ევროპა კი, ჰონკონგი ვეღარ ბუქარესტში სასწაული არ მოხდა - საქართველოს "შვიდკაცა" ევროპის "გრან პრიზე" საგაისოდაც დარჩა,
მაგრამ 2014 წელს ვერც ჰონკონგში იჩაუქებს და ვეღარც თვიქნემში >>>
http://Qaflan.netai.net/20132013 წელმა ხუთი საშვიდკაცო ვოიაჟი დაიტია: ჰონკონგი, ლონდონი, ლიონი, მოსკოვი და ბუქარესტი. ჩინეთში ვივარგეთ და მოვხვდით ლონდონში, სადაც ხელი მოგვეცარა და 2013-14 წლების სეზონისთვის "მსოფლიო სერიის" ბობოლა 15-ეულში ვერ შევიჭერით.
მერე იყო ლიონის კატასტროფა, სადაც ევრო-სერიის ისტორიაში ეტაპზე პირველად დავიჭირეთ ბოლო ადგილი და გავარდნის კანდიდატები შევიქენით.
თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ ლუჟნიკში, მსოფლიო თასზე და XIX ადგილი გავიყავით, ამასობაში კი ფირა აერ-მა ააორთქლა მანჩესთერის (ინგ @ 14-15/09) ეტაპი და ამოცანა გაგვირთულა.
იმედის სხივიბუქარესტში ალაგ-ალაგ რიგიანად ვიშვიდკაცეთ და ზოგჯერ ისევ სუსტად, მაგრამ იმედის სხივმა გამოანათა - საქართველოს პირველობაზე მორაგბე ბიჭებს ღვაწლ-მოსილ და მარად-მოუცლელ ლეგიონერებზე არა-ნაკლებ შეძლებიათ ნავარდი და პასაობა.
აქცენტი ამიერიდან მათზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ უნიათო ფირა აერ-მა 4-ეტაპა სერია წელს ორამდე დაკუმშა, რის გამოც 20 პერსპექტიული ჯეელი საშვიდკაცოდ რომც გამოვყოთ, მათ ვერ დავტვირთავთ, რაკი მსოფლიო სერიის შესარჩევშიც ვეღარა ვართ.
არადა, შვიდკაცა "ოლიმპიური რაგბია. 2016 წელს, რიოში, კაცთა ოდენ 12 გუნდი იასპარეზებს, ჩვენ კი შარშანდელი შედეგი - ევროპაში VIII ადგილიღა გავიმეორეთ. ისევ დაშავდა გოშა შკინინი, ჰონკონგის საგზურები კი პულური სტადიის დასრულების’თანავე დაიბევეს რუსეთმა და იტალიამ, ვინც შვიდკაცაში აქამდე ვერ მაგრობდა.
ევროპის [ფირა აერ] გრან პრი 2013<< I ეტაპი. ლიონი (სფრ) @ 8-9/06
საქართველო - პული) ესპანეთი 7:26, რუმინეთი 10:26, ინგლისი 12:20, უკრაინა 34:5, უელსი 7:40; ფიალა) იტალია 7:19, უკრაინა 5:19 * დავიკავეთ ბოლო, XII ადგილი ^ თასი) ინგლისი 33:5 რუსეთი
საქ: რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ) ლ, ზურაბ ძნელაძე (აია) ლ, ირაკლი ღვინჯილია (ლოკ) 4ლ სბ, შავლეგ მახარაშვილი (ბთმ, რეზო გიგაური (სფრ) 2ლ, ლევან გოგოლაშვილი (არმ) 2ლ, გიორგი ჯიმშელაძე (არმ) 2ლ, ბახვა კობახიძე (არმ, თორნიკე ცერცვაძე (ლელ, გიორგი ბიწაძე (ლოკ) 2ლ, ირაკლი გეგენავა (ლელ, ივა დავითაშვილი (აკდ)
<< II ეტაპი. ბუქარესტი (რუმ) @ 21-22/09
საქართველო - პული) პორტუგალია 0:7, რუმინეთი 19:14, იტალია 5:14, უელსი 24:7, ინგლისი 7:24; სინი) გერმანია 22:7, პორტუგალია 10:24 * დავიკავეთ VI ადგილი ^ თასი) ინგლისი 31:7 საფრანგეთი
საქ: ძნელაძე (აია) 3ლ, ჯიმშელაძე (არმ, კობახიძე (არმ, რატი ნუცუბიძე (არმ, დიტო კალანდაძე (ჯიქ, ცერცვაძე (ლელ) სბ, გიორგი შკინინი (არმ) ლ, გიორგი კალმახელიძე (არმ) 4ლ, ბიძინა სამხარაძე (რუმ) ლ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ) ლ სბ, გოგოლაშვილი (ყოჩ) 4ლ, ხარაზიშვილი (ჯიქ) ლ
<< ქულა: 40 ინგლისი; 33 საფრანგეთი რუსეთი; 24 პორტუგალია; 18 იტალია; 17 უელსი შოტლანდია;
11 საქართველო, 10 რუმინეთი; 9 ესპანეთი გერმანია - 3 უკრაინა (გავარდა; 2014 შეცვლის ბელგია)
<< საქართველო ევრო-შვიდკაცაზე
2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII, 2008 III, 2009 V, 2010 V, 2011 VI, 2012 VIII, 2013 VIII<< ყველა ჩემპიონი
პორტუგალია 8 2002-2006 2008 2010-2011
რუსეთი 2 2007 2009
ინგლისი 2 2012-2013
მსოფლიო სერიის [ირბ] XV სეზონი 2013-141 12-13/10 გოულდ ქოუსთ (ავს)
2 29-30/11 დუბაი (არბ)
3 7-8/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)
4 24-26/01 ლას ვეგას (აშშ)
5 7-8/02 ველინგთონ (ზელ)
6 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)
>> სერიის ჩემპიონი
ზელანდია 11 2000-2005 2007-2008 2011-2013
ფიჯი 1 2006
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010
>> თასის მფლობელი
1999-2013 (118 ეტაპი: 46 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი
@