იშვიათი ნავსიშვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ფინიშზე სქოთებმა შარშანდელივით იპირველეს ლონდონშიOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))შოტლანდია შვიდკაცის სამშობლოა, მაგრამ "მსოფლიო სერიის" ეტაპი პირველად ერთი წლის წინღა, თვიქნემში მოიგო. სქოთებმა წლეულს დუბლი შეასრულეს, და იშვიათი ნავსიც გატეხეს - 112 წელში, რაგინდარა ნაკრებით, პირველად (!) ძლიეს ზელანდია
სერიის ჩემპიონი ვადამდე - სეზონის ბოლოს’წინა ეტაპზე, პარიზშიგაირკვა: აფრიკა 10 ტურნირში 10-ჯერვე მოხვდა ზედა რვეულში, 8-ჯერ უწია ნახევარ’ფინალსა და ფინალს, და 5 ტიტულს დაეუფლა, რითაც ჯამში 28 ქულით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი - ინგლისი
"ბლიც ბოკე" ლონდონში ჯგუფში ძლია შტატებმა * 24:12, მეოთხედ’ ფინალში კი - დენ ნორთონის მიერ, სირენის შემდეგ გატანილი ლელოთი - ინგლისმაც * 17:12 რასობრივად ჭრელმა გუნდმა სინ’ყოფილის ფინალი მაინც მოიგო, "საოცნებო შვიდეულში" კი მისგან ორად-ორი კაცი აიყვანეს მენცრებმა
ფინალის გმირიჯგუფში ორჯერ დამარცხდა ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი - კანადასთან* 19:22, ზელანდიასთან * 21:27, სამი წლის შემდეგ პირველად დარჩა თასს მიღმა და ბოლოს ალაფა’ღა (ყოფილი ფიალა) შემართა
შაბათს, მზე რომ პირს იბანდა, სამ-სამჯერ იმარჯვეს მხოლოდ ინგლისმა და ზელანდიამ. კვირას, მეოთხედ’ ფინალში, კივებმა 21:0 მოუგეს ტაიმი სქოთებს, მაგრამ ამათ მეორეში 4 ლელო იქეთ დაუდეს *24:21
შოტლანდიას ნახევარ’ფინალში გაუძალიანდა შტატები - ფიჯელმა ჯო ნაია’თავოუმ ბოლო შეტევით გაამარჯვებინა ბრიტებს, ფინალში კი,40,102 ქომაგის თვალწინ, მასპინძელ ინგლისთან, გადამწყვეტი ლელო "ფინალის გმირის" - მარქ რობერთსონის - პასით გაიტანა კაპიტანმა სქოთ რიდელმა
უფრო სისხლ’სავსეინგლისს 2009 წლის აქეთ ვეღარაფრით მოუგია თავისი ეტაპი. საგაისო მსოფლიო თასის მე-13 საგზური დაიბევა სამოამ; დარჩენილი 11 რეგიონულ შესარჩევებში გათამაშდება, სერიიდან კი გავარდა წელს შემოსული იაპონია
"ეტაპის უჩაუქესი" გახდა ნორთონი - 58 ქმედება (16 ბოჭვა + 10 გარღვევა + 5 ოფლოუდი + 27 სოლო), მაგრამ სერიის ჯამში ერთი, კინკილა წერტით მაინც ჩამორჩა უელსის კაპიტანს, სემ ქროსს: 101 + 29 + 63 + 166 = 359
შემდეგი სეზონი ტრადიციულად დუბაი’ში გაიხსნება და უფრო სისხლ’ სავსეც იქნება: გადანაცვლდა ზელანდიისა და ავსტრალიის ეტაპები; კივებმა ტურნირი ჩამოართვეს ველინგთონს და გადასცეს ჰემილთონს, ეგებ "ჩიფსის" ბინაზე მაინც მოაწყდეს ხალხი სეირსო, კანონიკურ 10 ეტაპს კი ნაღდად დაჩრდილავს ორი ვეება შეჯიბრი:
"ბრიტანეთის თანა’მეგობრობის" თამაშები - ავსტრალიაში, და შვიდკაცის "მსოფლიო თასი" - კალიფორნიაში!
