ჭაპან-წყვეტის ფასადღა მორიგი "ერთა თასისა" და მსოფლიოს შესარჩევი ციკლის სტარტზე ბორჯღალოსნები ქარაფშუტულ - ძველ’ბიჭურად მოეკიდნენ ახალბედა ბელგიასთან რკენას და იღბლად, ჭაპან’წყვეტის ფასადღა იმარჯვეს >>>
http://Qaflan.netai.net/2013საფრანგეთში ვემზადეთ, გზაში შევფერხდით, მოედანი დამზრალ’იყო, ცივი ქარი ქროდა, ბელგია ვირ’ეშმაკობდა, ჩვენ კი თამაშის იშტაზე ვერ ვიყავით და კივური სტილიც ჯერ მთლად ვერ გავითავისეთ ...
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მეორე წუთზე უმსგავსო ჩხუბი რომ არ უნდა ატეხო და ფრეზე, მითუმეტეს 0:0-ზე, ჯარიმები კარში დაარტყა, მაგას რა ფილოსოფია ჭირდება?
რომელი ტიტანები ჩვენა ვართ, გინდაც ბელგიასთან შედარებით? და რაგბსაც ისეთი აქსიომები აქვს, რომ თვით მაკქოუ ქართერს კარში აკვრევინებს, რათა "ოლ ბლექსი" თავიდანვე დაწინაურდეს.
გემოვნება ემურდლებათგინდაც ბელგია საჩხუბრად ყოფილიყო მომართული, რად უნდა გამართო ტფილის-ქალაქური კრივი შუა ბრიუსელში?
რაგბს ჩვენთან ქომაგი მოუმრავლდა და მაგით ახლებს გემოვნება ემურდლებათ, ერთა თასზე კი ზეპურ დონესავით ტრიბუნალი რომ იყოს, ნახევარი ჩვენი შერკინება დისკვალიფიკაციას მიიღებდა შეჯიბრის ბოლომდე.
გიორგი "ბინგო" ჩხაიძე უერთგულესი და თავ’დადებული ვეტერანია, მაგრამ კაპიტნობა მისი საქმე არაა, რაკი 60 ტესტში ხუთი (!) სინბინი აქვს მოგროვილი. ეგ მონაცემები სისტემატურად იდება კავშირის საითზეც, მაგრამ ვინაა ჭურში მჯდომ "მელიტონ" ჰეიგამდე მიმტანი?
მსაჯები დაიბნენთუ მცდარ სტრატეგიულ კურსს არად ჩავაგდებთ, საწყის მეოთხედს არა უშავდა რა: ბექებიც კი ცდილობდნენ პასაობას და წატყაპუნებას, მაგრამ სამჯერ უარი ვთქვით სამ ქულაზე და შეგვრჩა 0:0
კრივში კოლელიშვილმა გალახა ბექი ანდრე და გორგოძემ მარჯვენა ბურჯი ჟადო, მაგრამ მსაჯები დაიბნენ და წითლით მაინცდამაინც
3 ნომრები გააძევეს, რითაც ბოლომდე დააკოჭლეს შერკინება და კომისარსაც გაურთულეს საქმე.
ბურჯთა გამოკლების გამო მეათე წუთზე დაასრულეს მატჩი მორელმა და ჩვენმა საუკეთესო მობურთალმა ბასილაიამ, მეომრები კი მოედანზე დარჩნენ და ვიტომ მერე სინბინიც მოიხილა.
უსასრულო შეცვლებითშუა ტაიმში იმათ მარჯვნივ უეცრად გაგვჭირეს ხაზი და სამი სოლოთი დაგვალელოვეს. 3:7-ზე კვირიკაშვილმა იმათ ლელოს გადააცილა გადაკიდება და ჩვენს 22-მდე რომ დაგვხიეს, იქედან 7 წუთი ვეღარ გამოვედით.
ბელგიას მეორე ლელო წინ პასის გამო გაუუქმდა. მოგვეშალა შერკინება, იმათ კი კარში აღარც დაარტყეს და წითელ ზოლში მოლებით მოგვაწვნენ, მაგრამ გავუძელით, ტაიმთა შესაყარზე კი ორი ჯარიმაც გავუშვით 3:13
მეორე ნახევარში ბელგიამ უსასრულო შეცვლებით დაანაწევრა თამაში, მაგრამ მესამე და მეოთხე მეოთხედების შუაში მაინც გავტეხეთ.
პანიკაგორგოძემ მეოთხე ატაცებით შეიტანა ლელო 10:13. ეშმაკებს კვაჭი გაუსინბინეს ურჯუკობისთვის. უმალ მოვინდომეთ დაწინაურება და
5-მეტრა შერკინებაში ადრე ჩასვლის გამო ჩამოგვერთვა ბურთი, იმათი კონტრ-შეტევის დროს კი თოდუამ გადაგვარჩინა.
ბელგიამ ჩვენს ზურგში ფეხით გადმოიტანა თამაში, მაგრამ გვისხნა ბეგაძემ. 69’ წუთზე კარგად ავბურთავდით და გორგოძემ კიდეზე გააქცუნა სუთიაშვილი, მაგრამ ალამთან გადადენეს.
მეტოქე კუთხიდან მაინც ვერ დაგვიძვრა და ჩილაჩავამ მიძალების გეზით ცვლით დაალელოვა, მერე კი დაიწყო პანიკა, როცა ჩვენი 15 და 10 ნომრები ბურთს ძლივს იგერიებდნენ და ანაც ხელიდან აგდებდნენ.
