ვიყავი ტურნირზე იყო ბევრი დადებითიც და ისეთიც რაზეც ბლომად არის სამუშაო...
რაც ხარვეზებად მეჩვენა
- მსაჯობა, ძალიან ბევრია სამუშაო, ძალიან...
- გაზონი, ის ბიჭები ვინც არ არიან ხელოვნურზე თამაშს ჩვეულნი, მე-2 მატჩებზე ისე დამძიმდნენ, ყველას კუნთები ჰქონდა დაჭიმული - იქნებ ჯობდა ბალახზე ეთამაშათ, ამ ასაკში თან 7-კაცას რა უნდა გაეფუჭებინა საფარი, ვერ მივხვდი...
- სათამაშო დრო - ძალან ადრე დაიწყო თამაშები, ბიჭებს ლამის ეძინათ, ამას + სიცხე - ტურნირის ბოლოსკენ დასიცხული, მწყურვალი და მშიერი ბიჭები - საცოდავი სანახავი იყვნენ

- უფრო კვალიფიციური (ანუ მეტი ბავშვის ერთდროულად მომსახურება რომ შეეძლოს) მედ. პუნქტი -ს მოწყობაა საჭირო, მითუმეტეს როდესაც ხელოვნურზეა თამაშები
- აია პრაქტიკულად ნაკრები გუნდით გამოვიდა, თან ეტყობოდათ მომზადება და მართლა ულაპარაკოდ აჯობეს ყველას, აიასთან ერთად ავღნიშნავ ბაგრატსაც - აიასდა სასიხარულოდ კარგი კონკურენტი ჰყავთ, რომელსაც ცოტა მეტი თუ მიექცევა ყურადღება უკეთEსი ბაგრატისთვისაც, აიასთვისაც, ქუთაისისთვისაც და ზოგადად ქართული რაგბისთVის
- ლელო ტრადიციულად კარგი გუნდით წარსდგა, ძალიან მომეწონა ხულიგანაც
- ლოკომოტივი და მერანიც მესიმპათიურა, თუმცა სამუშაო აშკარად მეტი აქვთ, მეტს ველოდი არმაზისგან და არმიისგან, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი აკადემიას, მაგრამ ამ ჯერად ვერ ჰქონიათ საქმე იდეალურად. სამწუხაროდ ზღვისპირელები (ქობულეთი და ფოთი) ამ ასაკობრივ ჯგუფში ვერ აღმოჩნდნენ იმ დონეზე რომ კონკურენცია გაეწიათ დანარჩენებისთვის
- მართლა არაერთი კარგი ბიჭი ბურთაობდა, მგრამ ზოგიერთ გუნდში სამწუხაროდ ეტყობა უკეთEსი სელექცია ვერ ხერხდება
სექტემბერს იგივე გუნდების 15-კაცა ტურნირი გველოდება
ველოდი რომ ხარები, ბათუმი, ყოჩები, ჯიქები მიიღებდნენ მონაწილეობას
არც წიქარა, იუნკერები და თიბიესი (თბილისიდან) არ ყოფილან და რეგიონებიდან კი - გორი, თიანეთი, ყაზბეგი, ხაშური, ლანჩხუთი, ვანი, სენაკი, საჩხერე და თელავი - თუ თიანეთს, ხაშურს, ლანჩხუთს, ვანს ახლად ჩამოყალიბებული გუნდები ჰყავთ, სენაკს, საჩხერეს და თელავს არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდათ მონაწილეობის არ მიღების
და ერთი კარგი ამბავიც

მუსირებდა ამბავი რომ ორი ბიჭი ამ ასაკობრივი ჯგუფიდან ახალ ზელანდიაში მიდიან 2-2 თვით, რომელიღაც აკადემიაში
(იმედია ეს პირველი და სხვა უამრავი თუ არა მრავალი)