ღერძმა შოუ გამართა ზე რაგბის (ზე 15) მეექვსე რაუნდში აქამდე უძლეველი ბრამბიზი სთორმერზმა დაამარცხა,
ავსტრალიის სხვა ორმა გუნდმა კი წკიპზეღა აჯობა აფრიკელ და ზელანდიელ მეტოქეებს >>>
http://Qaflan.netai.net/20132013 წლის ქართული განრიგი
http://qaflan.netai.net/2013/images/zera_2013.pdfhttp://f3.s.qip.ru/lA1oWUeC.jpgაფრიკის შარშანდელმა ჯილამ, სთორმერზმა სტარტზე გარეთ, ორჯერ, ცოტათი წააგო მეზობლებთან, მას აქეთ კი მოიმართა იმის და მიუხედავად, რომ სხალკ ბერგერი ჯერაც ვერ მოკეთდა, ხოლო ბრაიან ჰაბანა დიდი ხნით გამოაკლდა.
სთორმერზი ლიდერ ბრამბიზს მთელი თამაში უსწრებდა. კონცხმა ოთხი ლელო გაიტანა და პრემია აიღო. კანბერას მოთელვაზე დაუშავდა 15 ნომერი ჯესი მოგ’ი და ისღა შეძლო, რომ ბოლომდე 9 წუთით ადრე ჩამორჩენა სამამდე (22:25) შეემცირებინა.
იაპთა პირველ ლელოზე, ელტონ იანკისის შექცეული პასით, ხიო აპლონმა უეშხიანესად დაფინტა და სხვათა კვალად, ფულბექი რობი ქოულმენიც მოაღორა; მეორესა და მესამეზე ბურთი წინ ბევრით წაწია ბერგერის ზანგმა დუბლიორმა, სია კოლისიმ და მიძალება აყლაყუდა ანდრის ბეკერმა დააგვირგვინა, ბოლოზე კი ხერჰარდ ფანდერჰიფერმა რისკიანი პასი ჩაუჭრა მეორე-ხაზელ პითერ ქიმლინს.
ხაზზე დააბიჯებინაბრამბიზის ლელო იაპონიიდან დაბრუნებულმა ბებერმა მღლეტელმა, ჯორჯ სმითმა შეამზადა, ფიჯელი ჰენრი სპეით’ი კი მწყობრში ტევიტა კურინდრანიმ გააძვრინა. შარშანწინდელ ჩემპიონს, რედსს უმალ შეეტყო კაპიტნის, მორკინალ ჯეიმზ ჰორვილის შემატება, წლეულს მეორედღა მორაგბე ვილ გენიამ და ქვეიდ ქუპერმა კი შოუ გამართეს.
დიგბი იოანეს გარღვევის შემდეგ აკინძულ ფაზებში ვოლაბთა ჰავბექმა სამჯერ შეუტია რაქის გვერდით, ქუპერმა კი სლალომი მოაწყო და წითელ ზოლში, წაქცეულმა ამოუგდო ჯონო ლანსს. მეორე ტაიმში ლიონელ მაპოუმ რომ აწია და იპონზე დააგდო ბურჯი (!) ჯეიმზ სლიპერ’ი, ქვეიდ’ი ბურჯსა და ჰავბექს შორის, კართან გასხლტა.
ბულზმა ექვსი ჯარიმით 5 ქულამდე დაიყვანა დეფიციტი და სირენის შემდეგ, ალამთან ლელოც დადო, მაგრამ ტელი-რეფმა იოლად დაამტკიცა კიდის მსაჯის დასკვნა, რომ ჯეი-ჯეი ენგელბერხტს დამიწებამდე აუტის ხაზზე დააბიჯებინა ქრის საუტიამ.
შეამზადა, დადო, ჩააფლავასტარტზე ორჯერ გამარჯვებულ ბლუზს სიდნეიში ბოლოჯერ ათი წლის წინ მოეგო. მასპინძელი ვორათაზი გუნდს აღარა ჰგავს, მაგრამ კვირას, მზის გულზე კი გემრიელად აბურთავდა. კივებმა ოზთა წყვილი ლაფსუსით იხეირეს, სამი ლელო დადეს და ტაიმი 14 ქულით მოიგეს, მაგრამ "სამხრეთის დედაქალაქის" კლუბმა მაინც შეუბრუნათ თამაში.
