სულ-მოუთქმელი ბურთაობა ზე რაგბის (ზე 15) მეორე რაუნდში კივებმა ლელო-მრავალი შოუები გამოაცხვეს,
ხოლო იაპთა ჭიდილი იმან მოიგო, ვინც ნაკლები შეიტანა, მაგრამ კარში უკეთ ურტყა >>>
http://Qaflan.netai.net/20132013 წლის ქართული განრიგი [.PDF] >>
http://qaflan.netai.net/2013/images/zera_2013.pdf[.JPG] >>
http://f3.s.qip.ru/lA1oWUeC.jpgზელანდიელთა წყვილ დარბში 13 ლელო დაიდო. პრემიები აიღეს ბლუზმაც და ჩიფსმაც; ორივემ 14 ქულით იმარჯვა, მაგრამ მეოთხე (!) თაი-ბრეიქით (ლელოთა სხვაობა) კივეთის შარშანდელი მაჩანჩალა მაინც უსწრებს "ზე რაგბის" მოქმედ ჩემპიონს.
ჩიფსი ჰაილენდერზს დარბაზში ეახლა და ბოლო მეოთხედშიღა დააშამათა. გაიმართა გემრიელი, სულ-მოუთქმელი ბურთაობა. გავიდა შვიდი, ერთმანეთზე უკეთესი ლელო. მათგან ყველაზე შნოიანი ის იყო, მასპინძელმა ლიმა სოპოანგამ უდაბლესი ოფლოუდი რომ მიართვა ბენ სმითს, ამან კი მაინც დაიჭირა, დატრიალდა და მიზანს გადაგორებით ეწია.
სათუო წესითფრიადი ტემპით ნავარდისას დაცვა ყოველთვის ვერ მედგრობდა. ჩიფსი წინ ერთით იყო, გუნდებს სამჯერ, რიგ-რიგობით რომ შეემთხვათ თერნოვერი. ჰოდა, თიმ ნანაი-ვილიამსმა ჯერ დაფინტა, მერე გარეკა და 80-მეტრიანი ლელო მიითვალა, ბლუზის მიერ დაწუნებულმა გარეს ენსქოუმმა კი დარტყმებით 21 ქულა მოკრიფა.
ბლუზს არგო მწურთნელად სერ ჯონ ქერვანის დანიშვნამ. ჰარიქენზს ისედაც მთელი წლით გამოაკლდა ქორი ჯეინ’ი, ახლა კი ქონრად სმითსაც შეერყა ტვინი. ოქლენდის პირველ ლელოზე "ოლ ბლექსის" შუამარბს მაგრად დაეჯახა ჯორჯ მოალა, რენე რეინჯერმა კი განდაგან სვლით გაათარხნა ფრენქ ჰალაი.
მესამე მეოთხედის ბოლოს ამანა და ჯულიან სავეამ ლელოსკენ ფეხით გაგორებულისკენ დოღი გამართეს. ორივე ნახტომში ეცადა დამიწებას, ტელი-რეფმა ვილი მანრომ კი დამცველი (!) გაამტყუნა და ირბ-ის სათუო წესის მიხედვით, მსაჯს საჯარიმო ლელო და სინბინი ერთბაშად (!) გააცემინა.
ოფსაიდში ჩაიჭრნენკაც-ნაკლულმა ბლუზმა იქეთ შეამცირა ჩამორჩენა, მერე კი ახლოდან ორი ლელოც დადო, ოღონდაც ბექებით. თემიდა აშკარად შეცდა აფრიკული შინაომის კრიტიკულ მომენტშიც: ფრანსუა ჰოუხარდმა წითელ ზოლთან შეგორება სცადა და ბურთი მეტოქის ბურჯს გაარტყა. რიკოშეტი დამრტყმელზე წინ მდგარმა ჩილიბოი რალეპელემ იხელთა, იაკო პეიპერ’ი და იოჰან ხრეფ’ი კი ოფსაიდის წესში ჩაიჭრნენ.
