რვა ლელო ყოჩის პატივსაცემად ბორჯღალოსნებმა დასკვნით საათში 8-ჯერ დაალელოვეს ესპანეთი და გუნდიდან მორჭმული გააცილეს კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე >>>
35 წლის "აბუმ" 14-წლიანი სანაკრებო კარიერა 85 კეპით, 39 ყოჩობით, რუსეთის 11 ძლევით და 7 ლელოთი დაასრულა. იგი შეიქნება "ერთა თასის" ერთადერთი 6-გზის მფლობელიც, თუ შაბათს, არკულზე, რუმინეთს კიდევ დავამარცხებთ და ანაც "მუხებს" ფრეს დავაჯერებთ.
ესპანეთი კავკასიაში ადრიანად ჩამოვიდა და საგულდაგულოდაც ივარჯიშა, მაგრამ მხოლოდ პირველ მეოთხედში შეგვინელა ბურთი და პინგ-პონგშიც აგვიყოლია. მერე ქართველები ისე ავბურთავდით, რომ ხშირად ვერ გაარკვევდი, ვინ ბექი იყო და ვინ ფორვარდი, და სხარტი პასაობით ფრთებზე სამ-ოთხ კაცა მეტობასაც ვიღებდით.
რვა ასე დაიდო:პირველ ლელოზე, თერნოვერიდან, აბუმ ჯერ კაჭარავა დაგეზა და მერე ბასილაია. მეორეზე ჯერ მჭედლიძემ იარა, მერე შარიქაძემ, მერე მიქაუტაძემ და ბოლოს ისევ შარიქაძემ, მესამე კი აბუს ბოქს-ქიქს მოყვა იმის და მიუხედავად, რომ სემპერემ ხმალაძეს ხელში ურტყა.
მეორე ტაიმში, მეოთხე ლელოზე, შარიქაძისგან მიღებულით კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა და მაჩხანელს უპასა. მეხუთეზე ხმალაძე გაძვრა და ზირაქაშვილი მიყვა, აქეთ ჩამოთამაშებისას კი მაჩხანელმა შორს მიაწოდა დათუნაშვილს და ამან - კუთხეში კაკოვინს.
მეექვსეზე მეკომ ბრმად გაუშვა პასი; მეშვიდეზე ხმალაძის სოლო მჭედლიძემ დააბოლოვა, მერვეზე კი მანვე, 5-მეტრა შერკინებიდან, მოკლე ფრთაზე იყოჩაღა. ორი რიგიანი ლელო "ლომებმაც" დაგვიდეს, ოღონდაც მაგ დროს მატჩის ბედი კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო.
რეფი ეშმაკობას მიუხვდაპირველი რაუნდის მსგავსად, მართლ’მადიდებლებმა სხვაგანაც ძლიეს კათოლიკეები და თან პრემია აიღეს.
რუმინეთს ყოჩაღად დაუდგა ბელგია, მაგრამ "სტეჟარის" შერკინებამ ააგორა მოლი, დაიმსახურა საჯარიმო ლელო, მეტოქის შეგორებაზეც იძალა და მგეზავსაც "კამფეტივით ბურთი" მიართვა, რუსებმა კი მესამე მეოთხედში "ლობუშს" მღლეტელის გაძევებით იხეირეს.
რეფი "დათვებსაც" მისდგა და კაცი სამჯერ (!) გაუსინბინა. ლუზიტანთა ორმა ქიქერმა შესვენებამდე 6 ჯარიმა შეაგდო. მერე სტუმართა ახოვანმა ფორვარდებმა ორჯერ იძალეს, პორტუგალთა ლელოს შემდეგ კი ლეალმა ოვალი ბარემ ათი მეტრით წაწია მოედნის გრძელი ღერძისკენ, მაგრამ რეფი ეშმაკობას მიუხვდა, მაინც ფრთიდან დაარტყმევინა და ბურთი კარს აცდა.
