მარცხი მუღამის მოსამატებლად ავსტრალიაში მოგზაურმა "ბრიტანეთის ლომებმა" პირველი ტესტის წინ დაგეგმილი მარცხი იწვნიესhttp://Qaflan.netai.net/2013ლომთა ლაშქრობის სვლაგეზი დეტალურად რომ დაიწერა, სცენარიც დაისახა. სამი ტესტი ხომ შაბათსაა და ორი გამორჩეული მოთელვაც, რედსთან და ვორათაზთან, უქმეზე მოეწყო და გემრიელი გამოვიდა.
ამასობაში გაირკვა ბრიტთა საბრძოლო შემადგენლობა, გულ-გატეხილი სათადარიგოები კი სადაგ დღეს რომ დააჯახეს უ’ვოლაბ’ებო ბრამბიზს, გონჯი ომი ოზებმა მოიგეს და ამით პირველ ტესტს მუღამიც მოემატა.
ბრამბიზი ზე 15-ში ავსტრალიის კონფერენციის ლიდერია. გუნდს წურთნის ჯეიქ ვაითი, ვინც ბოკე 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახადა და ლომთა ტყავიღა უკლდა კოლექციის გასრულებას.
კანბერის კლუბი ზე-პრაგმატულად რაგბობს და თუმც ნაკრებში ხუთი ლიდერი გაეშვა, შერკინებასა და ბოჭვაზე მაინც მოერია სტუმრებს.
არაფრად ვარგოდალომებს ავსტრალიის შტატთან (ქვინზლენდთან) წინა ჯერზე 42 წლის წინ წაეგოთ. ამჯერად ბრიტები ულელოოდ დაშვრნენ. თამაში რომ არაფრად ვარგოდა, პუბლიკაც დუმდა.
ბრამბიზი თავიდანვე დაწინაურდა ფიჯელი ტევიტა კურინდრანის ლელოთი, ლომების სქოთმა ქიქერმა, სთიუართ ჰოგმა კი, 0:5-სა და 6:14-ზე, თითოჯერ გაარტყა ძელს ჯარიმა.
ბრიტთა ირლანდიელმა ყოჩმა, რორი ბესთმა დერეფანში ვერაფრით ააგდო ბურთი, ტურნეზე ჟურნალისტად ჩასულ, მაგრამ რაზმში ყოვლად ულოგიკოდ დამატებულ უელსელს, 36 წლის შეინ ვილიამსს კი პირველივე შეტევაში ცოტა დააკლდა ლელომდე.
ლომებმა საათის თავზე ბრძოლაში ჩააბეს მარქაფა, რომელიც პირველ ტესტშიც თურმე მერხზე იჯდება, და თამაში გარდატეხეს, მაგრამ ოზებმა გაძლეს, 77’ წუთზე კი შერკინებაში თერნოვერიც გაახერხეს.
პარადოქსული არჩევანი24 წლის წინ (1989, სამოყვარულო ხანაში, ავსტრალიამ პირველ ტესტში 30:12 გააბურთავა ბრიტანეთი; 12 წლის წინ (2001, იმხანად უკვე პროფესიულ გარემოში, ლომებმა 29:13 გაილაღეს, მაგრამ ორივეჯერ ისე მოხდა, რომ თავიდან დაწინაურებულმა ბოლოს 1-2 წააგო სერია.
წელს ლოგიკით სტარტზე ბრიტანეთმა უნდა იძალოს, რაღაი ავსტრალია სამი კვირაა, ბანაკშია გამოკეტილი და არავისთან ურაგბია, მაშინ როცა სტუმრები ფორმაში შევიდნენ.
15 დამწყები ლომიდან რვა უელსელია, ოთხი ირლანდიელი და სამიც ინგლისელი, მაგრამ მარქაფაში რაგბის სამშობლოს ერთბაშად ხუთი დესპანი უზის.
თუ უელსი "ექვსი ერის" ბოლო ორი წლის ჯილაა და ლომთა გურუც უელსის კივი მოძღვარია, ოზთა არჩევანი პარადოქსულია: 15-ეულში ბრამბიზიდან ოდენ ოთხი კაცია, რედსიდან - სულაც სამი, რვა კვართი კი ერგო ვორათაზს ... რაღაი სიდნეის კლუბია და მეტი არაფერი!
