ორივეგან ბოლომდე ზე რაგბის (ზე 15) ნახევარ-ფინალებში ჩემპიონმა ჩიფსმა გაუძლო ქრუსეიდერზის გვიან შტურმს,
ბრამბიზმა კი სტუმრად, ბოლო შეტევაში დაალელოვა აქსიომათა არ-მცნობი ბულზი >>>
http://Qaflan.netai.net/2013ზე რაგბის 7-გზის ჯილა ქრუსეიდერზი ფინიშზე ათამაშდა, მაგრამ მაინც ვერ დაეწია ჩიფსს და შარშანდლის დარად, ნახევარ-ფინალის გამართვა გარეთ მოუხდა. სტუმრებმა ბურთის ფლობისა და ტერიტორიის პროცენტული მაჩვენებლებით 60-40 აჯობეს ჩემპიონს, ორჯერ მეტი პასი და სამჯერ მეტი ოფლოუდიც შეასრულეს, მაგრამ მესამე მეოთხედში ზედიზედ 17 ქულა რომ მიირთვეს, მაინც წააგეს.
ჩიფსმა თავიდანვე რისკიანად სცადა ბურთაობა, მაგრამ მეტოქემ დერეფანი მოუშალა, ფაზურ რაგბში აიყოლია და ბრეიქდაუნზე ჯარიმებიც გამოსძალა. ტემპი იყო მაღალი და დაცვა მედგრობდა, ბებერმა დენ ქართერმა კი საწყის 44 წუთში, მეტწილად შორიდან, ხუთიდან ოდენ სამი ჯარიმა შეაგდო და არეკნიც ააცილა.
დამთხვეული გარემარბიმეორე ტაიმის დასაწყისში ქრუსეიდერზს ლელომდე ცოტა უკლდა, მაგრამ ქიარან რიდს ასაელი ტიკოიროიტუმამ ჩაუჭრა პასი. არონ ქრუდენმა ჯარიმით სამამდე რომ დაიყვანა ჩამორჩენა, ჩიფსის კაპიტანმა ქრეიგ ქლარქმა მიიღო ქიქ’ოფი, გააბითურა თომ თეილორი, გაქუსლა ენდრიუ ჰორელმა, ქრუდენმა იქეთა ალმისკენ გადაკიდა და მდევრებით ხედ-შეკრულ იზრაელ დეგს მოგერიება მოეჭრა.
მასპინძლებმა წითელ ზოლთან ორჯერ ამაოდ ჩამოიწყეს ძალური სოლოები, ბოლოს კი ბურთი შეაჩეჩეს დამთხვეულ გარემარბ ლელია მასანგას, ვინც ჯიქურ მიაწყდა მბოჭავებს, ჯორჯ ვაითლოქს გაუსხლტა და ორ-კაც აკიდებულმა, ოვალი ხაზს იქეთ გადადო * 13:9. მალე ზექ გილდფორდმა გაჭრა ხაზი, მაგრამ 15 ფაზის შემდეგ ენდი ელისს დაუვარდა, შუაგულში კი რაიან ქროთიმ ბრმად, შორს მოისროლა ბურთი, ქრუდენმა ჩაუჭრა და სხვაობა 11 ქულა გახდა * 20:9
მუშაითივით უგანავითარება უმალ დაძაბა დეგმა, ვინც ტიკოიროიტუმა მოაღორა და კიდის ხაზსაც მუშაითივით უგანა * 20:16. ქრუდენმა შვიდამდე ვეღარ აიყვანა ფორა, მაგრამ შებოჭა ქროთი. ქართერმა ჯარიმით ერთამდე შეამცირა დეფიციტი, სირენამდე 3 წუთით ადრე კი, როცა სტუმრებს ლოგიკით ფაზები უნდა ეკინძათ და შანსს დალოდებოდნენ, ბრძენმა მგეზავმა განდაგან სვლისას (?!) არეკნი სცადა და ძაანაც ააცილა.
მატჩი ქართერის თერნოვერით დასრულდა, ქრუსეიდერზი კი თუმც ზედიზედ მეთორმეტედ (!) შევიდა მოწინავე ოთხეულში, ტიტულს ვეღარ იგებს 2008 წლის აქეთ, როცა გურუ რობი დინსი ავსტრალიის ვოლაბებში წაუვიდა. ოზებმა კივი მოძღვარი ბრიტანეთის ლომებთან წაგების შემდეგ დაითხოვეს, ქრუსეიდერზმა კი მის მემკვიდრეს, თოდ ბლექედერს მეხუთედ გავარდნის’თანავე გაუგრძელა კონტრაქტი.