ერთა თასი 2013მეოთხე რაუნდი
საქართველო$ 61:18 ესპანეთისაქ: კვირიკაშვილი (წიკლაური 69) მჭედლიძე კაჭარავა შარიქაძე მაჩხანელი <10-9> ხმალაძე აბუსერიძე^კაპ (ხუციშვილი 64) / კაკოვინი (ჟვანია 54) ბელქანია (ნატრიაშვილი 54) ქუბრიაშვილი (ზირაქაშვილი 48) მიქაუტაძე (ჩხაიძე 64) დათუნაშვილი; კოლელიშვილი გორგოძე (სუთიაშვილი 58) ბასილაია - 8ლ: ბასილაია (1 6) შარიქაძე ხმალაძე მაჩხანელი კაკოვინი მჭედლიძე (7 8) 6გ: კვირიკაშვილი 4, წიკლაური 2; 3ჯ: კვირიკაშვილი
ესპ: სემპერე მ.ტუდელა ბლანკო (მარშალ 30) ნავა გოია (ქართერ 41) <10-9> სიმპსონ სერეტო (ფეიხო 41) / გურგენაძე (ჰაჩინსონ 53) ლასა (ანაჯა 58) მორენო (ორტის 53, სბ 80) ქუქ (პარქერ 58) რეკვერდა; მაგუნასელაია^კაპ (ხ.ტუდელა 58) როლს პარდო (მორენო 80+1) - 2ლ: მ.ტუდელა ქართერ; გ 2ჯ: სიმპსონ
რეფ გეფიქინ (ირლ) შაბ 9/03 @ თბილისი, ვაკე
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.ESP.09.03.2013.mp40:3(6) 3:3(9) 3:6(12) 6:6(22) 13:6(24) 20:6(29) 23:6(33) 30:6(37) /
35:6(46$პ) 40:6(50) 40:13(63) 47:13(68) 47:18(71) 54:18(74) სბ(80ე) 61:18(80+4)
ბელგია 14:32 რუმინეთი$ლ: თ.დემოლდერ; 3ჯ: ვილიამს -
4ლ: რადოი საჯ მაკოვეი დიმოფტე; 3გ: ვლაიკუ; 2ჯ: ვლაიკუ დიმოფტე
რეფ აილენდ (შტლ) @ ბრიუსელი, ეიზელ’2
3:0(3) 3:5(4) 3:8(15) 6:8(30) 6:15(36) 9:15(40) /
9:22(42) 9:29(56$პ) 14:29(65) 14:32(72)
პორტუგალია 23:31 რუსეთი$ლ: ეშტევეშ; 6ჯ: ლეალ (1 2 5) მერკეშ (3 4 6) / სბ: ბარდი -
4ლ: ოსტროუშკო კულიომინ წემნოვ არწემიევ; 4გ: ს.იანიუშკინ 3, სუგრობოვ; ჯ: იანიუშკინ / სბ: ვოლკოვ მაკოვეცკი გერასიმოვ
რეფ მატე (სფრ) @ კუიმბრა, კონსეისაუ
3:0(5სბ) 3:3(9) 6:3(18) 9:3(22) 9:10(24) 12:10(31) 15:10(33) 18:10(39სბ) /
სბ(44პ) 18:17(47) 18:24(50) 23:24(56სბ) 23:31(67$პ)
25 წლის [1989-2013] მონაგარი151 თამაში [55 შინ, 63 გარეთ, 33 ნეიტრ]
91 მოგება - 55 წაგება * 5 ფრე
ქულა 3491:2806 [+685]
ლელო 424/291 [+133]
ესპანეთთან [2000-2013]
13თ (7შ 6გ) 9-3*1 ქ 436:210, ლ 63/22
14 ერთა თასზე [2000-2013]
69თ [34შ 32გ 3ნ] 54-12*3
ქ 2102:911 [+1191] ლ 280/74 [+206]
სულ 220 ბორჯღალოსანი [#220 ზურაბ ჟვანია]
86 ბექი, 125 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 207, ხოლო ფორვარდებმა 217 ლელო
24 კაპიტანი [* პირველი]
39 აბუსერიძე
37 ზედგინიძე
12 მჭედლიშვილი ცაბაძე
11 ობოლაძე
7 ძაგნიძე
5 ლაბაძე
3 ლიპარტელიანი* ჯიმშელაძე უდესიანი ზიბზიბაძე
2 კაცაძე ბოლღაშვილი მაჩხანელი
1 ხვედელიძე ფხაკაძე რაფავა ნადირაძე ხამაშურიძე დიდებულიძე შველიძე ზირაქაშვილი კაჭარავა ჩხაიძე
ლელო23 ირაკლი მაჩხანელი
22 მამუკა გორგოძე [2 საჯ]
18 მალხაზ ურჯუკაშვილი
17 თედო ზიბზიბაძე
15 ილია ზედგინიძე [2 საჯ] ბესიკ ხამაშურიძე
14 ბესო უდესიანი [5 საჯ]
13 დავით კაჭარავა
12 გია ლაბაძე
11 აქვსენტ გიორგაძე
10 არჩილ ქავთარაშვილი, ლევან ცაბაძე
@