სისრულისთვის = როცა ვისმე დააინტერესებს, ქართულად წაიკითხავს
ძლივს, მეოთხე ცდითღა ავსტრალიამ მეორე ტესტის ბოლო ნახევარ საათშიღა შემოუბრუნა თამაში "ბრიტანეთის ლომებს" და მაინც კინაღამ წააგო,
მაგრამ სერიის ანგარიში კი გათანაბრდა და ყველაფერი სიდნეიში გადაწყდება.http://Qaflan.netai.net/2013თანამედროვე რაგბის თან’მდევი ჭირია მსაჯთა თავ’კერძობა და წესთა უვარგისობაც. საცქერლად ჩინებული პირველი ტესტის შემდეგ ლომებმა კივ ქრის პოლოქს ბრეიქ’დაუნის განსჯა დაუწუნეს, რის გამოც ისედაც ასო’კირკიტა ბური, ქრეიგ იუბერი უარესად დაიშტამპა და ისეთი დიქტატურა დაამყარა, რომ სანახავი აღარაფერი დატოვა.
ამას სტატისტიკაც მოწმობს: დაიდო ერთადერთი ლელო და ისიც 76’ წუთზე; პირველ ტაიმში ხაზი ეგრეც არ გაჭრილა, ჯარიმათა ბალანსი კი 9-5 იყო სტუმართა სასარგებლოდ. ბრიტები მძლავრობდნენ მოლით, ოზებმა კი შერკინებაში თუმც თავიდან დაიბრიყვეს ტონგელი პომი მაკო ვუნიპოლა, მერე ამანაც იაზრა და აამოქმედა ხრიკთა არსენალი.
12-კაცა მოლიპირველი ნახევარი ლომებმა ერთი გოლით მოიგეს - უელსელმა ლი ჰაფპენიმ პირველი ძელს მოარტყა და მერე შეაგდო ოთხი, ახალბედა ქრისჩენ ლეალიაფანომ კი გაიტანა სამივე. ბრიტთა პირველი ჯარიმა უელსელმა კაპიტანმა, სემ ვორბერთონმა ბოჭვის არეში გამოიმუშავა, მერე კი ლომებმა 12-კაცა მოლი ააგორეს და დაწინაურდნენ.
ოზთა გოლებზე ორჯერ ვუნიპოლა გამტყუნდა შერკინებაში და ერთხელაც უელსელი ფლენქერი, დენ ლიდიეთი დაისაჯა ოფსაიდისთვის. ბრიტთაგან უელსელმა ადამ ჯოუნზმა ჩააქცევინა შერკინება ბენ რობინსონს; მერე მაკო გვერდულად მიაწვა და იუბერმა ბენ ელიგზანდერი დასაჯა, უელსელივე ჯორჯ ნორსის მიძალების შემდეგ კი შებოჭილის შეფერხებისთვის დაჯარიმდა ბენ მოუენი.
მხარზე გაიგდომეორე ტაიმის დასაწყისში ოზები მაგრად დადგნენ დაცვაში, თამაში კი 52’ წუთიდან გაიშალა, როცა ნალიგარ-ნარულზარმა იზრაელ ფოლაუმ თამამად შეუტია საკუთარი ნახევრიდან. საათის თავზე ვოლაბთა ფალავანი მხარზე გაიგდო ნორსმა, მაგრამ რომ წაიქცა, კინაღამ თავად ეღრძო კისერი, ჰაფპენიმ კი შეცვლაზე შესული ინგლისელის, დენ ქოულის მიერ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა დაჰკრა 48 მეტრიდან.
ექვსით (9:15) ჩამორჩენილმა ვოლაბებმა მერეც უმეტესად უტიეს, რის გამოც სტატისტიკის ყველა მუხლით ბარემ ორჯერ აჯობეს მეტოქეს, მაგრამ ლელო ძლივს, მეოთხე ცდითღა შეიტანეს:
ფოლაუს რეიდის შემდეგ კვაჭი სთივენ მორი წითელ ზოლში შებოჭეს; ხეირზე ვილ გენიამ ფრთაზე გადაკიდა; კაპიტანმა ჯეიმზ ჰორვილმა
5-მეტრა შერკინება აიღო, მაგრამ ჯეიმზ ო’ქონორმა შექცეული უხეიროდ აუგდო ფოლაუს, ბოლო შტურმში კი იმავე ო’ქონორმა მიიზიდა მბოჭავი და ლელოზე ახლოდან მიუშვა ადამ ეშლი-ქუპერი.
რეფები დრამატურგობენლეალიაფანომ მარცხნიდან დინჯად გარდასახა * 16:15. ვოლაბებს გასაძლები სამი წუთი რჩებოდათ, მაგრამ აურიეს: ო’ქონორმა კიდეზე პირდაპირ დაარტყა 22-ში შეტანილი. ოზთა ბედად, ლაიემ გილმა ბრიტებს დერეფანის კუდში ააცალა ბურთი.
სტუმრები დაჯარიმდნენ და ავსტრალიამ უგონჯესი ძალური სოლოები კინძა დროის გასაყვანად, მაგრამ იუბერი დრამატურგობაში არ ჩამორჩა პოლოქს და მასპინძლები ზედ სირენაზე დააჯარიმა. ლომებმა უცებ გაათამაშეს და ის იყო, შუა ხაზს გადასცდნენ, რომ მიწაზე მორიგი ჯარიმა უბოძათ რეფმა.
