Lexterშენ რა ლინკიც დადეს, არის შვიდკაცას მთავარი სპონსორის რეპორტი,
სადაც ჩვეულებრივი სადღეგრძელოებია მოყვანილი.
საერთოდ არაფერია მაგ რეპორტში იმაზე, რომ 15 კაცა ოდესმე შეიძლება შეავიწროოს.
მთავარი არის წამყვანი სარაგბო ქვეყნები.
კენია 16 წელია რაგბის მსოფლიო სერიას თამაშობს. წელს შესარჩევი რომ მოიგონ, შვიდკაცას
ყველა მიღწევას დაჩრდილავრნ

15 კაცაში ესპანეთი მსოფლიოზე გასვლას რომ ზეიმობდა, იმის მეასედი გამოხმაურება
არ ჰქონია შვიდკაცაში ოლიმპიადაზე გასვლას.
იგივე პორტუგალიაში,2007 მსოფლიოზე გასვლა, მაშინ როდესაც 10 წელი მსოფლიო სერიას თამაშობდნენ.
17 მილიონ დოლარს, 2 კვირის წინ უემბლიზე, სარასენსი-ჰარლიქვინსი იყო, ეგ დაწერდა

ქვეყნებში სადაც რაგბის პატარა კულტურა მაინც არსებობს, შვიდკაცას დიდ რაგბთან
არასოდეს ექნება შანსი. რაგბის მთავარი მუღამი რაცაა, რის გამოც შეიყვარა ხალხმა რაგბი, ის მინიმალურადაა ამ თამაშში. ფორმატიც ხელს უშლის, წარმოუდგნელია 14 საათი სტადიონზე ჯდომა ყოველ შაბათ კვირას.
სწორედ ამიტომ იშვიათად ტარდება.
ოლიმპიადის ბანძ სახეობებს, ან ისეთ სახეობებს, როგორიც წყალბურთია, დედას უტირებს რა თქმა უნდა.
ქალებისთვისაც კარგი სპორტია.
წლევანდელ მსოფლიოზეც, სან ფრანცისკოში,მაგარი მონაცემები იქნება. მეორე ეშელონის
სპორტებში, ნაღდად ლიდერი გახდება. მაგრამ იაპონიის მსოფლიოს და წამყვანი
სარაგბო ქვეყნების ეკონომიკები რომ ნახო, წარმოუდგენლად დიდი უფსკრულია.
This post has been edited by SGG on 7 Apr 2018, 13:54