გილოცავთ ხალხნო და ვულოცავ ბიჭებს.
ტურნირის ყველაზე ცუდად ჩატარებული მატჩი და იტალიას მაინც მოვუგეთ. ირლანდიასთან რავარც ვითამაშეთ ეგრე რომ გვეთამაშა ერთ 20 ქულას მოვუგებდით ამ იტალიას.
ბიჭებო იცოდეთ, რომ ეს უელსი ირლანდიაზე სუსტია. უნდა მოიგოთ!
ამ ფურუნკული უნივერსიტეტის გამო ვერ ვნახე თამაში.
ვინმემ არ ჩაიწერა თამაში რამე პროგრამით?

P.S. ისე რატომ არიან ზომით ყოველთვის ჩვენზე დიდები. დიდ ნაკრებში ნაღდად არ გვაქვს ეგ პრობლემა. არასწორე საკვები დანამატებით ვარჯიშობენ ჩვენი ბიჭები აქ აშკარად.
ეგ ისედაც შესამჩნევია = საფრანგეთში მყოფი ლეგიონერები (თუნდაც ფედერალ ერთში), აშკარად უფრო მალე და ადვილად კრიფავენ წონას ვიდრე შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები. აგერ ჯაბამ რაც ტულუზაში გადავიდა ერთი 10 კილო მოიმატა.
სპორტულ მედიცინას მივხედოთ და ამ ჩვენ "ჟილკიან" ჯანს ეგეც რომ დაემატება იტალია გახდება ბულკის ბულკი
SGGმწვრთნელს ბევრი იცნობს ფორუმიდან, ბევრიც მეგობრობს. ის რომ დღეს გუნდმა ვერ ითამაშა, არ ნიშნავს, რომ ხელით ვერ თამაშობენ = ეგ წინა თამაშებში დაამტკიცეს. დღეს იყო ენით აღუწერელი ნერვიულობის ფაქტორი და ბიჭებმა ვერ მოახერხეს კონცენტრირება.
მიუხედავად ცუდად თამაშისა იტალიას მაინც მოუგეს. გავიხაროთ ცოტა - შეცდომებზე კი ტურნირის დასრულების მერე შეგვეძლება საუბარი თავად "ინტელექტთან მწყრალად მყოფ" მწვრთნელთანაც. შეგიძლია პირადად უთხრა მას შენიშვნები
This post has been edited by Love The Sun on 26 Mar 2013, 20:40