მსაჯულს უჩივიან! მეორე ტესტის წინ "ბრიტანელი ლომების" დუბლმა ბოლოჯერაც ირაგბა და ნულზე იმარჯვა; ვოლაბებმა ქერთლი ბილი 15 ნომრად დააწინაურეს, ბრიტებმა კი 15-ეულში ხუთი კაცი გამოცვალეს >>>
http://Qaflan.netai.net/2013ბილმა ბრისბენში ბოლოსკენ ორი ჯარიმა რომ ააცილა, ლომებმა პირველი ტესტი 23:21 მოიგეს. აბორიგენი ჯეელი რეჟიმის დარღვევისა და აყალმაყალის ატეხვის გამო წელს უკვე ორჯერ გარიცხა რებელზმა, მაგრამ უდაოდ ნიჭიერ მობურთალს გურუ რობი დინსი სწყალობს და ეტყობა მიაჩნია, რომ უვარჯიშებელიც სჯობს ... "ავყია" ქვეიდ ქუპერს.
ოზებმა ლომებს მელბურნში ზედიზედ ორ მატჩი დაუგეგმეს. რებელზი ზე 15-ის დასის უახლესი წევრია და ბრიტებს პირველად შეხვდა. სტუმრებმა ხუთი ლელო დადეს, გარდასახეს და დასაბამიდან (1888) მოყოლებული, ავსტრალიაში მეასე (!) გამარჯვებაც მიითვალეს, ბილს კი თუმც არ უთამაშია, სტადიონზე იყო.
ჰოდა, ლაღობა რომ გაუტკბა, განუყრელ დოსტთან, ვოლაბთა 10 ნომერ ჯეიმზ ო’ქონორთან ერთად ღამის ოთხზე (!) ჯერაც ფასთ-ფუდში ბრძანდებოდა. ეს ყველაფერი ფანობამ აცნობა მედიასა და კავშირსაც, მაგრამ ეგეც დადგინდა, რომ ბიჭებს არ დაულევიათ და რაკი შემდეგ დილით არც ვარჯიში ელოდათ, ამდენად, რეჟიმი არ დაურღვევიათ.
ახლავე მოვაყომაროთოო’ქონორს მგეზავობისა ბევრი ვერაფერი სცხია, მაგრამ დინსი ჯიუტად აცმევს 10 ნომერ კვართს. სასწაულად მოკეთდა პირველი ტესტის პირველ წუთზევე დარეტიანებული ქრისჩენ ლეალიაფანო და ისევ პირველ ნომერ დამრტყმელად დაინიშნა. მწყობრიდან გამოვიდნენ დიგბი იოანე, პეთ მაკ’ქეიბი და ბერიქ ბარნსი, მაგრამ კვლავ ჯანზეა უკანა ხაზის ხერხემალი, 13 ნომერი ადამ ეშლი-ქუპერი.
ლომების უელსელი კაპიტანი, სემ ვორბერთონი ბიჭებს მოუწოდებს, სერია მეორე ტესტშივე მოვაყომაროთო. კანჭ-გაჭიმულ ინგლისელ ბურჯს, ალექს კორბისიეროს ტონგელი მაკო’ვინა ვუნიპოლა ცვლის, ხელ-მოტეხილ ირლანდიელ მეორე-ხაზელს, პოლ ო’ქონელს კი - ინგლისელი ჯეფ პარლინგი.
ვილ გენიას მიერ გაბითურებული უელსელი მაიქ ფილიპსი 23-კაცა რაზმიდან ამოშალა ვორენ გეთლენდმა და 9 ნომრად ინგლისელი ბენ იანგსი დააწინაურა. ეგრევე მარბიელად დაიწყებს უელსელი დენ ლიდიეთი, ვინც რებელთან კაპიტანი იყო, და რაც ცოტა გასაკვირია, უფროსობამ მოკეთებული ირლანდიელი გამერმარბი, თომი ბოუ ამჯობინა უელსელ ალექს ქასბერთს.
ძაანაც ხელს აძლევთლომები პირველი ტესტის მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ. დაგეგმილი როტაციით, კივი ქრის პოლოქი ამჯერად კიდეზე ირბენს, სასტვენს კი გადაიბარებს აფრიკელი ქრეიგ იუბერი, ვისაც გეთლენდმა თავი მოუქონა, მსოფლიოს საუკეთესო რეფიაო!
რაკი მელბურნში წვიმს, "დოქლენდზ - ქოლონიალ - ეთიჰადს" სახურავი ეფარება, რაც ძაანაც რომ ხელს აძლევს ლომების უელსელ უმრავლესობას, რაღაი შინ, კარდიფში, მილენიუმზეც ჭერქვეშ თამაშსაა ჩვეული.
სხვაფრივ, უხვანჯებოდ როგორც გაძლებდა და ირბ-მა უჩივლა დამოუკიდებელ მსაჯულს, ზელანდიელ ნაიჯელ ჰემპთონს.