აიშვეს მგეზავად მორაგბე მოშვიდკაცემ, ბერნარდ ფოლიმ და ლიგიდან რაგბში რულზის გავლით გადმოსულმა ჯიხვმა, იზი ფოლაუმ. ამან ერთი ლელო შეამზადა, მეორე თავად დადო, მესამე კი ჩააფლავა, რაღაი ოვალს ვერ შეელია. ფოლიმ არეკნიც ააცილა და თამაში ფრედ სრულდებოდა, მაგრამ სულ ბოლო შეტევაში ბლუზი კარის წინ, რაქში დაჯარიმდა და ცალ, ცოტათი წაგებისთვის სარგო ქულასღა დაჯერდა.
ჩიფსმა და ჰაილენდერზმა ერთი თვით ადრე, სტარტზე, 7-ლელოიანი თრილერი გამართეს, რე-მატჩში კი ორი ლელოღა დაიდო. ჩემპიონმა ჩიფსმა აფრიკა მოიხილა და მგზავრობითაც დაიღალა, ოთაგოს კი ვერც მაჰა ნონუს მორჩენამ უშველა. ჰაილენდერზმა ორჯერ ვერ დაამიწა შეტანილი; ერთხელ ჩიფსსაც დაუვარდა დამიწებისას, გარეს ენსქომის ბოლო ორმა გოლმა კი სტუმრები უქულოდ დატოვა.
დი-სი ცოლთან დარჩაორგან რბევა აღინუსხა: 7-გზის ჩემპიონმა ქრუსეიდერზმა 7-ჯერ რომ დაალელოვა ახალბედა ქინგზი, მარბიელმა ჯორჯ ვაითლოქმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, შარქსმა კი 10-ჯერ დალახვრა ოდენ სამი წლის რებელზი და აფრიკაში გალიდერდა. ნამატჩევს, ავტობუსში შეიბნენ წაგებულები - ქერთლი ბილ’ი და ქუპერ ვუნა. ჰოდა, უფროსობამ ორივე გარიცხა გუნდიდან და დასასჯელად შინ, მელბურნს გაამწესა.
ფორსის სტადიონი კეთილ-მოეწყო. გუნდიც დასკვნით ათ წუთამდე უგებდა ჩიტაზს, მაგრამ საქმეს თავი ვეღარ დაადგა. ხაზში ლამის ერთურთის პირდაპირ იდგნენ აფრიკელი ტყუპები, გვარად ებერზონ: ფორსის 10 ნომერი სიას’ი და ჩიტაზის შუამარბი რობ’ი, ნარინჯმა კი ტურნეზე ბოლო სამი (!) მატჩი მოიგო.
დამდეგ რაუნდში სამი უკეთესი რკენა შაბათსაა - კივეთში, ოზეთსა და იაპეთში დათქმულ ტელე-სლოთებში (10.35 12.40 21.10) ქრუსეიდერზი სამ-მატჩა ტურნეზე სთორმერზს, შარქსსა და ფორსს ერაგბება ... ქიარან რიდისა და დენ ქართერის გარეშე. პირველმა ტერფი იტკინა და ოთხ კვირას იუქმებს, "დი-სი" კი პირმშოს ელის და ცოლთან დარჩა.
