გაღმერთებული და უჩინარი შაბათს ევროპაში ერთბაშად დაიწყება და ეგრევე, სინქრონულად წარიმართება ორი სანაკრებო შეჯიბრი: გაღმერთებული "ექვსი ერი" და წლიდან წლამდე უჩინარი "ერთა თასი" >>>
http://Qaflan.netai.net/2013
განუკითხავად ვპარპაშებთ"ერთა თასი" ჩვენი მთავარი ასპარეზია. ამჟამინდელი ფორმით შეჯიბრი 2000 წლიდან არსებობს. ჯგუფი შვიდია. საქართველო მარაქაში თავიდანვე უმაღლეს დონეზე გაერია და მოწინავე სამეულს მიღმა არასოდეს დარჩენილა.
მეტიც, შარშან ბორჯღალოსნებმა პირვანდელი ლიდერი, რუმინეთი ჩამოიტოვეს ყველანაირი ტიტულებით, მოპოვებულ ქულათა წილი (81.5%) და ფარდობა-სხვაობანი 1976:859 [+1117] კი იმის დასტურია, რომ ჩვენს დონეზე განუკითხავად ვპარპაშებთ იმის და მიუხედავად, რომ შორებელ ტოლებთან (იაპონია ფიჯი) ჯერ ვერ ვიმარჯვებთ.
ქართველთა ზეობა მავანთ რომ სწყინთ, "ერთა თასი" მაგიტომაც სუფევს ჩრდილში. მე-14 სეზონი იწყება და ვერაფრით შეიქმნა შპს, ვერ მოინახა სპონსორი და ვერც ტელე-პატრონი. შეინიშნება რეგრესიც: ტელევიზიით საწყისი რაუნდის სამი მატჩიდან ერთიღა გადაიცემა.
არადა, წლევანდელი და საგაისო ერთა თასები თან 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული შესარჩევებია!
საომარი იყო ლელო"ერთა თასიდან" ყოველ ორ წელში ვარდება მაჩანჩალა, მის ნაცვლად კი მეორე ჯგუფის ფალავანი შემოდის. ამჟამად იგია ბელგიის "შავი ეშმაკები" (სვარტე დუიფელს, ლე დიაბლ ნუაღ, ბლექ დევილზ)
ბელგია მიწა-წყლით საქართველოზე ორჯერ მცირეა, მაგრამ მოსახლეობით სამგზის აღგვემატება. აღარას ვამბობთ ერთ სულზე გადაანგარიშებულ დოვლათზე, რომლის ფარდობაც 12-ის ფარგალშია!
ბელგიაში ორი ერი სახლობს: ხუთი მცხოვრებიდან სამი ფლამანდიელ-ჰოლანდიელია და ორი ფრანგ-ვალონი. ქვეყანა ჰოლანდიას 1831 წელს, რევოლუციით გამოეყო და მანამდეცა და მერეც "საომარი იყო ლელო" (ვატერლო, იპრ ...)
ძველი აფროსანირაგბი ბელგიაში ბრიტებმა შეიტანეს - 1919 წელს ანტვერპენში შექმნეს კლუბი, 1925 წელს კი ბრიუსელშიც. ფედერაცია 1931 წელს დაარსდა. პირველობა თამაშდება 1937, ხოლო თასი 1968 წლიდან. ნაკრები 1932 წელსვე ერაგბა ჰოლანდიას, 1934 წელს კი ბელგია, საფრანგეთის მეთაურობით, ფირა-ს დაფუძნებაშიც მონაწილეობდა.
ბელგია ირბ-მა წევრად 1988 წელს მიიღო. ეშმაკებმა მას აქეთ ყველა მსოფლიო თასის შესარჩევში ირაგბეს, მაგრამ მიზნამდე ყოველ ჯერზე ბევრი დააკლდათ. შაბათის რკენა ჩვენი და მათი პირველი ტესტია, მაგრამ შევხვედრილვართ შვიდკაცაზე და ჭაბუკთა პირველობებზეც.
ბელგიის ღირსება დაუცავს ქუთაისელ დათო ნემსაძეს, ვინც გიას ძმაა. ყველა დროის საუკეთესო მექულეა ალან ვილიამს’ი (451, ყველაზე ცნობილი ბელგიელი მორაგბე კია ძველი აფროსანი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი, 70 წლის ჟაკ როხე.
პორტუგალიასაც უსწრებენბოლო მონაცემებით, ბელგიას 58 კლუბი და 14,266 მორაგბე ჰყავს. ჩემპიონატი სამ ჯგუფად იმართება. ელიტაში რვა კლუბია. წელს ლიდერობს ბრიუსელის "ბუატფორ’ი. ეს კლუბი 1970 წელსღა დაარსდა, მაგრამ 16-გზის ჩემპიონი კია და თასიც 13-ჯერ აუღია.
ნაკრებს რიჩარდ მაკქლინთოქ’ი წურთნის. ბოლო რაზმის ნახევარი საფრანგეთის ქვემო დივიზიონებში მოღვაწეობს. ბელგიამ წინა სეზონში (2011/12) მეორე ჯგუფში ხუთივე მეტოქე ძლია - ჩეხეთი 55:0 (შ, ჰოლანდია 58:3 (შ, მოლდოვა 17:16 (გ, გერმანია 30:29 (გ, პოლონეთი 20:13 (შ) და ამას ორი წლის ჯამში 9 ქულით გაუსწრო.
დეკემბერში, დუბაის "ერთა თასზე" (ნათლიათა ფანტაზია ამ ორი ცნების იქეთ ვერ მიდის!) ბელგიამ საამიროები 94:3 მოსრა, აფრიკის ჯილა ზიმბაბვე 28:11 ძლია და აზიის მეორე გუნდსაც, ჰონკონგს 24:12 მოუგო. ჰოდა, ირბ-ის ბოლო რეიტინგში 21-ე ადგილზეა და თვით პორტუგალიასაც კი უსწრებს 80 წერტით.
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 31 Jan 2013, 20:23