ძალზე ვცდილობ, არ ვწერო, არ დავიწყო, ვიწყებ და მერე გრძლად გამომდის, მაგრამ... ხანდახან მაინც ხელი წამცდება ხოლმე

უკვე, მინიმუმ, 3 წელი და უკვე 4 გვერდია ვისმენ ამ თემის „ღეჭვას“. აღარ დაადგა საშველი, არ ეღირსა დამთავრება. არ უნდა ამ კაცს ნაკრებში თამაში და რატომ აწვალებთ არ მესმის?
3 წლის ისტორია ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში:
- არ დაუძახეს, ეწყინა;
- დაუძახეს, არ ჩამოვიდა, არ შეატყობინა;
- არ დაუძახეს, ეწყინა;
- დაუძახეს, არ ჩამოვიდა, არ შეატყობინა;
- არ დაუძახეს, ეწყინა;
- დაუძახეს, არ ჩამოვიდა, არ შეატყობინა;
- არ დაუძახეს, ეწყინა;
- დაუძახეს, არ ჩამოვიდა, არ შეატყობინა;
აღარ მოგწყინდათ ან თქვენ ყიჟინი დაუძახეთო და მისი არჩამოსვლის „გაპრავება“, ან იმას ამდენი წყენა? არ მესმის.
ერთ რამეზე ხომ ყველა თანახმაა, რაგბი - კაცური თამაშია, მე აქ გენდერულ სხვაობას არ ვგულისხმობ. მაშინ მე მეორეს დავამატებ, მე რა მგონია კაცურ საქციელად...
კაცობის მაგალითია, ზიბზიბაძე, რომელსაც არ იწვევდნენ, მაგრამ როდესაც მიეცა შანსი, გამოვიდა და დაამტკიცა, რომ ჩამოსაწერი ნამდვილად არაა.
კაცობაა ისიც, რაც აბუსერიძემ გააკეთა, მოვიდა, გვაჩუქა ბოლო, ულამაზესი თამაში, ლამის კი არა, აგვატირა და იქით თქვა მადლობა.
კაცია შკინინი, დიდხანს არ იძახებდნენ, დამსახურებულად, დაუმსახურებლად, ვისთვის როგორ, წყენაც ჰქონდა ამიტომ, მაგრამ როგორც კი დაუძახეს, მაშინვე მოვიდა, არ უთქვამს, ჩემი თამაში ირლანდიასთან ნანახი ხომ გაქვთო.
კაცია ბეგაძე, აბუსერიძის გამოსამშვიდობებლ მაჩში არც დაუძახეს, გარეთ დარჩა, მაგრამ არ გამოუკიდია პლაკატი, მეკუთვნოდა მეც თამაშიო, ან და რატომ არ ეკუთვნოდა?
კაცია გორგოძე, თუ ფეხზე დგას, თამაშობს და ერთხელ არ უთქვამს მარტივ თამაშებზე არ დამიძახოთო.
კაცია ზირაქიშვილი, კაცია ქუბრიაშვილი და არა იმიტო რომ ტრავმებით თამაშობდნენ ჩემპიონატზე, არამედ იმიტომ, რომ ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ მოსულა გულშემატკივრებამდე.
ბევრი კაცია საქართველოში, და იქიდან უამრავი, სწორედ ქართულ რაგბში, ნუ მიწყენენ ვინც არ ვახსენე, შეუძლებელია ყველას ჩამოთვლა, ყველა მიყვარს და ყველათი ვამაყობ. მათაც აქვთ თავიანთი ხასიათი, მათაც სწყინთ რაღაც, ტკივათ, აღაშფოთებთ, მაგრამ ხმა არ ისმის, ჩუმად მოდიან, დგანან, ვარჯიშობენ, იბრძვიან. მათ კარგად იციან აქსიომა - ერთი უნდა შეეწყოს ყველას, მაშინ არის გუნდი ძლიერი.
მოდის რაგბის ახალი გაგება საქართველოში, თამაშის ახალი სტილი, როგორ გგონიათ, მათთვის ადვილია? ხომ არა, მაგრამ ვინმე წუწუნებს? თუ პირიქით, ჩვენი ბრალია, ჩვენ ვერ ვასრულებთო, ჯერ.
და არის ჟღენტი, რომელსაც სულ სწყინს, ან სულ რაღაც მიზეზი აქვს რომ არ ჩამოვიდეს და რომელსაც ყველამ უნდა გაუგოს, ყველა უნდა მოეფეროს, ძალზე „რანიმია“, რა...
ეხლა კი შეხედეთ U18 და იმას, თუ როგორ რაგბს თამაშობენ ეს ბიჭები. ხვალ, ისინი გრიგალივით შემოიჭრებიან დიდებში და ვაი რომ ზოგიერთების ადგილი შეიძლება საერთოდ აღარ დარჩეს, ხსენების დონეზეც კი.
მაპატიეთ, ასეთი გრძელი ექსკურსის გამო.
This post has been edited by Dr NULL on 14 Mar 2013, 12:59