ბრიტანეთი ავსტრალიაშიმეხუთე მატჩი
ბრამბიზ 14:12 ლომებიბრმ: მოგ სპეით კურინდრანი ე.სმით (ზ.ჰოლმს 76) რესბოუნ (ქოულმენ 72) <10-9> ტომუა პრაიორ / რ.სმით სილივა (მენ-რეი 57) სიო; პაუერ (ე.უსტჰეიზენ 76) ს.ქართერ (სმაილერ 68) ფარდი ქ.ფაინგა ქიმლინ^კაპ - ლ: კურინდრანი; 3ჯ: მოგ
ლომ: ქარნი ვეიდ ბარით თველვთრიზ შ.ვილიამს (ზიბო 69) <10-9> ჰოგ (ფარელ 60) ბ.იანგს (მარი 60) / გრანთ (კორბისიერო 57) ბესთ^კაპ (ჰიბარდ 57) სთივენს (ქოულ 57) ევანს (პარლინგ 60) გრეი; ობრაიენ (ლიდიეთ 57) თიპურიქ ფალეტაუ - 4ჯ: ჰოგ 2, ფარელ 2
რეფ გარსეზ (სფრ) 18/06 @ კანბერა (21 655)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...15&d=13715584905:0(5) 8:0(40) 8:3(40+3) /
11:3(46) 14:3(54) 14:6(56) 14:9(64) 14:12(72)
მეექვსე მატჩი * პირველი ტესტი
ავსტრალია - ლომებიავს: 15 ბერიქ ბარნს (ვრთ, 14 იზრაელ ფოლაუ (ვრთ, 13 ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ, 11 დიგბი იოანე (რედ;
10 ჯეიმზ ო’ქონორ (რბლ, 9 ვილ გენია (რედ) /
1 ბენ რობინსონ (ვრთ, 2 სთივენ მურ (ბრმ, 3 ბენ ელიგზანდერ (ბრმ;
4 ქეინ დაგლას (ვრთ, 5 ჯეიმზ ჰორვილ^კაპ (რედ; 6 ბენ მოუენ (ბრმ, 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ, 8 ვაიქლიფ პალუ (ვრთ)
* მრქ) 23 ქერთლი ბილ (რბლ, 22 პეთ მაკ’ქეიბ (ბრმ, 21 ნიქ ფიპს (რბლ) /
16 საია ფაინგა (რედ, 17 ჯეიმზ სლიპერ (რედ, 18 სეკორე კეპუ (ვრთ;
19 რობ სიმონს (რედ, 20 ლაიემ გილ (რედ)
^ მწ) რობი დინს (ზელ)
ლომ: 15 ლი ჰაფპენი (უელ, 14 ალექს ქასბერთ (უელ, 13 ბრაიან ო’დრისქოლ (ირლ, 12 ჯონათან დევის (უელ, 11 ჯორჯ ნორს (უელ;
10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 მაიქ ფილიპს (უელ) /
1 ალექს კორბისიერო (ინგ, 2 თომ იანგს (ინგ, 3 ადამ ჯოუნზ (უელ;
4 ალუნ’ვინ ჯოუნზ (უელ, 5 პოლ ო’ქონელ (ირლ; 6 თომ ქროფთ (ინგ, 7 სემ ვორბერთონ^კაპ (უელ, 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)
* მრქ) 23 შონ მეითლენდ (შტლ, 22 ოუენ ფარელ (ინგ, 21 ბენ იანგს (ინგ) /
16 რიჩარდ ჰიბარდ (უელ, 17 მაკო’ვინა ვუნიპოლა (ინგ,
18 დენ ქოულ (ინგ; 19 ჯეფ პარლინგ (ინგ, 20 დენ ლიდიეთ (უელ)
^ მწ) ვორენ გეთლენდ (ზელ)
რეფ ქრის პოლოქ (ზელ)
კიდ: ქრეიგ იუბერ (აფრ) / რომენ პუატ (სფრ)
ვიდ ვილი მანრო (ზელ)
შაბ 22/06 ბრისბენ, სან’ქორპ 14.00 საქ
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html @