კლასიკას რომ დაემთხვაშვიდკაცის "მსოფლიო სერიის" წყვილი, ჩრდილო’ამერიკული ეტაპი
სარაგბო მედიამ მიზეზთა გამო თითქმის მიჩქმალაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ამის მიზეზი რამდენიმეა: ერთი რომ, ნევადაცა და "ბრითიშ ქოლამბიაც" ისე შორს არიან ევროპიდან, რომ ფინალები ჩვენი დროით ორშაბათს, გამთენიის 5 საათზე იწყებოდა; მეორეც, შვიდკაცა "6 ერსა" და "რაგბი ევროპას" დაემთხვა. ჰოდა, რამდენიც უნდა გვიმტკიცონ დაბლინმა და მინისტრმა, რაგბის ეგ სახეობა ოლიმპიურიაო, ფანობას მაინც 15-კაცა კლასიკა გვირჩევნია
ვალს ერთ’ბაშად ვისტუმრებთ: ლას’ვეგასის ეტაპი სამ დღედ მოეწყო, ვანქუვერისა კი ორ’დღიანი იყო. შტატებში შეჯიბრი "სემ ბოიდის" სტადიონზე გაიმართა, კანადაში კი დარბაზში, "ბი’სი პლეის" რომ ჰქვია
პირველგან ქალაქის მთავარ, ფრემონთის ქუჩაზე ჩაატარეს გუნდების აღლუმი, მეორეგან კი გზის გადაღმად, ჰოკეიზე (ნჰლ) მილალეს კაპიტნები და ქენუქს - აილენდერზის მატჩზე სიმბოლური "შაიბის გდება" შეასრულებინეს
"ერთი და იგივე" მოსაწყენიამესამე ჯგუფურ რაუნდში არგენტინამ ორივეჯერ ძლია ფავორიტი - ლას’ვეგასში ზელანდია * 12:10, ხოლო ვანქუვერში ფიჯი * 26:24
პლეი’ოფში ორივეგან ერთი და იგივე რვეული (!) გავიდა - რაც, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია
ინგლისი და ზელანდია მეოთხედ’ფინალში ორჯერ’ვე შეიბნენ, და წააგო ჯგუფის ჯილამ - ჯერ ბრიტებმა * 0:19, მერე კივებმაც * 12:14
ნახევარ’ფინალში აფრიკას ორივეგან გაუჭირდა შტატებთან: ნევადაში ბოლოს თავის ლელოსთან დაკარგა ბურთი და * 20:17’ღა იმარჯვა, კანადაში კი ვერნერ კოკმა ბოლოსვე იხსნა გუნდი ბოჭვით * 14:10
გმირი და მოჩაუქე"ბლიც ბოკეს" გარეშე ამ სეზონში ფინალი არ ტარდება!
რასობრივად ჭრელმა გუნდმა შტატებში კიდევ ძლია ოლიმპიური ჩემპიონი - ფიჯი * 19:12 და სამორინო ქალაქში ზედიზედ მესამედ პირველობა აღარ დაანება, მაგრამ თანდათან ისე დაილეწა, რომ კანადაში ვეღარაფერი გააწყო მდევარ ინგლისთან - ჯგუფში * 12:12 დაუზავდა, თასზე კი * 7:19 დამარცხდა
ბოლო ხანს დადგენილი ტრადიციით, ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ საუკეთესონი:
ლას’ვეგასში "ფინალის გმირად" აფრიკელი როსკო სპეკმანი სცნეს, "ეტაპის მოჩაუქე" კი გახდა ფიჯელი ვატემო რა’ვოუ’ვოუ - 47 ქმედება (14 ბოჭვა, 4 გარღვევა, 5 ოფლოუდი, 24 სოლო)
ვანქუვერში ორივე ჯილდო ინგლისელმა დენ ნორთონმა იხელთა: ეტაპზე 7 ლელო რომ გაიტანა, საკარიერო რეკორდში (244) შეეზიარა კენიელ ქოლინზ ინჯერას, ჩაუქობაში კი 56 ბალი მოაგროვა (12 ბჭვ, 10 გრღ, 2 ოფლ, 32 სოლ)
მკურნალობა ჭირდებათსერიის ბოლომდე ოთხი ტურნირიღა რჩება
4 ეტაპის მომგებ ლიდერს - აფრიკას 23 ქულით ჩამორჩება 2 ეტაპზე გამარჯვებული ინგლისი, 26 ქულით - წინა ორი სეზონის ჩემპიონი ფიჯი და 42-ით - სერიის 12-გზის ფალავანი ზელანდია, ვინაც ისე დაკნინდა, რომ ფინალში ჯერ ვერ გასულა
ფიჯი ფინალში 3-ჯერ იყო და ბლიც’ბოკესთან დამარცხდა. იაპებმა ზე’რაგბში გაუშვეს კვოხა სმითი (ლნზ) და სიბელო სენატლა (სთო), გუნდის ექიმის, ქალბატონ ლი გორდონის თანახმად კი:
სეზონის ბოლომდე იუქმებენ ჯასთინ ხედულდი და სტეფან დიპენარი; აზიის წყვილ ეტაპზე ვერ იჩაუქებს სპეკმანი; და კიდევ სამ კაცს - ბრანკო დიუ’პრეს, რუან ნელსა და სესილ აფრიკას - ჭირდება დასვენება და მკურნალობა
