გაიხარე

პ.ს.
ხალხო!
ერთი რამ გაიგეთ, ძალიან გთხოვთ.
ბიჭებს ათამაშებენ იმ რაგბის, რომელიც ადამიანმა უნდა ისწავლოს ბავშვობიდან. ესენი კი იძულიებულები არიან ახლა დაიწყონ ამის სწავლა.
გამოვა? არ გამოვა? არ ვიცი, ვნახოთ. მაგრამ რაგბის განვითარება თუ გვინდა, უნდა ვცადოთ. თორემ ერთი ადგილის ტკეპნა გამოგვდის.
რა თავში სახლელად გვინდა ერთა თასზე მოგებული 40:0-ები, თუ მსოფლიოზე 2 თამაშის მოგებაც კი შემდეგ ფანტასტიკის სფერო იქნება.
მოდი შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა გვინდა:
გვინდა რაგბის სწავლა? მაშინ მოდი ეს ჭყიპინ-ჭყუპუნა ტურნირი გამოვიყენოთ ვარჯიშისათვის (პირველ ადგილზე მაინც გავალთ).
სამაგაიეროდ 2015-დე კიდევ 2 წელიწადზე მეტი გვაქვს.
ეგება და დავამუღამოთ? არ გინდათ რომ იქ ნამიბიის გარდა ტონგასაც ვშმუთოთ? ხო კარგი იქნება არა 2 თამაშის მოგება?
ჰოდა მოდი რა, გამოვიყენოთ ეს ბელგია-ესპანეთ-რუსეთები სავარჯიშო "გრუშებად". მოვუგოთ წვალებით, მოვუგოთ ოფლით. მაგრამ რაღაცა ახალი ვისწავლოთ პროცესში. თორემ როდემდე უნდა ვიყოთ საფრანგეთის ჩემპიონატისათვის შეკრინების ხარების პასტავშიკები და მეტი არაფერი?
თანამედროვე რაგბიში ხელდახელ თამაშის გარეშე თამაშებს აღარ იგებენ. 9, 10, 15 ნომრების გარეშე თამაშებს აღარ იგებენ.
ბოლო-ბოლო ის მაინც გამოდნება ამ საქმიდან, რომ ბავშვები აღარ გავზარდოთ არასწორად. თორემ თაობები დავკარგეთ ხალხო.
კი, ერთა თასზე ვბლატაობდით და ვიბლატავებდით, მაგრამ მეორე-მესამე ხარისხის გუნდათ დავრჩებით ყოველთვის, თუ არ გადავეწყვეტ. გვინდა? მე არ მინდა.
თან რა გინდათ. საინტერესოც არის ბოლო-ბოლო... ნერვიულობის გარეშე მოგებულ თამაშს რა გემო აქვს