ფიჯი, შტატები, ბრიტანეთი ლონდონში, შვიდკაცის მსოფლიო სერიის ფინიშზე,
ჩემპიონი გახდა ფიჯი;
ეტაპი შტატებმა მოიგეს,
რიოს საგზური კი ბრიტანეთს ერგოhttp://Qaflan.netai.net/2015ეტყობა, თვალში ნაცარს გვაყრის დუბლინური ოფიციოზი, თვიქნემი ვიქენდზე 116 219 ფანმა მოიხილაო.
ერთი რომ, ეკრანზე ცარიელი იარუსები და მეჩხრად შევსებული პარტერი მოჩანდა, და მეორეც, ბრიტანეთის რაგბის თემის გულის’ყური "ავივასა" და "გინესის" დასკვნით რაუნდებს მიეპყროთ.
ინგლისმა შაბათს პულში რომ მოსრა ჯერ ბრაზილია 56:7 და შემდეგ კენია 40:0, თასის მეოთხედ’ფინალში თამაში დაიბევა, რითაც სერიის კიბეზე ავსტრალია ვეღარ დაეწეოდა. ამით (სრულიად) ბრიტანეთმა რიოს საგაისო (2016) ოლიმპიადის მეოთხე საგზური მიიღო.
27-ვე პულურიმიზანს’წეული ინგლისი პულის ფინიშზე მოძმე შოტლანდიასთან 19:22 დამარცხდა, აფრიკამ კი შტატებთან 12-ქულიანი ფორა გაანიავა და 12:21 რომ წააგო, ოთხეულში მეორე ადგილზე დააფინიშა და მეოთხედ’ ფინალში მეტოქედ სწორედ რომ სერიის ლიდერი, ფიჯი დაუჯდა.
კუნძულელებმა სერიაში 27-ვე პულური თამაში მოიგეს და კონკურენტიც 19:7 ძლიეს, რითაც ჯამური პირველობა დაიბევეს. აფრიკას ორი ლელო სავენათა რავათამ დაუდო, ერთი - ოსეა კოლინისაუმ, და ფიჯი 2006 წლის აქეთ პირველად შეიქნა ფალავანი.
ფიჯის წინსვლით პირველობის იმედი ზელანდიასაც რომ გადაეწურა, ინგლისთან 17:21 წააგო. ჰოდა, გრანდები თასის ნაცვლად სინის ფინალშიღა შეიყარნენ. 12-გზის ჩემპიონმა კივებმა 26:14 ძლიეს "ბლიც ბოკე", მაგრამ 2 ქულით მაინც ჩამორჩნენ და მესამე ადგილზე დარჩნენ.
60-ათასიანი შარინათელი მიზნის ქონა რომ აუცილებელია, ნახევარ’ფინალში გამოჩნდა: ავსტრალიამ 26 ქულით გააბურთავა ფიჯი, შტატებმა კი 31-ით ინგლისი! სერიის ახალმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მატჩი მაინც მოიგო, გალაღებულმა იანკებმა კი აფრიკისა და რაგბის სამშობლოს ჯობნა არ იკმარეს და ჩაროზად ოზებიც გააპამპულავეს * 45:22
ასე და ამგვარად, შტატებმა თასი პირველად შემართეს 136-ე ეტაპზე. გამოცხადდა, რომ 2018 წელს ისინი სან’ფრანცისკოსა და სან’ხოსეში შვიდკაცის "მსოფლიო თასსაც" უმასპინძლებენ, გუნდში კი ბლომადა ჰყავთ "ამერიკის სამოელები" და თავიანთივე ზანგები.
ფათერაკი შეემთხვა კენიელ ქოლინზ ინჯერას - კარიერის მე-200 ლელო რომ გაიტანა, გეტრიდან მარქერი დააძრო და ჩოგბურთელთა წაბაძვით, ავტოგრაფები დაასვა ბურთსა და ტელე’კამერის ლინზას. ამით მიამიტი ოსტატი 60-ათასიან შარში გაეხვია, რაკი ჩოგბურთელები თურმე შლად მარქერს ხმარობენ და არა მუდმივს!
პარიზი ამჯობინეს"მსოფლიო რაგბს" საგაისო სერიის საბოლოო განრიგი ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ სვლაგეზი კი უკვე ჩამოქნა.
სიახლე საკმაოდაა:
(1) მენიუს დაემატა კანადის ეტაპი, რომელიც ვანქუვერში ჩატარდება.
(2) ავსტრალიაში ვეება სიდნიმ წაართვა ტურნირი კურორტ გოულდ’ ქოუსთს, აფრიკაში კი "დედა ქალაქმა" ქეიპ’თაუნმა - საზანგეთის გულს, პორთ ელიზაბეთს.
(3) ზე’რაგბული გარიგებით, იაპონიის ეტაპი გადაეცა აზიელ კონკურენტს, სინგაპურს, შვიდკაცის უმუღამო სამშობლოს - შოტლანდიას კი მახვებშმა ეშხიანი პარიზი ამჯობინეს.