შვიდკაცის მსოფლიო სერიაXVIII სეზონი * 2016-17
(( ვიდეო’თორენთები იხილეთ საითზე, სტატიაში, შედეგებში ))V ეტაპი * 3-5/03 ლას ვეგას (შტატები)
<< ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)
(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / საფრანგეთი 1-2, უელსი 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, შტატები 2-1 / სამოა 1-2, ჩილე# 0-3
(გ) არგენტინა 2-0*1, ზელანდია 2-1 / კენია 1-1*1, რუსეთი 0-3
(დ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
აფრიკა (ა1) 17:14 ავსტრალია (დ2)
არგენტინა (გ1) 19:21 შტატები (ბ2)
ფიჯი (დ1) 31:12 კანადა (ა2)
ინგლისი (ბ1) 0:19 ზელანდია (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
აფრიკა 20:17 შტატები
ფიჯი 19:14 ზელანდია
<< ფინალი
(XIII) უელსი 21:19 იაპონია
ალაფა (IX) კენია 21:14 სამოა
(V) ინგლისი 10:7 ავსტრალია
ბრინჯაო (III) შტატები 19:15 ზელანდია
ოქრო + თასი (I) აფრიკა 19:12 ფიჯი
<< აფრიკა
1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 3 დილან სეიჯ, 6 სივივე სოიზვაპი, 10 სესილ აფრიკა, 11 როსკო სპეკმან, 12 რუან ნელ *
4 ზეინ დევიდს, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 8 სტეფან დიპენარ, 9 ჯასთინ ხედულდ, 13 სტედმან ხანს * მწ) ნილ პაუელ
VI ეტაპი * 11-12/03 ვანქუვერ (კანადა)
<< ჯგუფები
(ა) აფრიკა(+43), ინგლისი(+40) 2-0*1 / კენია 1-2, ჩილე# 0-3
(ბ) ფიჯი(+20), არგენტინა(=0) 2-1 / უელსი(-1) 2-1, სამოა 0-3
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(დ) ზელანდია 3-0, კანადა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
აფრიკა (ა1) 36:7 კანადა (დ2)
შტატები (გ1) 14:12 არგენტინა (ბ2)
ზელანდია (დ1) 12:14 ინგლისი (ა2)
ფიჯი (ბ1) 28:10 ავსტრალია (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
აფრიკა 14:10 შტატები
ინგლისი 40:7 ფიჯი
<< ფინალი
(XIII) შოტლანდია 24:19 იაპონია
ალაფა (IX) უელსი 19:12 სამოა
(V) ზელანდია 17:14 არგენტინა
ბრინჯაო (III) ფიჯი 28:24 შტატები
ოქრო + თასი (I) ინგლისი 19:7 აფრიკა
<< ინგლისი
1 რიჩარდ დე’კარპანტიე, 2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 5 ჯეიმზ როდველ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენ ბიბი *
8 თომ ბოუენ, 9 ჩარლთონ ქერ, 10 რურეიდ მაკ’ქონოქი, 11 იზენ ვოდლთონ, 12 ალექს დევის, 13 ვილიამ ედვარდს * მწ) საიმონ ამორ
ქულა (+00 სხვაობა)
ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1
126 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლას’ვეგას);
103 ინგლისი (2თ: ქეიპ’თაუნ ვანქუვერ);
100 ფიჯი; 84 ზელანდია; 67 შტატები; 62 ავსტრალია;
57 არგენტინა; 53 შოტლანდია; 51 უელსი;
44 კანადა; 41 საფრანგეთი; 40 კენია;
30 სამოა; 18 რუსეთი; 12 იაპონია (ვარდება) /
6 ჩილე##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##
განრიგი1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)
თასის მფლობელი1999-2017 (152 ეტაპი) 55 ზელანდია -
30 ფიჯი; 26 აფრიკა; 18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია
სერიის ჩემპიონი ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010
@