ზედიზედ მეთორმეტედ ზე რაგბის (ზე 15) "მესამედ-ფინალი" ქრუსეიდერზმა ულაპარაკოდ მოიგო და ბრამბიზმა იღბლად,
კივი ლიგელი ბენჯი მარშალი კი გაისად ალბათ ბლუზში ირაგბებს >>>
http://Qaflan.netai.net/2013სამხრეთული შეჯიბრის ზე-ორიგინალური ფორმულით, გუნდი უცხოური ხუთეულებიდან თითოს არ ხვდება. დამთხვევა იყო და მესამედ-ფინალის ორივე წყვილი წლეულს პირველად ახლაღა შეიყარა.
ჰოდა, ზე რაგბის 7-გზის ჯილა ქრუსეიდერზმა შარშანწინდელი ფინალის წაგებისთვის სამაგიერო გადაუხადა რედსს და მოწინავე ოთხეულში ზედიზედ მეთორმეტედ (!) შევიდა, პლეი-ოფში 2004 წლის აქეთ უთამაშებელმა ბრამბიზმა კი ძლივს გააგდო ჩიტაზი, ვინც პოსტ-სეზონში მეცხრე ცდითღა მოხვდა.
არა-სპეციალისტირედსის გურუ იუენ მაკ’ქენზი ავსტრალიის "ვოლაბთა" მოძღვრად დაინიშნა, რაღაი ქვინზლენდს ოთხ წელში (2010-13) ძაან დაატყო ხელი. ბიჭებს შეფის დაწინაურების აღნიშვნა ჩემპიონობით სურდათ, მაგრამ სტუმრად ვერაფერი დააკლეს ქრუსეიდერზს, ვინც ფინიშზე შევიდა ფორმაში და ახლა ლიდერ ჩიფსს უნდა ეწვიოს.
კივმა ფორვარდებმა ოზები დაჩაგრეს სტატიკაშიცა და დინამიკაშიც, ბექებმა კი გაილაღეს. სტუმრებს 12 ნომრად არა-სპეციალისტი ეყენათ, რაც მასპინძლებმა უმალ გამოიყენეს: იზრაელ დეგის გარღვევა ზედახორაში ჩაუთვლელი ლელოთი რომ დასრულდა, შერკინებიდან დენ ქართერმა კარზე მიუშვა რაიან ქროთი, ვინც ვილ გენიაც წაიყოლა.
ბურჯის ოფლოუდიქენთებრელთა მეორე ლელოზე ფრონტი შუაში გასერა ახმახმა სემ ვაითლოქმა და ზექ გილდფორდმა ქართერს დროულად უპასა. კივებმა სირენის შემდეგაც ჭიდილში შეიტანეს ლელო, მაგრამ ტელი-რეფმა ინამუსა, მესამე მეოთხედში კი, გაჭიანურებული ფაზაობიდან, ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა უეცრად გაინავარდა, ოფლოუდიც (!) გაახერხა და მეთ თოდმა თომ მარშალი ახეირა.
რედსი წაგებას შეურიგდა, ტელი-რეფს კი ვალი ახსოვდა და ოზებს ჩაქცეულ მოლში დამიწებული აღარ ჩაუთვალა. სტუმრები მერე დაპანიკდნენ და ქართერმა ქროთს კიდევ გააჭრევინა ხაზი, ბოლომდე 6 წუთით ადრე კი ვილი ჰაინსს დამიწებისას წინ დაუვარდა ოვალი.
გოლებითღა მოიგესავსტრალიის მეორე გუნდი - წლევანდელი ჯილა ბრამბიზიც ულელოოდ დაშვრა, რაკი აფრიკელი ჯეიქ ვაითის ხელქვეით, ზე-პრაგმატურად რაგბობს და გოლებითღა იგებს. ოზებს ბედმა გაუღიმათ: ცივ ქარში ქრისჩენ ლეალიაფანომ და ნიქ ვაითმა შვიდი ცდით ხუთი გაიტანეს, მაშინ როცა რიან სმიტმა ოთხიდან სამი ააცილა.
ჩიტაზმა ორი ლელო დადო. პირველზე ვილი ლე’რუმ სწორი პასით გააჭრევინა ხაზი განელ რეიმონდ რულს და ამან იოჰან სადი ახეირა, მაგრამ რომ მოახლოვდა დასკვნითი ათი წუთი, ბრამბიზი სამი შტურმითა და შერკინებაში ძალადობით წინ 7 ქულით (15:8) იყო.
ბურთმა მოუხვიააქ ბურებმა აიშვეს და ომი თამაშს დაამგვანეს. კოხტად გეზა გუნდი 9 ნომრად შესულმა სარელ პრეტორიუსმა. სტუმრები მეტოქის წითელ ზოლში დამკვიდრდნენ და ორჯერ გაათამაშეს დასარტყამი ჯარიმა. მათ მოლიც სცადეს, სადი კი გორვით რომ შეერჭო დაცვაში, პრეტორიუსმა ფრთაზე გააქცუნა რეინო ბენჯემინი.
სმიტმა სირენის შემდეგ კლასიანად დაარტყა. საქმეს ეგეთი პირი უჩანდა, რომ ზე-რაგბის მე-18 სეზონში, 57-ე პლეი-ოფურ მატჩში პირველად (!) დაინიშნებოდა დამატებითი დრო - ორი 10-წუთა ტაიმი და მერე 10-წუთა პერიოდები "პირველ ქულამდე, მაგრამ ბურთმა მოუხვია და ძელიდან ასხლტა.
