ერთბაშად სამი ტიტული საქართველო - რუმინეთის ბუღრაობა ისტორიაში პირველად რომ დასრულდა ფრედ, ბორჯღალოსნებმა მეექვსედ მოიგეს "ერთა თასის" ხის ფარი, მერვედ - ჯერაც დაუკანონებელი, კიბერ-სივრცეშიღა არსებული "უმცროსი ექვსი ერი" და მეშვიდედ - ოქრო’ცურვილი ბრინჯაოს "ანთიმოზ ივერიელის თასი"http://Qaflan.netai.net/2013გადამწყვეტი ბრძოლა ბუქარესტში, "ტრიუმფალური თაღის" ციცქნა სტადიონზე შედგა. უელსელი რეფი შემტევს ბოჭვაზე ერთობ დიდხანს აცლიდა ბურთის შენარჩუნებას, რის გამოც სეირი მთლად წახდა, ევრო-კავშირის წევრმა, რაგბის დიდი ტრადიციის მქონე ქვეყანამ კი ვეღარ მონახა გაწაფული რეჟისორი და ეკრანზე ვერც თაიმერი აანთო.
ვირაგბეთ ისე, როგორც შეჯიბრის უმეტეს მატჩებში: დაცვაში ზე-აგრესიულად, შეტევაში კი სხარტად, კვაზი-კივურ ყაიდაზე. ჩლუნგმა სტეჟარმა პირველ ტაიმში სამი ჯარიმა აგვკიდა შერკინებაში - თითო ორივე ბურჯსა და ერთიც მარბიელს, სხვაფრივ კი, როცა ბურთი იხელთა, სულ ოთხ-კაციანი, დაშორიშორებული ჯგუფებით გვეძალა.
25 მეტრიდანლელო არ დადებულა. ჩვენ ნაღდი შანსი გვქონდა 11’ წუთზე (3:0, იმათ 52’(6:9) და 55’(9:9) წუთებზე. ბორჯღალოსნებმა გადასარევად რომ წაიბურთავეს, ზიბზიბაძეს მიზნამდე სამი მეტრი დააკლდა, ხმალაძემ კი უზუსტოდ გადაუკიდა ბასილაიას.
იმათგან ჯერ აპოსტოლმა გაფლანგა მეტობა, მერე - ბურჯმა ურსაკემ, ვლაიკუმ კი ბოლოჯერაც რომ გააფრევა, შემდეგ ჯერზე კარს ააცილა 25 მეტრიდან. ომი ამის მერე კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა, მაგრამ შევინარჩუნეთ ფრე, რომელმაც ერთბაშად სამი ტიტული მოგვიტანა.
ნერვებმა უმტყუნესჩვენი შერკინება შეცვლებით დასტაბილურდა. მასპინძლისთვის თავი რომ უნდა მოექონა თემიდას, კიდის მსაჯმა დასკვნითი ათი წუთის დადგომისას სუთიაშვილს ურჯუკობა მოუგონა და გაასინბინებინა, მაგრამ აქაც ნერვებმა უმტყუნეს ვლაიკუს - ამჯერად 53 მეტრიდან ააცილა კარს, შემდეგ ეპიზოდში კი აბრაგანის ასაღებად ამხტარი ბასილაია დასცა და თავადაც წაბრძანდა განსაწმენდელში.
აქედან მოყოლებული, სტეჟარი ჩვენს ნახევარზე აღარ გადმოვუშვით. ჭიდილში დრო უსაშველოდ გაიწელა. მესამე წამატებულ წუთზე, რაქში გვერდიდან შესვლისთვის, იმათ მაინც ერგოთ ჯარიმა. სხვა რა გზა ჰქონდა და ფერკუმ 59 მეტრიდან, ლამის კიდიდან დაჰკრა კარში, მაგრამ მიზნამდე ბევრი დააკლდა.
http://psoni.ge/?menuid=5&id=4598ერთა თასი 2013ბოლო, მეხუთე რაუნდი
საქართველო 9:9 რუმინეთისაქ: კვირიკაშვილი მჭედლიძე ზიბზიბაძე შარიქაძე (კაჭარავა 19) მაჩხანელი^კაპ <10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 76) /
კაკოვინი (ჟვანია 68) ბრეგვაძე (ნატრიაშვილი 49) ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 49) ჩხაიძე (დათუნაშვილი 50) მიქაუტაძე (სუთიაშვილი 54 სბ 73) კოლელიშვილი გორგოძე ბასილაია - 3ჯ: კვირიკაშვილი
რუმ: ფერკუ აპოსტოლ (ნიაკშუ 71) დასკელუ (გალ-მინია 28-34, 47) ვლაიკუ სბ 75, მატეი <10-9> დიმოფტე სურუ’ჯიუ /
ლაზერ (პუნჯა 74) რედოი (კეპეცინა 71) იონ (ა.ურსაკე 50) ვ.ურსაკე სირბე (კოსტე 63) ლუკაჩ (ა.მიტუ 76) მაკოვეი^კაპ კარპო - 3ჯ: ვლაიკუ
რეფ დევის (უელ) შაბ 16/03 @ ბუქარესტი, არკულ
3:0(8) 3:3(16) 3:6(21) 6:6(31) ნახ(40+2) /
9:6(44) 9:9(53) სბ(73ს) სბ(75რ) ბოლო(80+5)
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/ROM.vs.GEO.16.03.2013.mp4# ფრეზე "ანთიმოზის თასი" მფლობელს რჩება
რუსეთი$ 43:32 ბელგია$7ლ: გრესევ კულიომინ (2 6) საჯ გერასიმოვ წემნოვ გ.ცნობილაძე; 4გ: კლიუჩნიკოვ / სბ: ცნობილაძე კულიომინ -
4ლ: მირიალაკის ნანა ბერჟე საჯ; 3გ 2ჯ: ვილიამს / სბ: ფერსხელდენ
რეფ ბლესანო (იტა) @ სოჭი, მეტრეველი
5:0(8) 5:3(12) 5:10(18) 10:10(22) 17:10(37) 17:13(39) /
24:13(49$პ) 29:13(54) სბ(60რ) 29:18(63) 36:18(67) 36:25(71) სბ(71ბ) სბ(75რ) 36:32(80+1$პ) 43:32(80+4)
ესპანეთი 9:9 პორტუგალია3ჯ: სიმპსონ (1 3) ნავა / სბ: ლასა ქუქ -
3ჯ: ლეალ (1 3) მერკეშ / სბ: ბეკუ მურე
რეფ მარშა (სფრ) @ კომპოსტელა, სან ლასარო
3:0(4) სბ(13პ) 6:0(17) სბ-სბ(40) /
6:3(47) 6:6(63) 6:9(70სბ) 9:9(80+)
25 წლის [1989-2013] მონაგარი 152 თამაში [55 შინ, 64 გარეთ, 33 ნეიტრ]
91 მოგება - 55 წაგება * 6 ფრე
ქულა 3500:2815 [+685]
ლელო 424/291 [+133]
<< რუმინეთთან [1998-2013]
17თ (7შ 8გ 2ნ) 8-8*1, ქ 310:324, ლ 26/29
ანთიმოზის თასზე [2002-2013] 7-5
>> 14 ერთა თასზე [2000-2013]
70თ [34შ 33გ 3ნ] 54-12*4
ქ 2111:920 [+1191] ლ 280/74 [+206]
>> სულ 220 ბორჯღალოსანი
86 ბექი, 125 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 207, ხოლო ფორვარდებმა 217 ლელო
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 18 Mar 2013, 13:11