ყოვლად ულოგიკოორგზის ჯილა ბრამბიზი 2004 წლის აქეთ პირველად ასპარეზობს პლეი-ოფში და აფრიკის ბოკეს გადია’ყოფილის, ჯეიქ ვაითის ხელ’ქვეით, ფინალსაც უწია - ლოფტუსზე დაამარცხა ბულზი, ვისაც წელს შინ რვავე რკენა მოეგო, ფინალებში კი შინვე არასოდეს წაეგო.
ვაითი ბრამბიზს ერთობ ანგარიშიანად ათამაშებს - ფეხით მოედნის მოგება და ჯარიმების გატანა, თამაშის გაშლა კი მხოლოდ დროდადრო - ასეთია ახალი კანბერული ყაიდა! ამით სეირი ზარალობს: ბულზთან დერეფანი 34-ჯერ გათამაშდა, მაგრამ სენსაცია კი გამოცხვა, რასაც ბურების ყოვლად ულოგიკო სტრატეგიამაც შეუწყო ხელი.
არ დაამიწებინაბრამბიზი საწყისი საათი წინ იყო: შერკინებაში (!) ერეოდა მეტოქეს და ქრისჩენ ლეალიაფანო ზუსტად ურტამდა, ჰენრი სპეითმა კი პირველ მეოთხედში ფრთაზე რომ დაიფრინა ბიორნ ბასონი, ხელ’უკუღმა ოფლოუდიც მიართვა ჯესი მოგს. ჯეი-ჯეი ენგელბრეხტმა მალევე ახლოდან აჯობა სპეითს, მაგრამ პიერ სპისი რომ დაშავებიათ აფრიკელებს, ძაან აკლიათ ლიდერი, ვინც სწორად ათამაშებთ.
ოზებს, პირიქით, ერთობ რგებთ იაპონიიდან გამოთხოვილი, ბებერი მღლეტელი ჯორჯ სმითი, ვინც 16:11-ზე, 9-ფაზა შტურმის ბოლოში, ჩაუწვა ზორბა გრანტ ჰატონს და არ დაამიწებინა. ბულზმა პირველი ხაზი გამოცვალა და ბოლო მეოთხედში მოერია ბენ ელიგზანდერს, მაგრამ 20:19-ზე ზედიზედ სამჯერ(!) დასარტყამი ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეს დაუმიზნა.
ბრამბიზის დუ’შაშიმაქედან არა გამოვიდა რა, ნამატჩევს კი მწურთნელმა ფრანს ლუდეკემ და კაპიტანმა დევალდ პოტხიტერმა თავი იმართლეს, მეტოქის მისსავე ნახევარზე გამომწყვდევა გვინდოდაო. ხალხის მოთხოვნით, წლევანდელი სეზონის საუკეთესო მექულემ, მორნეი სტეინმა მეოთხე ჯარიმა კარში დაარტყა და 4-ქულიანი ფორა შექმნა, მაგრამ ბრამბიზმა მაინც გააგორა დუ’შაში:
მორიგი გადაწყობის შემდეგ მგეზავი მეთ ტომუა ფორვარდის პირისპირ დარჩა, მას გაუსხლტა და შიგნით უპასა ტევიტა კურინდრანს. უფალმა იუბერმა თავი დაიზღვია და ეპიზოდი გადაამოწმებინა შონ ფელცმანს, ტელი-რეფმა კი დაუდასტურა, "წინ პასი" არა ყოფილაო.
ორჯერ შეცდასაჩემპიონო პლეი-ოფის პარალელურად, აფრიკაში პლეი-აუტის წყვილი რკენაცაა: ზე-რაგბიდან შარშან ძალის-ძალად დათხოვნილი ლაიონზი საგაისო საგზურს ეცილება მის ნაცვლადვე აღზევებულ ქინგზს, ვინც ელიტაში გულიანად კი ირაგბა, მაგრამ კლასი ძაან აკლია და აფრიკელთაგან ბოლომ დააფინიშა.
ლაიონზმა გაზაფხულზე მოიგო "მესამე დონის" შეჯიბრი - "ვოდაკომის თასი" და ამხანაგურებიც მართა, ახლა კი ბევრად უკეთეს გარემოში ნარაგბალ კონკურენტს სტუმრად (!) აჯობა და გაისად ალბათ ისევ დაუბრუნდება ზე-რაგბს. ერთი კია, იოჰანესბერგის გუნდს მიეშველა რეფი იაკო პეიპერი, ვინც გადამწყვეტ ლელოზე ზედიზედ ორჯერ შეცდა მაშინ, როცა შეეძლო რჩევა ტელი-რეფისთვის ეკითხა.
