინებამ უმალ წამოშალა სტუმრები და ჯარიმებიც გამოიმუშავა.
მოკლეზე ჩამოუგდოშესვენებამდე ლეალმა ააცილა ერთი და კვირიკაშვილმა ორი. მესამე მეოთხედში უარესიც მოხდა - ბურჯ (!) ზირაქაშვილს მოუწია წინ მოუფიქრებლად ასული უკანა ბექის შეცდომის გამოსწორებამ. ამასობაში ლობუში მეტად გახალისდა და ერთ ქულამდე შეგვიმცირა ანგარიში, რომელიც 54 წუთი იყო, შეჰყინვოდა ტაბლოს.
გახურდა შეცვლებიც. ლეალმა 67’ წუთზე (10:9) 43 მეტრიდან ძელს გაარტყა. ამან გამოგვაფხიზლა. გახელდა გორგოძე და ჩვენივე ნახევრიდან შეუტია, ჯარიმის იმათ 22-ში გადატანის შემდეგ კი ძალუმად ავაგორეთ მოლი. ჰოდა, ზედ ხაზზე, მამუკამ მოკლე ფრთაზე ჩამოუგდო ოვალი ზიბზიბაძეს 15:9
ღონით დაჯაბნესმერე გაიცვალა ჯარიმები და ექვსით ჩამორჩენილი პორტუგალია საკუთარი ნახევრიდან შვიდკაცაობაზე გადავიდა. მეტოქე ცენტრს ვეღარ გადმოცდა, ბოლო შეტევაში კი ბიწაძემ ფრთაზე რომ მიუშვა ზიბზიბაძე, თედომ ზედიზედ გააბითურა ფორუ, ლეალ’ი და ბარდი.
მეორე რაუნდში პრემია ვერავინ აიღო. რუმინეთი შესვენებამდე ხელდახელ ებურთავა რუსეთს და ჩამორჩა, მაგრამ მეორეში ღონით დაჯაბნა და პასის ჩაჭრით 15 ქულითაც იმარჯვა.
ბელგია ლაფში კარგა ხანს უგებდა ესპანეთს, მაგრამ მერე აგებდა. ბოლოს ალენ ვილიამსმა გაათანაბრა ანგარიში, 30 მეტრიდან კარს ააცილა ჯარიმა, კიდეზე გაქანებული "შავი ეშმაკიც" ზედ ალამთან გააჩერეს ლომებმა და მსაჯმაც ბოლოჯერ ჩაჰბერა.
ერთა თასი 2013მეორე რაუნდი
საქართველო 25:12 პორტუგალიასაქ: ხმალაძე (ყიასაშვილი 80+2) მჭედლიძე (კაჭარავა 63) ზიბზიბაძე შარიქაძე მაჩხანელი^კაპ <10-9> კვირიკაშვილი ბეგაძე / ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 57) მამუკაშვილი (ბელქანია 57) ზირაქაშვილი (მირცხულავა 63) ჩხაიძე (ვ.მაისურაძე 48) მიქაუტაძე (ბიწაძე 63) სუთიაშვილი გორგოძე ბასილაია - 3ლ: ხმალაძე ზიბზიბაძე (2 3) 2გ 2ჯ: კვირიკაშვილი
პორ: პენია-ი-კოშტა ეშტევეშ ოლივეირა მარი ფორუ <10-9> ლეალ მეგელიანშ (ლიმა 71) / ალვეშ (სეგურადუ 48) კოღეია^კაპ მურე (მერტინშ 48) დუშ-რეიშ (ჟირაუ 63) გ.უვე; ვ.უვე (ბალანგი 71) ბარდი სევერინუ - 4ჯ: ლეალ
რეფ ამირხანაშვილი; კიდ: ნარიმანიძე / რობიტაშვილი (საქ)
შაბ 9/02 თბილისი, ვაკე (10 ათასი)
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.POR.09.02.2013.mp47:0(4) 7:3(8) ნახ(40+6) /
7:6(56) 10:6(62) 10:9(64) 15:9(70) 15:12(76) 18:12(79) 25:12(80+4)
რუმინეთი 29:14 რუსეთი2ლ: დასკელუ ვლაიკუ; 2გ 5ჯ: ვლაიკუ / სბ: კარპო -
ლ: გერასიმოვ; 3ჯ: კლიუჩნიკოვ / სბ: გარბუზოვ
რეფ პირს (ინგ) @ ბუქარესტი, არკულ (2 500)