შვიდკაცის მსოფლიო სერიაXVIII სეზონი * 2016-17ბოლო, X ეტაპი * 20-21/05 ლონდონ (ინგლისი)
ჯგუფები(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)
(ა) შტატები^ აფრიკა 2-1 / კენია^ უელსი 1-2
(ბ) არგენტინა(+28) შოტლანდია(+16) / საფრანგეთი(-17) 2-1, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია 3-0, კანადა 2-1 / ფიჯი 1-2, იაპონია 0-3
(დ) ინგლისი 3-0, ავსტრალია 2-1 / სამოა 1-2, ესპანეთი# 0-3
მეოთხედ’ფინალიშტატები (ა1) 31:14 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 21:24 შოტლანდია (ბ2)
ინგლისი (დ1) 17:12 აფრიკა (ა2)
არგენტინა (ბ1) 7:28 კანადა (გ2)
ნახევარ’ფინალიშოტლანდია 21:14 შტატები
ინგლისი 24:5 კანადა
ფინალი(XIII) სამოა 24:19 რუსეთი
ალაფა (IX) ფიჯი 26:14 უელსი
(V) აფრიკა 28:17 ავსტრალია
ბრინჯაო (III) კანადა 22:19 შტატები
ოქრო + თასი (I) შოტლანდია 12:7 ინგლისი
შოტლანდია1 სქოთ რიდელ^კაპ, 2 დაგი ფაიფ, 3 ჰიუ ბლეიქ, 6 მარქ რობერთსონ,9 ჯორჯ ჰორნ, 10 სქოთ ვაით, 11 ჯეიმზ ფლემინგ -
4 გრეისონ-ჯონ ჰართ, 5 გლენ ბრაის, 7 ჯემი ფარნდელ, 8 ჯოსევა ნაია’თავოუ, 12 ჯექ ქასბერთ * მწ) ქელამ მაკ’რეი
ქულა(( ცხრილი უკეთ ჩანს სათიზე, სტატიაში ))ად 2017 (2016) სულ დუბ ქეპ ველ სიდ ლას ვნქ ჰნკ სინ პარ ლონ
1 აფრიკა (2) 192 22 19 22 22 22 19 19 12 22 13
2 ინგლისი (8) 164 17 22 10 19 13 22 10 17 15 19
3 ფიჯი (1) 150 19 13 19 13 19 17 22 10 10 8
4 ზელანდია (3) 137 10 17 12 17 15 13 13 13 17 10
5 შტატები (6) 129 8 10 5 12 17 15 15 19 13 15
6 ავსტრალია (4) 113 13 5 7 15 12 10 17 15 7 12
7 შოტლანდია (10) 109 12 15 17 1 5 3 8 7 19 22
8 კანადა (13) 98 3 3 15 3 10 10 10 22 5 17
9 არგენტინა (5) 90 5 7 13 10 10 12 12 3 8 10
10 უელსი (12) 73 15 10 5 10 3 8 2 8 5 7
11 საფრანგეთი (11) 66 10 8 10 7 5 1 5 5 10 5
12 კენია (7) 63 5 12 8 2 8 5 7 10 1 5
13 სამოა (9) 51 7 1 3 5 7 7 1 5 12 3
14 რუსეთი (14) 29 1 5 2 8 1 1 5 2 2 2
15 იაპონია (=) 20 1 1 1 5 2 2 3 1 3 1
# ჩილე 6 - - - - 1 5 - - - -
# უგანდა 4 2 2 - - - - - - - -
# პაპუასეთი 2 - - 1 1 - - - - - -
# ესპანეთი 2 - - - - - - - - 1 1
# კორეა 1 - - - - - - 1 - - -
# ჰონკონგი 1 - - - - - - - 1 - -
ეტაპები: დუბაი (არბ), ქეიპ’თაუნ (აფრ), ველინგთონ (ზელ), სიდნი (ავს), ლას ვეგას (აშშ),
ვანქუვერ (კან), ჰონკონგ (ჩინ), სინგაპურ (სნგ), პარიზ’ი (სფრ), ლონდონ (ინგ)
ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1
სეზონის ლაურეატებიშვიდეული: ქრის დრაი, როსკო სპეკმან (აფრ); კალიონე ნასოკო, ჯერი ტუვაი (ფიჯ); დენი ბარეთ, პერი ბეიქერ (აშშ); დენ ნორთონ (ინგ)
უჩაუქესი: 359 სემ ქროს (უელ), 358 დენ ნორთონ (ინგ), 339 პერი ბეიქერ (აშშ), 310 ჯასთინ დაგლას (კან), 306 გერმან დავიდოვ (რუს), 305 მარქ რობერთსონ (შტლ)
ახალბედა: მატიას ოსადჩუკ (არგ)
მელელოვე: 57 პერი ბეიქერ (აშშ); 51 დენ ნორთონ (ინგ); 40 ჯასთინ დაგლას (კან); 32 სიბელო სენატლა (აფრ), ჯეიმზ ფლემინგ (შტლ)
თასის მფლობელი1999-2017 (156 ეტაპი) 55 ზელანდია - 31 ფიჯი; 27 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;
1 საფრანგეთი შტატები კენია კანადა
სერიის ჩემპიონიზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010
ლელო: 261 დენ ნორთონ (ინგ); 244 ქოლინზ ინჯერა (კენ); 230 სანტიაგო გომეს-კორა (არგ);
220 ბენ გოლინგზ (ინგ); 192 თიმ მიქელსონ (ზელ); 189 სიბელო სენატლა; 179 ფაბიან იურის (აფრ)
XIX სეზონი * 2017-181 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 26-27/05 პარიზ’ი (სფრ)
10 2-3/06 ლონდონ (ინგ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)
@