მართლ’მადიდებელთა ზეიმისასწრაფოდ შევიყვანეთ ხმალაძე. ამან, გორგოძემ, წიკლაურმა და თოდუამ ისე ეშხიანად წაიპასევეს, რომ კაჭარავას ლელომდე ცოტა დააკლდა. ამას მოყვა ჯარიმათა და 5-მეტრა შერკინებათა წყება, მაგრამ მონაგარს ვეღარაფერი შევმატეთ და მერე ადგილზე ვსუფევთ.
ლიდერი რუმინეთია, ვინც პორტუგალიაში ერთობ უღიმღამო ომი სულ ბოლოსღა მოიგო. სოჭში, ცარიელ სტადიონზე, ესპანეთმა ორი არეკნი შეაგდო, მაგრამ რუსეთმა მაინც უპასუხა ორი ჯარიმით.
დარდიმანდ ბრიტ კომისრებს ამ თამაშთა ოქმები აქამდეც არ უმეილიათ ფირას ლუქსემბურგელი ადმინისთვის.
სხვაფრივ, სანუგეშო ქულა სამივე წაგებულმა აიღო და პრემია მოგებულთაგან ვერავინ, მართლ’მადიდებელმა სამეულმა (საქ რუმ რუს) კი სამგანვე ძლია კათოლიკური ტრიო (ბელ პორ ესპ)
ერთა თასი 2013პირველი რაუნდი
საქართველო 17:13 ბელგია$საქ: წიკლაური მჭედლიძე კაჭარავა შარიქაძე თოდუა <10-9> კვირიკაშვილი (ხმალაძე 80) ბეგაძე ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 61) მამუკაშვილი (ბელქანია 61) ქუბრიაშვილი წბ 5; ჩხაიძე^კაპ მიქაუტაძე (სუთიაშვილი 61) კოლელიშვილი სბ 40, გორგოძე ბასილაია (ჩილაჩავა 10) - 2ლ: გორგოძე ჩილაჩავა; 2გ ჯ: კვირიკაშვილი
ბელ: ვილიამს ფან-ტრაპენ ბრებან პირონ (დამს 73) ანდრე <10-9> ფიერო ბერჟე (ხუნს 70) / მასიმი (ოლივ 45) ვენდე სბ 52 (კუფოლო 79) ჟადო წბ 5; ფერსხელდენ ნანა (ფურნო 65) ნილ^კაპ (ფურნო 48-49, კუფოლო 56-64, მ.დე-მოლდერ 65) მორელი (მირიალაკის 10) ტ.დე-მოლდერ (ბილი 77) - ლ: მირიალაკის; გ 2ჯ: ვილიამს
რეფ ლიპერინი (იტა) შაბ 2/02 @ ბრიუსელი, რუა ბოდუენ (4 ათასი)
წბ-წბ(5) 0:7(25) 3:7(28) 3:10(40სბ) ნახ(40+2) /
3:13(44) 10:13(50) სბ(52ბ) 17:13(72) ბოლო(80+8)
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/BEL.vs.GEO.02.02.2013.mp4რუსეთი 13:9 ესპანეთი$ლ: ბაბაევ; გ 2ჯ: კლიუჩნიკოვ - ჯ: კარიონ: 2ა: სემპერე
რეფ ვილქინსონ (ირლ) @ სოჭი, მეტრეველი (ასი?)
7:0 7:3 / 7:6(ა) 7:9(ა) 10:9 13:9
პორტუგალია$ 13:19 რუმინეთილ: ბარდი; გ 2ჯ: ლეალ - ლ: კაპაცინა; გ 4ჯ: ვლაიკუ / სბ: ლაზარ
რეფ ჰენესი (უელ) @ ლისაბონი, უნივერსიტეტი (ათასი)
0:3(21) 3:3(24) 3:6(30) 3:9(35) /
3:12(52) 10:12(66) 13:12(72) 13:19(79) სბ(80+3რ) ბოლო(80+6)
ერთა თასი 20132/02 რუსეთი 13:9 ესპანეთი$
ბელგია$ 13:17 საქართველო
პორტუგალია$ 13:19 რუმინეთი
1 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $რუმინეთი 4 +6 1/1 19:13 1-0 0
საქართველო 4 +4 2/1 17:13 1-0 0
რუსეთი 4 +4 1/0 13:9 1-0 0
ბელგია 1 -4 1/2 13:17 0-1 1
ესპანეთი 1 -4 0/1 9:13 0-1 1
პორტუგალია 1 -6 1/1 13:19 0-1 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
9/02 საქართველო 15.00 პორტუგალია
რუმინეთი - რუსეთი
ბელგია 18.00 ესპანეთი
23/02 რუსეთი 15.00 საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია 19.00 ბელგია
9/03 საქართველო - ესპანეთი
ბელგია - რუმინეთი
პორტუგალია - რუსეთი
16/03 რუმინეთი - საქართველო
რუსეთი 15.00 ბელგია
ესპანეთი - პორტუგალია
25 წლის (1989-2013) მონაგარი148 თამაში (53 შინ, 62 გარეთ, 33 ნეიტრ)
88 მოგება - 55 წაგება * 5 ფრე
ქულა 3382:2767 (+615)
ლელო 411/289 (+122)
>> სულ 217 ბორჯღალოსანი
85 ბექი (#217 თამაზ მჭედლიძე) 123 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 199, ხოლო ფორვარდებმა 212 ლელო
>> 23 კაპიტანი (* პირველი)
38 აბუსერიძე
37 ზედგინიძე
12 მჭედლიშვილი ცაბაძე
11 ობოლაძე
7 ძაგნიძე
5 ლაბაძე
3 ლიპარტელიანი* ჯიმშელაძე უდესიანი ზიბზიბაძე
2 კაცაძე ბოლღაშვილი
1 ხვედელიძე ფხაკაძე რაფავა ნადირაძე ხამაშურიძე დიდებულიძე შველიძე ზირაქაშვილი კაჭარავა ჩხაიძე
@