ბულზმა მორნეი სტეინის შვიდი გოლით იმარჯვა, იაპთა შარშანდელი ჯილა, სთორმერზი კი გაგდებული ლაიონზიდან მიღებულმა მულატმა, ელტონ იანკისმა დააღალატა - კარს ოთხივე (!) ჯარიმა ააცილა. რაკი "ზე რაგბი" კვლავაც 22-კაცა (?!) რაზმებით ითამაშება, ბურჯთა დაშავების გამო ბოლო მეოთხედში შერკინებაში მიწოლა აიკრძალა.
სთორმერზიდან გათხოვებულმა ნორჩმა მგეზავმა, დემეტრი კატრაკილისმა არგო ახალბედას, ქინგზს. საზანგეთის ფრანჩაიზს პირველ ტაიმშივე დაემტვრა ყოჩი ლუქ ვოთსონ’ი, ფრთაზე მოთამაშე სკოლის მოწაფემ, შავტუხა სერჯილ პიტერსენმა კი დუბლი შეასრულა.
ადრე რომ გახსნესაფრიკულ დარბშივე შარქსი ჩიტაზს სტუმრად 26:5 უგებდა, მაგრამ ნარინჯი ბოლოსკენ გახალისდა და სანუგეშო ქულა მაინც აიღო. ავსტრალიაში პრემია ირგუნა ბრამბიზმა და რაკი ოზებმა მეზობლებზე ადრე გახსნეს სეზონი, ერთიან ცხრილსაც ლიდერობს, შარშანწინდელმა ჩემპიონმა, რედსმა კი ვორათაზთან ომში დაიცვა "ბობ თემპლთონის თასი"
ბრამბიზმა მელბურნში პირველი ტაიმი წააგო იმის მიუხედავად, რომ ფულბექმა ჯესი მოგმა ჯერ გაგორებითა და დევნით, მერე კი ხაზის გაჭრით წყვილი ლელო გაახერხა. მატჩის ბედი გადაწყდა საათის თავზე, როცა მეთ ტომუას აბრაგანი კანბერელთა კაპიტანს, ბენ მოუენს იღბლად მიუვიდა, რებელზს კი დაემტვრნენ ბობოლა ვოლაბი ბექები, ქერთლი ბილ’ი და მეთ ოქონორ’ი.
ბრისბენში გვიანი ზაფხულის საღამოს მაინც ცხელოდა. რედსმა თავიდანვე დადო ორი ლელო: ჯერ ქვეიდ ქუპერმა დაგეზა დომ შიპერლი, ვინც ახლოდან გააბითურა ხუთი მბოჭავი, მერე კი ბენ ტაპუაიმ პასი ჩაუჭრა ვორათაზის ბურჯ სეკორე კეპუს.
მარბიელმა აიშვასიდნეელებს დაემტვრათ ბექი ადამ ეშლი-ქუპერი. ქვეიდს დაუფარა მეორე-ხაზელმა ქეინ დაგლასმა და სპრინტიც (!) მოუგო, მაგრამ დამიწებისას წინ გადაუვარდა ოვალი. ვორათაზმა თამაში საათის თავზე გააფრევა: ჯერ დიგბი იოანეს რიკოშეტით იხეირა ნალიგარმა იზრაელ ფოლაუმ, მერე კი ბენ ვოლავოლამ გააბითურა ქვინზლენდი.
და მაინც, მაიქ ჰარისმა 50 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, ბოლოს კი აიშვა რედსის ახალბედა მარბიელმა ედი ქვერქმა (125 მეტრი, 20 ბოჭვა, 7 გაგლეჯვა) - წყვეტილთან დაიფრინა მბოჭავები, ლელოსთან კი ფოლაუს ხელი ჰკრა და წაქცეულმა წამოსწრებულ ტაპუაი’ს ამოუგდო!