ოთხი ერი 2013 >>
http://qaflan.netai.net/2013/F_FALAVNOBA.htm ზე რაგბი* ნახევარ-ფინალი
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...39&d=1375157742ჩიფს 20:19 ქრუსეიდერზჩიფ #1 (ჰემილთონ) ზელ: ენსქომ მასანგა (რობინსონ 62) ნგატაი ჰორელ (აკი 49) ტიკოიროიტუმა <10-9> ქრუდენ ქერ-ბარლოუ (პულუ 68) /
სმით ელიოთ (მარშალ 75) ტამეიფუნა (აფეაკი 41) ქლარქ^კაპ რეთალიქ; მესამ ლათიმერ (ქეინ 35-37) ვენთ-ლევინ (ქეინ 59) -
2ლ: მასანგა ქრუდენ; 2გ 2ჯ: ქრუდენ
ქრს #4 (ქრაისთჩერჩ) ზელ: დეგ მარშალ ქროთი თეილორ (ა.ვაითლოქ 56) გილდფორდ <10-9> ქართერ ელის (ჰაინს 63) /
ქროქეთ (მუდი 61) ფლინ (ფანელ 56) ო.ფრენქს; რომანო (ლ.ვაითლოქ 66) ს.ვაითლოქ; ჯ.ვაითლოქ თოდ (მაკ’ქოუ 68) რიდ^კაპ -
ლ: დეგ; გ 4ჯ: ქართერ
რეფ ვოლშ (ავს) 27/07 @ ვაიქათო (22 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...84&d=13749415490:3(6) 0:6(19) 3:6(22) 3:9(28) /
6:9(47) 13:9(52) 20:9(58) 20:16(60) 20:19(74)
ბულზ 23:26 ბრამბიზბულ #2 (პრეტორია) აფრ: კერშნერ ა.ნდუნგანე (ფერმაკ 58) ენგელბრეხტ სერფონტეინ ბასონ <10-9> მ.სტეინ ჰოუხარდ /
ხრეილინ (მელეთ 47) რალეპელე (ფისახი 68) კრიერ (კერსტენ 68) ფლ.ფან’დერ’მერვე ჰატონ (ვილემსე 80) სტეხმან ჟ.პოტხიტერ (როს 68) დ.პოტხიტერ^კაპ -
ლ: ენგელბრეხტ; 6ჯ: სტეინ
ბრმ #3 (კანბერა) ავს: მოგ სპეით კურინდრანი ლეალიაფანო რესბოუნ (ტომანე 53) <10-9> ტომუა ვაით /
სიო მორ ელიგზანდერ (რ.სმით 70) ფარდი ქართერ (აელუა 61) ქიმლინ ჯ.სმით მოუენ^კაპ -
2ლ: მოგ კურინდრანი; 2გ 4ჯ: ლეალიაფანო
რეფ იუბერ (აფრ) 27/07 @ ლოფტუს (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=13749764440:3(3) 0:10(12) 5:10(16) 8:10(22) 8:13(25) 11:13(29) 11:16(36) /
14:16(43) 14:19(49) 17:19(51) 20:19(60) 23:19(76) 23:26(80)
* დარჩენა-ასვლაზე [პირველი რკენა]
ქინგზ$ 19:26 ლაიონზქნგ (პორტ ელიზაბეთ) აფრ - 2ლ: სემპსონ საიკს; 3ჯ: კატრაკილის
ლნზ (იოჰანესბერგ) აფრ - 2ლ: ჰანეკომ; 2გ 4ჯ: იანკის / სბ: დეზ’ფონტეინ
რეფ პეიპერ (აფრ) 26/07 @ მანდელა ბეი (27 358)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...62&d=13748921653:0(3) 3:3(9) 6:3(11) 6:6(14) 6:9(18) 6:12(22) 11:12(28) 14:12(33) 14:19(39) /
14:26(67) სბ(69ლ) 19:26(70)
მეორე რკენა: შაბ 3/08 @ 19.05 საქ
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html ფინალი * შაბ 3/08 @ 11.35 საქ
ჩიფს ზელ - ბრამბიზ ავს * რეფ იუბერ (აფრ)
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 31 Jul 2013, 15:04