02/11/2012 - დღეს დიდი ფინალია
დღეს დიდი ფინალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა 17 წლამდელებმა უკვე მოიპოვეს მომავალ წელს 18 წლამდელთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ტოპდივიზიონში თამაშის უფლება, დღევანდელი ფინალური მატჩი მასპინძელ პორტუგალიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
პორტუგალიური რაგბი აშკარად განიცდის პროგრესს, ეს ეტყობა როგორც ეროვნულ ასევე ყველა ასაკობრივ ნაკრებს. თითქმის დავიწყებას მიეცა ის დრო როდესაც ჩვენი მთავარი კონკურენტი რუმინელები იყვნენ, უკვე რამოდენიმე წელია ყველაზე დაძაბული მატჩები ჩვენს სხვადასხვა ნაკრებებს სწორედ პორტუგალიელების წინააღმდეგ აქვთ.
17 წლამდელების შემთხვევაშიც ასეა. მომავალ წელს სწორედ ჩვენ და პორტუგალია ვეთამაშებით 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდი ექვსი ერის ნაკრებებს, ინგლისს, საფრანგეთს, უელსს, ირლანდიას, შოტლანდიას და იტალიას.
ტურნირი მასპინძლებს იმგვარად აქვთ მოწყობილი, რომ ბოლ მატჩი ორ ფავორიტ გუნდს შორის რიგით მესამე ანუ ბოლო ყოფილიყო და ერთგვარი ფინალი გამოსულიყო. ასეა 17 წლამდელებშიც და 19 წლამდელებშიც.
ჩვენმა 17 წლამდელებმა ჩატარებული ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს, ჯერ გერმანელებს 50:13 ვძლიეთ, ხოლო შემდეგ ბელგიას 55:6 მოვუგეთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ფილალურ მატჩსაც მოვიგებთ, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ ბიჭებს ადვილი მატჩი ნამდვილად არ ექნებათ და მიზნის მისაღწევათ, სრული მობილიზაცია დასჭირდებათ.
იყო მცირე ტრავმები, თუმცა გუნდის ექიმებმა კარგად იმუშავეს და ფინალური მატჩისათვის მწვრთნელებმა უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა შესძლეს. მიკრო ტრავმების გამო წინა მატჩი ბელგიასთან არ უთამაშიათ რევაზ ჯინჭველაშვილს და ირაკლი სვანიძეს მწვრთნელებმა მათ ფინალური მატჩისათვის დასვენების საშუალება მისცეს. ორივე მოთამაშე დღეს ძირითადში დაიწყებს.
საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები:
1. ზაზა ხარებავა
2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ)
3. ბექა კაკაბაძე
4. როლანდ კვაჭაძე
5. გუგა ხანთაძე
6. დავით პაპავაძე
7. თორნიკე ბუბუტეიშვილი
8. ჟორა მღებრიშვილი
9. თემო თუთბერიძე
10. რევაზ ჯინჭველაშვილი
11. იოსებ კიკვაძე
12. თემურ ირემაძე
13. სანდრო ილურიძე
14. დევი დევსურაშვილი
15. ირაკლი სვანიძე
16. გიორგი თორაძე; 17. დავით ფხაკაძე ; 18. გიორგი როყვა; 19. ბექა გორგაძე; 20. დავით გულიტაშვილი; 21. იოდებ ტუკვაძე; 22. ბადრი ლიპარტელიანი; 23. დავით ლობჟანიძე
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე
ფინალური მატჩი დღეს 2 ნოემბერს ჩვენი დროით 23:00 დაიწყება http://site.rugby.ge/portal/alias__Georgia...19/default.aspx
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.