შვიდკაცის მსოფლიო სერიაXVI სეზონი (2014-15)IX ეტაპი * 16-17/05 @ თვიქნემ (ინგ)
<< პულები (# მიწვეული)
(ა) ფიჯი 3-0, კანადა 2-1 / სამოა 1-2, არგენტინა 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, იაპონია 0-3
(გ) შოტლანდია 3-0, ინგლისი 2-1 / კენია 1-2, ბრაზილია# 0-3
(დ) შტატები 3-0, აფრიკა 2-1 / საფრანგეთი 1-2, პორტუგალია 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
ფიჯი (ა1) 19:7 აფრიკა (დ2)
შოტლანდია (გ1) 19:31 ავსტრალია (ბ2)
შტატები (დ1) 29:10 კანადა (ა2)
ზელანდია (ბ1) 17:21 ინგლისი (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
ავსტრალია 33:7 ფიჯი
შტატები 43:12 ინგლისი
<< ფინალი
ფარი (XIII) იაპონია 21:19 საფრანგეთი
ფიალა (IX) კენია 26:12 არგენტინა
სინი (V) ზელანდია 26:14 აფრიკა
ბრინჯაო (III) ფიჯი 26:12 ინგლისი
თასი (I) შტატები 45:22 ავსტრალია
<< შტატები
2 მატაი ლეუტა, 3 დანი ბარეთ, 6 ენდრიუ დურუთალო, 7 ფოლაუ ნიუა, 8 მაკა უნუფე, 10 მედისონ ჰიუზ^კაპ, 11 პერი ბეიქერ *
1 ქარლინ აილზ, 4 გერეთ ბენდერ, 5 სრეთონ პალამო, 9 ნეით ოგსპერჯერ, 12 მართინ იოსეფო * მწ) მაიქ ფრაიდი
მსფ7 2014-15 ჯამი გლქ დუბ პეზ ველ ლას ჰნკ ტოკ გლზ ლონ1 ფიჯი 164 22 17 12 13 22 22 17 22 17
2 აფრიკა 154 15 22 22 17 17 17 19 13 12
3 ზელანდია 152 13 15 19 22 19 19 13 19 13
4 ინგლისი 132 17 10 10 19 12 10 22 17 15
5 ავსტრალია 120 10 19 17 12 13 13 7 10 19
6 შტატები 108 8 5 13 10 15 12 8 15 22
7 შოტლანდია 89 5 12 10 15 5 8 12 12 10
8 არგენტინა 80 12 13 15 7 7 10 2 7 7
9 კანადა 67 3 3 8 3 10 5 15 10 10
10 სამოა 64 19 8 2 2 5 15 5 3 5
11 საფრანგეთი 61 7 7 5 8 10 7 10 5 2
12 უელსი 55 10 10 5 5 2 5 5 8 5
13 კენია 46 2 2 7 10 8 3 1 5 8
14 პორტუგალია 28 5 5 3 5 3 1 3 2 1
15 იაპონია 21 1 1 1 1 1 2 10 1 3
# ბრაზილია 3 . 1 . . 1 . . . 1
# ამერ’სამოა 1 1 . . . . . . . .
# ბელგია 1 . . . . . 1 . . .
# ზიმბაბვე 1 . . 1 . . . . . .
# პაპუასეთი 1 . . . 1 . . . . .
# რუსეთი 1 . . . . . . . 1 .
# ჰონ’კონგი 1 . . . . . . 1 . .
ეტაპები: გოულდ ქოუსთ (ავს, დუბაი (არბ, პორთ ელიზაბეთ (აფრ, ველინგთონ (ზელ, ლას ვეგას (აშშ, ჰონკონგ (ჩინ, ტოკიო (იაპ, გლაზგო (შტლ, ლონდონ (ინგ)
ოთხი უკეთესი: ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ინგლისი (ბრიტანეთი) გავიდა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
საგაისოდ (2015-16) იაპონიის ნაცვლად შემოვიდა რუსეთი
ლელოწელს: 47 სიბელო სენატლა (აფრ; 42 სავენათა რავათა (ფიჯ; 40 სემი კუნატანი (ფიჯ; 32 ქარლინ აილზ (აშშ, ქემერონ ქლარქ (ავს; 31 პამა ფოუ (ავს; 30 ჯო ვებერ (ზელ, სამოა ტოალა (სამ)
სულ: 230 სანტიაგო გომეს-კორა (არგ; 220 ბენ გოლინგზ (ინგ; 203 ქოლინზ ინჯერა (კენ; 188 დენ ნორთონ (ინგ; 179 ფაბიან იურის (აფრ; 161 მიკაელე პესამინო (სამ; 160 თიმ მიქელსონ (ზელ; 151 ენდრიუ თერნბელ (შტლ)
სერიის ჩემპიონიზელანდია 12 2000 2001 2002 2003 2004 2005 2007 2008 2011 2012 2013 2014
ფიჯი 2 2006 2015
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010
თასის მფლობელი1999-2015 (136 ეტაპი:
52 ზელანდია - 27 ფიჯი; 21 აფრიკა; 16 ინგლისი;
10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები
XVII სეზონი (2015-16)1 დუბაი (არბ)
2 ქეიპ’თაუნი (აფრ)
3 ველინგთონი (ზელ)
4 სიდნი (ავს)
5 ვანქუვერი (კან)
6 ლას ვეგასი (აშშ)
7 სინგაპური (სნგ)
8 ჰონკონგი (ჩინ)
9 პარიზი (სფრ)
10 ლონდონი (ინგ)
@