ოთხჯერ უერთგულა28 წლის ჰავბექი ბენჯი მარშალი ზელანდიის "კივის" ყოფილი კაპიტანი და ნრლ-ის კლუბის, სიდნეის "ვესთს თაიგერზის" სახეა. ვარსკვლავმა ამ გუნდს 11 წელი უერთგულა და როგორც თავად ამბობს, ოთხჯერ (!) უარი თქვა უფრო სარფიან გარიგებაზე, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ბენჯიც მიდის ბალმეინის უბნიდან.
რაკი მარშალი კლუბის პატრიოტია, ნრლ-ში აღარ ედგომება, ზე-რაგბის გუნდებიდან კი ოქლენდის "ბლუზი" და სიდნეის "ვორათაზი" ეპატიჟებიან. რაღაი კივს ოზობა არა სურს, მარტო ზე-რაგბის ამარა კი წლიური სარფი 700 ათასიდან 210 ათასამდე შეუმცირდება, ამიტომ თვალი უჭირავს იაპონიაზეც, სადაც არდადეგებზე (ოქტომბერი - იანვარი) თუღა იბურთავებს.
მაგალითები მოწმობსსონი-ბილ ვილიამსისგან განსხვავებით, ზელანდიის რაგბის კავშირი მარშალს ჯამაგირზე ვერაფერს დაუმატებს. მედია ვარაუდობს, რომ ბენჯი "ოლ ბლექსში" მოხვედრისა და რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე შვიდკაცაობის ხათრითაც გადმოდის რაგბში, მაგრამ ექსპერტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ სიბერეში ხელობის შეცვლა არ ეგების.
მათი აზრით, ბენჯი ჩასუქებულია და განდაგან სირბილიც უყვარს, ირბ-ულ რაგბში კი, ლიგურისგან განსხვავებით, შესატევი სივრცის ქრონიკული ნაკლებობაა. რა თქმა უნდა, მარშალი იმოტოლა ნიჭის პატრონია, რომ ადრე თუ გვიან რაგბსაც აუღებს ალღოს, მაგრამ ინგლისელი ენდი ფარელისა და დიდი უელსელის, ჯონათან დევისის მაგალითები მოწმობს, რომ სიბერეში ინსტინქტებს ვეღარ ერევი.
ზე რაგბი* მესამედ-ფინალი
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...02&d=1374509700ქრუსეიდერზ 38:9 რედსქრს #4 (ქრაისთჩერჩ) ზელ: დეგ (ა.ვაითლოქ 71) მარშალ ქროთი თეილორ გილდფორდ <10-9> დ.ქართერ (ბლაინდელ 69) ელის (ჰაინს 57) /
ქროქეთ (მუდი 66) ფლინ (ფანელ 54) ო.ფრენქს; რომანო (ლ.ვაითლოქ 64) ს.ვაითლოქ; ჯ.ვაითლოქ თოდ (მაკ’ქოუ 66) რიდ^კაპ -
4ლ: ქროთი (1 4) ქართერ მარშალ; 3გ: ქართერ; 4ჯ: ქართერ 3, თეილორ
რედ #5 (ბრისბენ) ავს: ლუქას სოტია ტაპუაჰი ლანს (მორაჰენ 57) შიპერლი (ფრისბი 73) <10-9> ქუპერ გენია /
ჰოუმს (ოუენ 65) ს.ფაინგა (ანაე 61) სლიპერ; სიმონს ჰორვილ^კაპ (ო’დონოჰიუ 61) ქვერქ (სამო 53) გილ შაც (რობინსონ 69) -
3ჯ: ქუპერ
რეფ პეიპერ (აფრ) 20/07 @ ედინგთონ (14 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=13744152723:0(4) 10:0(11) 10:3(15) 13:3(26) 13:6(28) 18:6(30) 21:6(40) /
21:9(46) 28:9(53) 35:9(68) 38:9(73)
ბრამბიზ 15:13 ჩიტაზბრმ #3 (კანბერა) ავს: მოგ სპეით კურინდრანი ლეალიაფანო რესბოუნ (ტომანე 61) <10-9> ტომუა ვაით /
სიო მორ ელიგზანდერ (რ.სმით 68) ფარდი ს.ქართერ (აელუა 61) ქიმლინ ჯ.სმით (ქ.ფაინგა 30-/) მოუენ^კაპ -
5ჯ: ლეალიაფანო 4, ვაით (3)
ჩტზ #6 (ბლუმფონტეინ) აფრ: დანილერ ლე’რუ სადი რ.ებერზონ რულ (ბენჯემინ 71) <10-9> რ.სმიტ ფან’სეილ (ს.პრეტორიუს 61) /
უსტჰეიზენ სტრაუს^კაპ ადრიანსე (ნიაკანე 47) დე’იახერ (ფერმიულენ 43-44) ლანდმან; ბრიუსო ლაბუსხახნი (პრინსლუ 63) ფან’დერ’ვალტ -
2ლ: სადი ბენჯემინ; ჯ: სმიტ
რეფ ჯექსონ (ზელ) 21/07 @ კანბერა (14 020)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...04&d=13736298053:0(3) 3:5(16) 6:5(30) /
6:8(46) 9:8(48) 12:8(59) 15:8(68) 15:13(80)
პლეი-ოფი [საქართველოს დროით]
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.htmlნახევარ-ფინალიშაბ 27/07
1# ჩიფს ზელ 11.35 4# ქრს ზელ
2# ბულზ აფრ 19.05 3# ბრმ ავს
ფინალიშაბ 3/08
უკეთესის მოედანზე
11.35 ზელ | 13.40 ავს | 19.05 აფრ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 23 Jul 2013, 19:32