ჩააქცევინე და უტანე! მძლეთამძლე შერკინებისა და ჩუბინი დამრტყმელის მყოლმა "ლომებმა"
ჯერ-არნახული სხვაობით მოუგეს გადამწყვეტი რკენა ავსტრალიას
და "თომ რიჩარდსის თასი" ბრიტანეთში წაიღეს >>>
http://Qaflan.netai.net/2013მესამე, სიდნეის ტესტის წინ ბრიტთა კივმა გურუმ, უელსის მოძღვარმა ვორენ გეთლენდმა 15-ეულში ათი შეგირდი ჩაწერა და 23 კაციდან სულ ამოშალა ირლანდიელი ვარსკვლავი ბრაიან ო’დრისქოლი, რითაც ფანთა რისხვა დაიმსახურა, მაგრამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ავსტრალიის კივმავე მწყემსმა, რობი დინსმა ხუთ-წლიანი კარიერის ნადირს (უდაბლეს წერტილს) უწია: ლიდერები გადაეღალა, იღბალმაც ზურგი შეაქცია და 10 ნომრად რომ ამოიჩემა მარდი, მაგრამ ვერაფრის შემოქმედი ჯეიმზ ო’ქონორი - ადრე თუ გვიან მოხსნიან.
რაგბმაც კიდევ გამოაჩინა გონჯი, ჩრდილოური იერი, რომელსაც ირბ-ში მოპარპაშე კელტები დაჰკაკანებენ: მთავარია მეტოქე მიწოლაში დაჯაბნო, რაგინდარა მანძილიდან კარში დასარტყმელი ჯარიმები მოიპოვო, შექმნა ქულათა მარაგი და მერე ვეღარაფერს დაგაკლებს მობურთალი გუნდი, რომელსაც შერკინების ... უბრალოდ ეშინია!
სასტიკად მოერივნენლომები თავიდანვე წინ გაიჭრნენ. ოზებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ჩამორჩენა სამამდე დაიყვანეს. აქ ბრიტებმა ბექებით ლელო დადეს. ოზები საათის თავზე გახელდნენ, მაგრამ ფუჭად. ჰოდა, გამოფიტულ ლიდერთა შეცდომებით ლომებმა ორჯერაც დაალელოვეს მეტოქე.
თამაში მასპინძლებისთვის კატასტროფულად დაიწყო: ვილ გენიას დაუვარდა ქიქოფი, ფრანგმა რეფმა შერკინებაში უმალ თავისუფალი დანიშნა, ლომებმა გაათამაშეს, ირლანდიელი თომი ბოუ და უელსელი კაპიტანი, ალუნ-ვინ ჯოუნზი მიეძალნენ, შემდეგ ფაზაში კი ინგლისელი ბურჯი, ალექს კორბისიერო ლელოში გადაგორდა.
ჩამორჩენილმა ვოლაბებმა პირველივე ჯარიმა კიდეს დაუმიზნეს, მაგრამ უელსელმა რიჩარდ ჰიბარდმა ნაჩქარევად ხმობილი ბებერი, ჯორჯ სმითი დაურეტიანათ, უელსელმა ლი ჰაფპენიმ კი შუახაზიდან შეაგდო ბოჭვაზე რგებული ჯარიმა * 10:0. მალევე ბრიტების პირველი ხაზი სამჯერ სასტიკად მოერია ოზებისას და ანგარიში 19:3 გახდა, გასინბინებული ბენ ელიგზანდერი კი სეკორე კეპუმ შეცვალა.
ფრთაზე გაილაღაოზებმა ამით შერკინებაში შვება იგრძნეს, მაგრამ უმალ დაუშავდათ ნალიგარი ვარსკვლავი იზრაელ ფოლაუ. ლომებმა 20 ფაზა აკინძეს და ჯონათან სექსთონმა არეკნი ააცილა. ქერთლი ბილმა დაიწყო კონტრ-შეტევა და ფოლაუს დუბლიორი, ჯესი მოგი ლელოსკენ გაიჭრა, მაგრამ ინგლისელი მეორე-ხაზელი (!) ჯეფ პარლინგი კოჭში მიწვდა.