ზე რაგბი* მეორე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...17&d=1361803633ჰაილენდერზ 27:41 ჩიფს$3ლ: ბ.სმით გიარ პოკი; 3გ 2ჯ: სოპოანგა -
4ლ: ნანაი-ვილიამს (1 4) ოზბორნ ტიკოიროიტუმა; 3გ 5ჯ: ენსქოუმ
რეფ ვოლშ (ავს)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...09&d=13615289400:3(5) 7:3(13) 7:10(16) 7:13(22) 7:16(24) 14:16(40) /
17:16(44) 17:21(46) 24:21(50) 27:21(57) 27:28(62) 27:35(67$პ) 27:38(70) 27:41(74)
რებელზ 13:30 ბრამბიზ$ლ: ჰიგინბოთამ; გ 2ჯ: ოქონორ / სბ: საფი -
4ლ: მოგ რესბოუნ მოუენ ქოულმენ; 2გ 2ჯ: ლეალიფანო
რეფ ლექი (ავს)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...11&d=13615362180:7(5) 3:7(15) 10:7(18) 13:7(34) 13:12(36) /
13:15(44) 13:18(57) 13:25(62) სბ(69რ) 13:30(74$პ)
ბულზ 25:17 სთორმერზლ: რალეპელე; გ 6ჯ: მ.სტეინ -
2ლ: დეფილიერს ბეკერ; 2გ ჯ: ჯ.პიტერსენ
რეფ პეიპერ (აფრ)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...17&d=13615691623:0(6) 6:0(28) 9:0(34) /
12:0(46) 12:7(51) 12:10(55) 15:10(58) 18:10(61) 25:10(69) 25:17(78)
ჰარიქენზ 20:34 ბლუზ$2ლ: სავეა საჯ; 2გ 2ჯ: ბარეთ -
4ლ: ჰალაი (1 4) პიუტაუ რეინჯერ; გ 4ჯ: ვიპუ / სბ: ჰალაი
რეფ ჯექსონ (ზელ)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...71&d=13616933800:3(5) 3:3(9) 6:3(19) 6:8(21) 13:8(27) 13:11(40+2) /
13:16(49) 20:16(56სბ) 20:19(61) 20:24(71) 20:31(77$პ) 20:34(80+)
რედს 25:17 ვორათაზ3ლ: შიპერლი ტაპუაი (2 3) 2გ 2ჯ: ჰარის -
2ლ: ფოლაუ ვოლავოლა; 2გ: ფოლი; ჯ: მაკქიბინ
რეფ პოლოქ (ზელ)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...04&d=13617388800:3(4) 7:3(7) 14:3(11) 17:3(16) /
17:10(48) 17:17(60) 20:17(69) 25:17(74)
ჩიტაზ$ 22:29 შარქს3ლ: ფანდერვალტ ლაბუსხახნი სადი; 2გ ჯ: ხუსენ -
2ლ: მვოვო კუცია; 2გ 5ჯ: ლემბი
რეფ კაპლან (აფრ)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...58&d=13616519915:0(9) 5:3(21) 5:6(26) 5:9(28) 5:16(30) /
5:23(47) 5:26(50) 12:26(60) 19:26(64) 22:26(68) 22:29(77)
ქინგზ 22:10 ფორს2ლ: ს.პიტერსენ; 4ჯ: კატრაკილის -
2ლ: ქოუან მაფი / სბ: მაკმენიმან
რეფ ფანდერმერვე (აფრ)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...61&d=13616534855:0(15) 5:5(25) 5:10(29) /
8:10(45) 11:10(53) სბ(54ფ) 16:10(60) 19:10(66) 22:10(71)
<< უქმობდა
ქრუსეიდერზ
მესამე რაუნდი [საქართველოს დროით]
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.htmlპარ 1/03ბლუ ზელ 10.30 ქრს ზელ
ვრთ ავს 12.20 რბლ ავს
რედ ავს 14.20 ჰრქ ზელ
შაბ 2/03ჩიფ ზელ 10.35 ჩტზ აფრ
ბულ აფრ 19.05 ფორ ავს
შრქ აფრ 21.10 სთო აფრ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Feb 2013, 12:54