შნო ნაღდად შეგვწევს შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდის შაბათის პროგრამა ვაკეში, დღის სამზე იხსნება "ბორჯღალოსნების" რკენით აზიის "ხუთი ერის" უცვლელ ფალავანთან, იაპონიის "მოყვავილე ალუბლებთან" >>>
http://Qaflan.netai.net/2012ჩვენი დღევანდელი სტუმარი მდიდარი, დალხენილი ქვეყანაა. რაგბსაც ბევრად უფრო ადრე ეზიარა და საშეჯიბრო გარემოც უკეთესი აქვს; ყველა მსოფლიო თასზეც უთამაშია და "ადამიანური რესურსიც" საქართველოზე მეტი გააჩნია, მაგრამ შედეგით კი ვერა გვჯობს: ირბ-ის რეიტინგში ერთთავად ჩვენს მეზობლად სუფევს ხოლმე.
http://qaflan.netai.net/2012/MB/07_PIRA2GEO.htmhttp://qaflan.netai.net/2012/MB/13_WK1.htm#iRBახალ საუკუნეში, მსოფლიო თასის წლების გარდა, მთავარი რკენები თებერვალ-მარტში, ერთსა და იმავე მეზობლებთან გვიწევდა, რაც მოგვყირჭდა და ამად, უკეთეს ტესტებს ვითხოვდით. ირბ-მა ბოლოს და ბოლოს ყური უგდო მზარდი ქვეყნების ყვედრებას და ნოემბრის სატესტო მენიუში "მეორე დონეც" გააჩინა, რაც იმის გარანტიაა, რომ წლის ამ დროს რუმინეთ-რუსეთზე უკეთესი გუნდები გვეწვევიან.
მოედანზე გამოჩნდებაწელს კავკასიაში ჩამოსვლის რიგმა იაპონიასა და ფიჯს უწიათ. "ალუბლებმა" უკვე მოიხილეს რუმინეთი და წკიპზე, ბოლო ხუთ წუთში, 34:23 იმარჯვეს. "ბორჯღალოსნები" "სტეჟარს" რომ ეგრევე ჯობიან, ეს გვაფიქრებინებს, რომ იაპონია სწორედ რომ ჩვენი ჯუფთია, სხვაფრივ კი ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
ვაკეში ბალანსი 12-3 გვაქვს. მილთონ ჰეიგი კარგად იცნობს შეგირდებს და საიაპონიოდ თითქმის იგივე გუნდი დაასახელა, ვინც ზუსტად რვა თვის წინ რუსეთი დაანგრია. გურუს ბექთა გაწურთნაში ამჯერად მიეშველა "ოლ ბლექსის" ლეგენდა ტანა უმანგა, და ბიჭებსაც მიაჩნიათ, რომ მორიგი ნაქები სტუმრის გაგორების შნო ნაღდად შესწევთ.
http://qaflan.netai.net/GANZI/KA_Borjhalosnebi.htmhttp://qaflan.netai.net/2012/M3/18_ENC-RUS.htmhttp://qaflan.netai.net/Msoflioshi/G1/10_TanaQT.htmთვალსაწიერი და უნარებიალუბლებს "ბრამბიზისა" და ავსტრალიის ყოფილი გურუ, ცბიერი ედი ჯოუნზი ანათლებს, რაკი დედაცა და ცოლიც იაპონელები ჰყავს. აზიელთა მთავარი ღირსება წესრიგი და გამრჯეობაა. ფორუმელი ექსპერტის, დავით სანის დაკვირვებით, იაპონია კონტაქტში შესვლისას ბურთის მიწაზე დადებას და რაქის სწრაფად მოკრიალებას ცდილობს, რის გამოც უნდა ვეცადოთ, დგომელა გავუგრძელოთ ჭიდილი.
http://qaflan.netai.net/DidiRagbi/2005-12/...ones-sacked.htmნოემბრის ტესტებიქართველებს სხვა პლუსები გვაქვს - მორკინალთა ღონე და გაწაფულობა. თუ მათ სწორად გამოვიყენებთ, იაპონიას შესატევად ძაან დავუძვირებთ ბურთს, ტანას სემინარები კი, იმედია, ბექებს თვალსაწიერს გაუფართოვებს და უნარებსაც დაუხვეწს, მაგრამ არამც და არამც არ აამჩატებთ, რაღაი ალუბლებთან შვიდკაცაში გაჯიბრება სიბრიყვე იქნება.


@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 17 Nov 2012, 10:49