ვოლაბებმა სირენის შემდეგ ლელო მაინც დადეს - მოგებული შერკინებიდან ო’ქონორმა ახლოდან იძალა და იხერხა. განახლდა თამაში და ქრისჩენ ლეალიაფანომ ორი ჯარიმა დაკრა, მაგრამ უელსელმა ადამ ჯოუნზმა აჯობა ბენ რობინსონს და ჰაფპენიმ მეოთხედ (!) გაიტანა შერკინებაში გამომუშავებული ჯარიმა * 22:16
ლომთა ბექები აქამდე თამაშ-ნახევარი ზრდილობისთვისღა ათამაშებდნენ ბურთს, მაგრამ უცებ ჯონათან დევისმა გაჭრა ხაზი, ჰაფპენიმ ფრთაზე გაილაღა და შიგნით დაუბრუნა სექსთონს. ამაზე ავსტრალია გადაირია და საათის თავზე წითელ ზოლში დაბანაკდა, მაგრამ ბურჯ რობინსონს კონტაქტში გააგდებინეს ოვალი.
სერიის გმირიიქვე გენიამ უხეიროდ მოიგერია, ჰაფპენიმ გამოაქცუნა და მეგობარს, ჯორჯ ნორსს გაატანა ბურთი * 34:16. ამით სერიის ბედი გადაწყდა. ოზები წახდნენ. უელსელმა ჯემი რობერთსმა შექცეული პასით 25 მეტრიდან გაიჯეჯილა, ბოლო ჯარიმა კი ბრიტებმა კიდეზე დაარტყეს და დერეფანში 12 კაცი ჩააყენეს, მაგრამ მამა-პაპური მოლი დაეშალათ.
რიჩარდსის თასი შტატიანმა, ფინიშზე დაშავებულმა კაპიტანმა - სემ ვორბერთონმა და მისმა მოადგილემ, ჯოუნზმა შემართეს. სერიის გმირად სცნეს 24 წლის ჰაფპენი, ვინც ლელოთა შემზადების გარდა, გოლებით 49 ქულა მოიხვეჭა და რეპეტიტორის, უელსელივე ნილ ჯენქინსის 1997 წლისეული, აფრიკული შედეგი რვით გააუმჯობესა.
არ ჩქარობენნამატჩევს გენიამ აღიარა, წაგება ჩემი ბრალიაო. სმითმა ბრძანა, იაპონიაში ვბრუნდები და ნაკრებში ნუღარ მიხმობთო. გეთლენდმა გამარჯვება კი შეიფერა, მაგრამ ეგეც შენიშნა, ო’დრისქოლის გამო ნაწვნევი ლანძღვა მეწყინაო.
გურუსვე თქმით, ოთხი წლის შემდეგ (2017) საზელანდიოდ, ბრიტებმა სეზონი ადრე უნდა დაასრულონ და უკეთ მოემზადონ. სხვაფრივ, ტურნემ გაამართლა - ავსტრალიაში მატჩებს 400 ათასამდე მოსეირე დაესწრო, კავშირი კი დინსის მოხსნას არ ჩქარობს.
არადა, ვოლაბებს შემდეგი ტესტი 6 კვირის თავზე (17/08) სიდნეიშივე ელით - "ოლ ბლექსს" ხვდებიან ფალავნობის (ოთხი ერი) სტარტზე და "ბლედისლოუს თასზეც"
ბრიტანეთი ავსტრალიაშიბოლო, მეცხრე მატჩი * მესამე ტესტი
ავსტრალია 16:41 ლომებიავს: ბილ ფოლაუ (მოგ 28) ეშლი-ქუპერ ლეალიაფანო ტომანე <10-9> ო’ქონორ გენია (ფიპს 70) /
რობინსონ (სლიპერ 67) მორ (ს.ფაინგა 56-63, 73) ელიგზანდერ სბ 25 (კეპუ 36)
დაგლას (სიმონს 63) ჰორვილ ^კაპ; მოუენ სმით (ჰუპერ 5-9, კეპუ 28-35, ჰუპერ 68) პალუ (მაკ’ქალმან 61) -
ლ: ო’ქონორ; გ 3ჯ: ლეალიაფანო
ლომ: ჰაფპენი ბოუ დევის რობერთს (ტუილანგი 70) ნორს <10-9> სექსთონ (ფარელ 64) ფილიპს (მარი 52) /
კორბისიერო (ვუნიპოლა 68) ჰიბარდ (თ.იანგს 48) ად.ჯოუნზ (ქოულ 56)
ავ.ჯოუნზ^კაპ პარლინგ (გრეი 68) ლიდიეთ ო’ბრაიენ (თიპურიქ 60) ფალეტაუ (თიპურიქ 56-59) -
4ლ: კორბისიერო სექსთონ ნორს რობერთს; 3გ 5ჯ: ჰაფპენი
რეფ პუატ (სფრ) @ 6/07 სიდნი, ეი’ენ’ზედ (83 702)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...79&d=13731174040:7(3) 0:10(8) 3:10(9) 3:13(13) 3:16(16) 3:19(26სბ) 10:19(40+3) /
13:19(42) 16:19(46) 16:22(52) 16:29(58) 16:34(65) 16:41(70) ^ სერია 1-2
სქრამ.კომ-ის სტატისტიკა
@ 8/07 = განსხვავდება 6/07 მონაცემებისგან!