ზე რაგბი* მეექვსე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...81&d=1364221120ჩიფს 19:7 ჰაილენდერზლ: ნანაი-ვილიამს; გ 4ჯ: ენსქომ -
ლ: ა.სმით; გ: სლეიდ / სბ: ჰოეატა
რეფ ვაით (ზელ)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...84&d=13640262543:0(3) 10:0(8) 10:7(21) 13:7(25სბ) / 16:7(62) 19:7(70)
ქრუსეიდერზ$ 55:20 ქინგზ7ლ: ჯ.ვაითლოქ (1 3 7) ქროქეთ ჰაინს თოდ ლ.ვაითლოქ; 7გ: ქართერ 5, ბლაინდელ 2; 2ჯ: ქართერ -
2ლ: ფანდერვალტ ვაითჰედ; 2გ: კატრაკილის ვაითჰედ; 2ჯ: კატრაკილის
რეფ ჰოფმან (ავს)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...86&d=13640345350:3(2) 7:3(5) 10:3(9) 17:3(14) 17:6(21) 24:6(25) 31:6(32$პ) 31:13(40+) /
34:13(43) 41:13(48) 48:13(57) 55:13(77) 55:20(80)
რედს 23:18 ბულზ$2ლ: ლანს ქვ.ქუპერ; 2გ 3ჯ: ქუპერ / სბ: ლანს -
6ჯ: ფუშე 5, მ.სტეინ / სბ: მაპოუ
რეფ ლექი (ავს)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...69&d=13641935013:0(8) 3:3(11სბ) 3:6(15) 6:6(34) 13:6(37) / 13:9(43) 13:12(45) 13:15(49) სბ(52ბ) 20:15(54) 23:15(60) 23:18(71) ბოლო(80+2)
ფორს 10:19 ჩიტაზლ: ვ.სთენლი; გ: ს.ებერზონ; ჯ: ჰეივორდ -
ლ: ვ.ლერუ; გ 4ჯ: რ.სმიტ
რეფ ვილიამსონ (ზელ)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=13640515040:3(25) 7:3(28) 7:6(34) / 10:6(59) 10:9(70) 10:12(73) 10:19(78)
შარქს$ 64:7 რებელზ10ლ: ლიუდიკ (1 9) კუცია ბოტეს დანიელ ქლ.ქუპერ რაინახ მთავარირა კანკოვსკი ფილიუნ; 7გ: ლემბი 2, ბოსმან 5 / სბ: რაინახ -
ლ: ჰიგინბოთამ; გ / სბ: ოქონორ
რეფ ფანდერმერვე (აფრ)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...25&d=13640897357:0(8) 14:0(24) სბ(27შ) 19:0(31) 24:0(35$პ) /
31:0(42) 38:0(46) 45:0(49) 52:0(52) 59:0(55) სბ(58რ) 64:0(59) 64:7(69)
სთორმერზ$ 35:22 ბრამბიზ4ლ: აპლონ ბეკერ (2 3) ფანდენჰიფერ; 3გ 3ჯ: ჯ.პიტერსენ -
ლ: სპეით; გ 5ჯ: ლეალიაფანო
რეფ ჯექსონ (ზელ)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...28&d=13640989863:0(10) 10:0(12) 10:3(17) 15:3(21) 15:10(29) 22:10(39) /
22:13(44) 22:16(50) 25:16(58) 25:19(63) 25:22(71) 28:22(73) 35:22(75$პ)
ვორათაზ 30:27 ბლუზ$3ლ: დ.მიჩელ ფოლაუ ფოლი; 3გ: მაკქიბინ, ფოლი 2; 3ჯ: მაკქიბინ, ფოლი 2 -
3ლ: პარსონს ნოუქს პიატაუ; 3გ 2ჯ: ნოუქს
რეფ პასტრანა (არგ)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...08&d=13642859110:3(3) 7:3(8) 7:10(12) 10:10(23) 10:17(29) 10:24(32) /
17:24(48) 24:24(65) 27:24(70) 27:27(72) 30:27(80+)
ჰარიქენზ უქმობდა
ქულა: 84 გარეს ენსქომ (ჩიფ; 71 მორნეი სტეინ (ბულ; 61 პათრიქ ლემბი (შრქ; 55 დენ ქართერ (ქრს; 54 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ; 51 ქვეიდ ქუპერ (რედ; 49 ბოდენ ბარეთ (ჰრქ, ჯეიმზ ოქონორ (რბლ, ჯო პიტერსენ (სთო)
ლელო: 4 ალფი მაფი (ფორ, ჯესი მოგ (ბრმ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, ქეიდ პოკი (ჰლნ, ფრენქ ჰალაი (ბლუ;
3 ხიო აპლონ (სთო, ანდრის ბეკერ (სთო, ჯორჯ ვაითლოქ (ქრს, ლელია მასანგა (ჩიფ, სერჯილ პიტერსენ (ქნგ, ჩარლი პიატაუ (ბლუ, ჰენრი სპეით (ბრმ, ბენ ტაპუაი (რედ)
მეშვიდე რაუნდი [საქართველოს დროით]
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.htmlპარ 29/03ჰლნ ზელ 10.35 რედ ავს
შაბ 30/03ჰრქ ზელ 07.35 ქნგ აფრ
ჩიფ ზელ 10.35 ბლუ ზელ
ბრმ ავს 12.40 ბულ აფრჩტზ აფრ 19.05 რბლ ავს
სთო აფრ 21.10 ქრს ზელკვი 31/03ვრთ ავს 10.05 ფორ ავს
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 27 Mar 2013, 19:14