ლაფ-ბურთი ცარიელ ლუჟნიკში სენსაცია’უხვი შვიდკაცა ამჯერად ლოგიკურად დასრულდა: ცარიელი ლუჟნიკის დატბორილ მოედანზე "მსოფლიო თასი" "მსოფლიო სერიის" 11-გზის ჩემპიონმა, ზელანდიამ შემართა, საქართველომ კი ურუგვაისთან მე-19 ადგილი გაიყო.http://Qaflan.netai.net/2013მეზობლის დაცინვა ვერაფერი საქციელია, მაგრამ ბლეფიცაა და ბლეფიც: შეჯიბრის გახსნამდე ორი დღით ადრე რუსეთის რაგბის ფედერაციის თავკაცი, ძველი კომკავშირელი ვიაჩესლავ კაპიოვი ბრძანებდა, სამ დღეზე 108 ათასი ბილეთი გავასაღეთო. არადა, 78-ათასა სტადიონზე მაქსიმუმ 300 (სამასი!) მოსეირე შეიკრიბა.
ირბ-მაც ტრადიციულად წაიტრაბახა, ტურნირს 29 არხი 19 ენაზე აწვდენს 152 ქვეყნის 321 მილიონ ოჯახს, რაც ახალი რეკორდიაო, და ამ "ბროუდ’ქასთერთა" სიაც მოიტანა, მაგრამ მასში ჩვენი "მეცხრე არხის" ყოფნა ვერაფერი შეღავათი იყო, რაღაი ქართულმა რაგბის თემმა შეჯიბრს ისევ სთრიმებით (იაპონურითაც კი!) უცქირა, თვალები დაიღალა და ნერვებიც მოიშალა.
უდისციპლინობა მოგვეძალასასწაულს არ ველოდით და პულიდან ქვედა რვეულში, ფიალაზე დავეშვით. შტატებმა გაგვისწრო და ბოლოს მოდუნდა; ზელანდიას ამაოდ ვუტიეთ; კანადას ორი ლელოთი ვუგებდით, მაგრამ იმათ უცებ გაგვაბითურეს; ჰონკონგი ჩვენზეც სუსტი გამოდგა; იაპონიას კი კარგა ხანს ვუგებდით, მაგრამ ისევ უდისციპლინობა მოგვეძალა: იმათ მეორე სინბინით იხეირეს და სირენის შემდეგ ჯარიმაც გაგვიტანეს.
ზელანდიას "შვიდკაცის მსოფლიო თასი" აქამდე ერთადერთხელ, 12 წლის წინ, ლომუს ხანაში მოეგო. ამჯერად სამართალმა პური ჭამა. კივებმა ყველანი გააბურთავეს. სინი კანადას ერგო, ფიალა კი მასპინძლებს დარჩათ. ირბ’ელი წამყვანები მაყურებლის სიმცირეს ბოლო ას (!) წელში უმაგალითო პაპანაქებით ამართლებდნენ.
მაშინ ტაროსმა (სლავურმა პერუნმა) ისმინა ადამის მოდგმის მორიგი ტყუილი და სასჯელად ჭექა-ქუხილი მოუვლინა. ამის გამო ზელანდია - ფიჯის ნახევარ’ფინალი დიდი ხნით შეწყდა და შეჯიბრი გრაფიკს ჩამორჩა, ირბ-ის ახირებით ხელოვნურ "ფილდ თერფზე" დაგებული ბალახი კი ისე წახდა, რომ შეჯიბრის ყველაზე საინტერესო ნაწილი წყალ- და ლაფ-ბურთის ნაზავად იქცა.
შვიდკაცის VI მსოფლიო თასიპარ-კვი 28-30/06 @ მოსკოვი, ლუჟნიკი
<< პულები
ა ავსტრალია(+54) საფრანგეთი(+21) 2-0*1 // ტუნისი(-48) 1-2, ესპანეთი 0-3
ბ აფრიკა 3-0 / შოტლანდია(-23) 2-1 / იაპონია(-35) რუსეთი(-47) 0-2*1
გ კენია 3-0 / სამოა(+31) 2-1, ზიმბაბვე(-21) 1-2 / ფილიპინები 0-3
დ ზელანდია 3-0 / კანადა(-11) 2-1, შტატები(-1) 1-2 / საქართველო 0-3
ე უელსი 3-0, ფიჯი(+87) 2-1 / ტონგა(-18) 1-2 / ურუგვაი 0-3
ვ ინგლისი 3-0 / არგენტინა(+31) პორტუგალია(-10) / ჰონკონგი(-68) 1-2
<< პლეი’ოფი
თასი = ექვსივე პირველი + ორი უკეთესი მეორე /
სინი = ოთხი უარესი მეორე + ოთხი უკეთესი მესამე /
ფიალა = ორი უარესი მესამე + ექვსივე მეოთხე>> თასის მეოთხედ’ფინალი
აფრიკა 10:12 ფიჯი
ზელანდია 26:10 უელსი
ინგლისი 21:17 ავსტრალია
კენია 24:19 საფრანგეთი
>> თასის ნახევარ’ფინალი
ზელანდია 17:0 ფიჯი
ინგლისი 12:5 კენია
>> ფინალები
ფიალა (XVII) რუსეთი 29:5 იაპონია
სინი (IX) კანადა 19:12 სამოა
ბრინჯაო (III) ფიჯი 29:5 კენია
თასი (I) ზელანდია 33:0 ინგლისი
<< ზელანდია
2 თიმ მიქელსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 6 ტომასი თამა, 7 ბრაის ჰიმ,
8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 11 კურტ ბეიქერ * 1 პიტა აჰკი,
3 სემ დიქსონ, 5 ლოტე რაიკამბულა, 10 ვაისაკე ნაჰოლო, 12 დევიდ რაიკუნა * მწ) გორდონ თიჩენს
<< ქულა
49 ნეითან ჰირაიამა (კან; 43 მეტუისელა ტალემბულა (ფიჯ;
38 მეკო კვირიკაშვილი (საქ; 36 ჯილის კაკა (ზელ; 32 ტერი ბურაუა (სფრ, ხავიერ როხას (არგ; 30 ჰამფრი კაიანგე (კენ, ლიო ლოლო (სამ)
<< ყველა ჩემპიონი
ფიჯი 1997 2005; ზელანდია 2001 2013; ინგლისი 1993, უელსი 2009