ბურთის ფლობა 44-56, ტერიტორია 47-53%
გაქცევა 108-110 (423-339 მეტრი, გარღვევა 4-6
პასი 126-94, ოფლოუდი 12-10
ფეხით 24-29, სადგამიდან 4/4-8/9
ბურთი რაქიდან 65-77, აცლა 12-18
ბოჭვა 121-132, გატარება 19-18
დაჯარიმება 11-11
თავისი*მეტოქის შერკინება 3*0-10*3
დერეფანი 12*2-10*1
წინსვლა (მეტრი: 87 ბილ, 64 ო’ქონორ, 40 ტომანე გენია, 36 მოგ, 24 მაკ’ქალმან, 23 ფოლაუ, 22 ეშლი-ქუპერ -
88 ჰაფპენი, 55 ნორს, 31 რობერთს, 28 სექსთონ, 25 დევის ფალეტაუ
ბოჭვა: 14 მოუენ, 13 პალუ, 12 ჰორვილ, 9 ეშლი-ქუპერ ო’ქონორ რობინსონ, 8 დაგლას კეპუ, 7 მორ სმით -
13 ავ.ჯოუნზ ო’ბრაიენ, 10 დევის პარლინგ, 9 ლიდიეთ, 8 სექსთონ, 7 რობერთს კორბისიერო თიპურიქ
გატარება: 3 ლეალიაფანო გენია, 2 ტომანე ფიპს ჰუპერ პალუ -
3 პარლინგ, 2 რობერთს სექსთონ ად.ჯოუნზ ო’ბრაიენ
დაჯარიმება: 3 კეპუ (სხვები?) - 2 ო’ბრაიენ
ბურთის კარგვა: 4 ტომანე, 3 მოგ, 2 მოუენ სმით - 3 ფალეტაუ, 2 ბოუ დევის ჰიბარდ
ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: ბილ 7/13/15, ო’ქონორ 8/14/8, გენია 6/51/8, ფიპს 0/10/0 -
სექსთონ 9/11/6, ფილიპს 5/41/6, მარი 2/15/4
ჯილა: პალუ 6/9, მორ 4/8, სმით 3/8, მოუენ 3/7, ტომანე 1/3/6 -
ჰაფპენი 6/6/10, ავ.ჯოუნზ 4/12, ფალეტაუ 1/11, ნორს კორბისიერო 2/8, დევის 4/2/4, ბოუ 1/2/6
ლომების ლაშქრობანი მსოფლიო თასის ხანაშიწელი სად ტურნე სამ’ტესტა სერია
1989 ავს 12: 11-1 2-1 12:30 სიდ 19:12 ბრი 19:18 სიდ
1993 ზელ 13: 7-6 1-2 18:20 ქრს 20:7 ველ 13:30 ოქლ
1997 აფრ 13: 11-2 2-1 25:16 ქეპ 18:15 დურ 16:35 იოჰ
2001 ავს 10: 7-3 1-2 29:13 ბრი 14:35 მლბ 23:29 სიდ
2005 ზელ 11: 7-4 0-3 3:21 ქრს 18:48 ველ 19:38 ოქლ
2009 აფრ 10: 7-2*1 1-2 21:26 დურ 25:28 პრე 28:09 იოჰ
2013 ავს 10: 8-2 2-1 23:21 ბრი 15:16 მლბ 41:16 სიდ
2017 ზელ
2021 აფრ
ავს: ბრი ბრისბენ, მლბ მელბურნ, სიდ სიდნეი
აფრ: დურ დურბან, იოჰ იოჰანესბერგ, პრე პრეტორია, ქეპ ქეიპთაუნ
ზელ: ველ ველინგთონ, ოქლ ოქლენდ, ქრს ქრაისთჩერჩ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 8 Jul 2013, 14:23