არჩილ და ლელავ, არ ინერვიულოთ - მეჩვიდმეტე სექტორის თავზე გადმოიტანეს პრეს-ლოჟა.
ეს არის დღეს არსებული ადგილებიდან საუკეთესო სექტორი, გვერდითა თუ არ ვცდები მარჯვენა სექტორთან ერთად. ანუ ეს არის ადგილები, რომლის ქვემოთაც არის გასახდელიდან მოთამაშეების გამოსასვლელი.
თუმცა ისე, ზოგადად პრეს-ლოჟა და კომენტატორებს საერთო არაფერი აქვთ, კომენტატორის ჯიხური საერთოდ სხვაგან უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში, დახურულ ოთახებში და ამ ლოკომოტივზე ახლა, როგორაა ნამდვილად არ ვიცი

ბატონო დავით, ახლა რაც შეეხება რეკლამებს, მე ამ ორი თამაშის რეკლამა მარტო პირველ არხზე ვნახე და რამდენადაც მივხვდი და ვიცი, სხვა არხებზე არ გადის (ეს შეცდომაა) თუმცა ალბათ ფინანსების უფრო სწორად, უფინანსობის გამო ხდება ასე.
გარე რეკლამები კი ჩამოკიდეს და სხვადასხვა ადგილებზე პლაკატებიც არის გაკრული.
პლუს ტელევიზიებით სიუჟეტები სპორტის ნაწილში თითქმის ყოველდღიურად გადის და აი გუშინ ბატონი გია, რეზო გიგაურთან ერთად რეალურად ერთადერთ სპორტულ გადაცემას, მინაშვილის ''არენასაც'' სტუმრობდა.
ისე იმედი მაქვს, რომ თუ მთლად 24 ათასი ადამიანი არ მოვა და სტადიონს ბოლომდე ვერ შევავსებთ, სადღაც 15-20 ათასი კაცი მაინც მოვა