3:0(7) 3:3(13) 3:8(15) 6:8(38) 6:11(40) /
9:11(44) სბ(46რმ) 9:14(49) 16:14(58) 19:14(71) 22:14(75სბ) 29:14(80)
ბელგია 21:21 ესპანეთი2ლ: ტ.დე-მოლდერ პირონ; გ 3ჯ: ვილიამს -
2ლ: ტუდელა ჯ.ქართერ; გ 3ჯ: კარიონ
რეფ პომარედ (სფრ) @ ბრიუსელი, რუა ბოდუენ
3:0(1) 3:5(4) 6:5(7) 13:5(23) 13:8(38) /
18:8(50) 18:11(57) 18:14(64) 18:21(71) 21:21(75)
ერთა თასი 20132/02 რუსეთი 13:9 ესპანეთი$
ბელგია$ 13:17 საქართველო
პორტუგალია$ 13:19 რუმინეთი
9/02 საქართველო 25:12 პორტუგალია
რუმინეთი 29:14 რუსეთი
ბელგია 21:21 ესპანეთი
2 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $
რუმინეთი 8 +21 3/2 48:27 2-0 0
საქართველო 8 +17 5/1 42:25 2-0 0რუსეთი 4 -11 2/2 27:38 1-1 0
ბელგია 3 -4 3/4 34:38 0-1*1 1
ესპანეთი 3 -4 2/3 30:34 0-1*1 1
პორტუგალია 1 -19 1/4 25:44 0-2 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა,
1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
fira-aer-rugby.com >>
http://www.fira-aer-rugby.com/group-125.htm23/02 (სოჭი) რუსეთი 15.00 საქართველო
(ხიხონ) ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია 19.00 ბელგია
9/03 (სად?) საქართველო - ესპანეთი
ბელგია - რუმინეთი
(კუიმბრა) პორტუგალია - რუსეთი
16/03 (კლუჟ) რუმინეთი - საქართველო
(სოჭი) რუსეთი 15.00 ბელგია
(კომპოსტელა) ესპანეთი - პორტუგალია
25 წლის [1989-2013] მონაგარისრულად (2012 ბოლოს) >>
http://qaflan.netai.net/GANZI/KA_Borjhalosnebi.htm149 თამაში [54 შინ, 62 გარეთ, 33 ნეიტრ]
89 მოგება - 55 წაგება * 5 ფრე
ქულა 3407:2779 [+628]
ლელო 414/289 [+125]
>> პორტუგალიასთან [1997-2013]
17თ [8შ 9გ] 11-4*2 ქ 386:241, ლ 47/16
>> 14 ერთა თასზე [2000-2013]
67თ [33შ 31გ 3ნ] 52-12*3
ქ 2018:884 [+1134] ლ 270/72 [+198]
>> სულ 217 ბორჯღალოსანი
85 ბექი, 123 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 202, ხოლო ფორვარდებმა 212 ლელო
>> 24 კაპიტანი [* პირველი]
38 აბუსერიძე
37 ზედგინიძე
12 მჭედლიშვილი ცაბაძე
11 ობოლაძე
7 ძაგნიძე
5 ლაბაძე
3 ლიპარტელიანი* ჯიმშელაძე უდესიანი ზიბზიბაძე
2 კაცაძე ბოლღაშვილი
1 ხვედელიძე ფხაკაძე რაფავა ნადირაძე ხამაშურიძე დიდებულიძე შველიძე ზირაქაშვილი კაჭარავა ჩხაიძე მაჩხანელი
>> ლელო
22 ირაკლი მაჩხანელი, მამუკა გორგოძე [2 საჯ]
18 მალხაზ ურჯუკაშვილი
17 თედო ზიბზიბაძე
15 ილია ზედგინიძე [2 საჯ] ბესიკ ხამაშურიძე
14 ბესო უდესიანი [5 საჯ]
13 დავით კაჭარავა
12 გია ლაბაძე
11 აქვსენტ გიორგაძე
10 არჩილ ქავთარაშვილი, ლევან ცაბაძე
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 11 Feb 2013, 17:40