ამან დაადგინა, რომ ვოლაბთა კაპიტანმა ჯეიმზ ჰორვილმა ფეხი წონასწორობის დასაცავად გაამოძრავა და სახეში უნებურად მოარტყა უელსელ ალუნ-ვინ ჯოუნზს, ვინც სხვა ორი მოთამაშის ქვევით, მიწაზე იწვა, მაგრამ დაბლინის კანტორა შფოთავს და მეორე ტესტის შემდეგ ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
ბრიტანეთი ავსტრალიაშიმეშვიდე მატჩი
რებელზ 0:35 ლომებირბლ: ვუდვორდ ინგლიშ მ.ინმენ (ვუნა 53) საიდი ლ.მიჩელ <10-9> ჰეგართი (რობერთს 73) ბერჯეს (სთერზეიქერ 56) /
ჰენდერსონ (აჰ’ნაუ 61) ჯ.რობინსონ (ლეაფა 61) ვიქს (ალო-ემილ 61) პაილ (ლ.ჯოუნზ 42) ნევილ; სეფი ფულისთოლერ დელვ^კაპ (რიდ 56, სბ 63)
ლომ: ქარნი (თველვთრიზ 61) მეითლენდ ტუილანგი ბარით (თველვთრიზ 33-/) ზიბო <10-9> ფარელ (ჰოგ 52) მარი (ბ.იანგს 64) /
გრანთ (ქორთ 56) ჰიბარდ (ბესთ 56) ქოულ (სთივენს 56) გრეი ევანს; ლიდიეთ^კაპ (ქროფთ 66) ო’ბრაიენ (თიპურიქ 56) ფალეტაუ -
5ლ: მარი მეითლენდ ო’ბრაიენ საჯ იანგს; 5გ: ფარელ 3, ჰოგ 2
რეფ ჯექსონ (ზელ) 25/06 @ მელბურნ, ეი’ეი’ემ’აი (28 658)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...36&d=13721627620:7(17) 0:14(29) / 0:21(51) 0:28(64სბ) 0:35(74)
მერვე მატჩი * მეორე ტესტი
ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
ავსტრალია - ლომებიავს: ბექ) 15 ქერთლი ბილ^(რბლ,
14 იზრაელ ფოლაუ (ვრთ, 13 ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ, 11 ჯო ტომანე*(ბრმ;
10 ჯეიმზ ო’ქონორ (რბლ, 9 ვილ გენია (რედ) /
ფორ) 1 ბენ რობინსონ (ვრთ, 2 სთივენ მურ (ბრმ, 3 ბენ ელიგზანდერ (ბრმ;
4 ქეინ დაგლას (ვრთ, 5 ჯეიმზ ჰორვილ [კაპ] (რედ; 6
ბენ მოუენ (ბრმ, 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ, 8 ვაიქლიფ პალუ (ვრთ)
მრქ) 23 ჯესი მოგ*(ბრმ, 22 რობ ჰორნ*(ვრთ, 21 ნიქ ფიპს (რბლ) /
16 საია ფაინგა (რედ, 17 ჯეიმზ სლიპერ (რედ, 18 სეკორე კეპუ (ვრთ;
19 რობ სიმონს (რედ, 20 ლაიემ გილ (რედ) = მწ) რობი დინს (ზელ)
ლომ: ბექ) 15 ლი ჰაფპენი (უელ,
14 თომი ბოუ*(ირლ, 13 ბრაიან ო’დრისქოლ (ირლ, 12 ჯონათან დევის (უელ, 11 ჯორჯ ნორს (უელ;
10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 ბენ იანგს^(ინგ) /
ფორ) 1 მაკო’ვინა ვუნიპოლა^(ინგ, 2 თომ იანგს (ინგ, 3 ადამ ჯოუნზ (უელ;
4 ალუნ’ვინ ჯოუნზ (უელ, 5 ჯეფ პარლინგ^(ინგ;
6 დენ ლიდიეთ^(უელ, 7 სემ ვორბერთონ [კაპ] (უელ, 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)
მრქ) 23 ალექს ქასბერთ#(უელ, 22 ოუენ ფარელ (ინგ, 21 ქონორ მარი*(ირლ) /
16 რიჩარდ ჰიბარდ (უელ, 17 რაიან გრანთ*(შტლ, 18 დენ ქოულ (ინგ;
19 თომ ქროფთ#(ინგ, 20 შონ ობრაიენ*(ირლ) = მწ) ვორენ გეთლენდ (ზელ)
რეფ ქრეიგ იუბერ (აფრ)
კიდ: ქრის პოლოქ (ზელ) / რომენ პუატ (სფრ)
ვიდ ბენ სქინ (ზელ)
შაბ 29/06 მელბურნ, ეთიჰად 14.00 საქ
@ სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Jun 2013, 11:21