48 მეტრიდან, ოღონდაც გვერდიდან, დაარტყა დაღლილმა ჰაფპენიმ და კარამდე ბარემ ხუთი მეტრი დააკლდა. პირველი ტესტიც ეგრევე - შორიდან აცდენილით დასრულდა, ანუ მეტოქენი ბარი-ბარში დარჩნენ, მაგრამ ლომებს 67’ წუთზე დაემტვრათ ვორბერთონი და ორშაბათს გაამხილეს, რომ სემი სიდნეიში ვეღაც უყოჩებთ.
გულის გასახეთქადუკაპიტნოდ დარჩენა ელოდა ავსტრალიასაც: აშარმა ირბ-მა დაიწუნა ზელანდელი მსაჯულის, ნაიჯელ ჰემპთონის განაჩენი და საქმის ხელახლა განხილვა დაავალა კანადელ გრემ მიუს. ამან მანამდეც არსებული მტკიცებულებები ორი საათი არჩია, 12 საათი იმსჯელა და დაბლინის კანტორის გულის გასახეთქად დაასკვნა, რომ ჯეიმზ ჰორვილს ვერ უმტკიცდება ალუნ-ვინ ჯოუნზის განგებ დაწიხლვა.
ოზებს ამით გული მიეცათ. რაზმს ისინი დედლაინზე, ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ, მაგრამ უკვე დაირხა ჭორი, ბებერი ჯორჯ სმითი დადგება 7 ნომრად. ბრიტებმა კუკუ-დამალობანას ყარაჩოხლობა ამჯობინეს და ოთხშაბათსვე გააცნეს მედიას რაზმი, რომელშიც ერთბაშად ექვსი ცვლილებაა:
8 ნომრად უელსელ-ტონგელი თობი ფალეტაუ წერია; კაპიტანია არაფრით გამორჩეული და ყოჩად გამოუცდელი ალუნ-ვინ ჯოუნზი; 15-დან ათი დამწყები უელსელია, შუამარბად კი მოკეთებული ტაფია, ჯემი რობერთსი რომ დაუყენებიათ, ირლანდიელი "ღმერთ კაცი" ბრაიან ო’დრისქოლი 23 კაცშიც აღარაა, რამაც რაგბეთი გააოცა.
ბრიტანეთი ავსტრალიაშიმერვე მატჩი * მეორე ტესტი
ავსტრალია 16:15 ლომებიავს: ბილ
ფოლაუ ეშლი-ქუპერ (ჰორნ 79) ლეალიაფანო ტომანე
<10-9> ო’ქონორ გენია /
რობინსონ (სლიპერ 61-77) მორ ელიგზანდერ (კეპუ 59)
დაგლას (სიმონს 54) ჰორვილ^კაპ;
მოუენ ჰუპერ პალუ (გილ 61) -
ლ: ეშლი-ქუპერ; გ 3ჯ: ლეალიაფანო
ლომ: ჰაფპენი
ბოუ ო’დრისქოლ დევის ნორს
<10-9> სექსთონ ბ.იანგს (მარი 54) /
ვუნიპოლა თ.იანგს (ჰიბარდ 57) ად.ჯოუნზ (ქოულ 59)
ავ.ჯოუნზ პარლინგ;
ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ (ქროფთ 67) ჰიზლიპ (ო’ბრაიენ 63) -
5ჯ: ჰაფპენი
რეფ იუბერ (აფრ) @ 29/06 მელბურნ, ეთიჰად (57 771)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...98&d=13725118930:3(10) 3:3(17) 6:3(24) 6:6(28) 6:9(33) 9:9(37) 9:12(40) /
9:15(63) 16:15(77) ბოლო(80+3) ^ სერია 1-1
სქრამ.კომ @
ბურთის ფლობა 63-37, ტერიტორია 64-36%
გაქცევა 127-60 (418-148 მეტრი, გარღვევა 4-0
პასი 139-63, ოფლოუდი 9-3
ფეხით 24-28, სადგამიდან 4/4-5/7
ბურთი რაქიდან 98-49, აცლა 13-18
ბოჭვა 67-144, გატარება 7-14
დაჯარიმება 14-12
თავისი*მეტოქის შერკინება 7*3-4*1
დერეფანი 10*1-12*2
წინსვლა (მეტრი: 84 ფოლაუ, 52 ო’ქონორ, 49 ტომანე, 38 ბილ,
30 პალუ, 28 ეშლი-ქუპერ, 24 ჰუპერ, 23 ლეალიაფანო გენია -
41 სექსთონ, 17 ო’ბრაიენ, 16 ჰიზლიპ
ბოჭვა: 10 ჰუპერ, 7 მორ, 6 ეშლი-ქუპერ მოუენ -
15 ვუნიპოლა, 14 ო’დრისქოლ პარლინგ, 11 ლიდიეთ, 10 ვორბერთონ,
8 თ.იანგს, 7 დევის, 6 ბოუ ჰიზლიპ ქოულ ო’ბრაიენ
გატარება: - 3 დევის, 2 ვუნიპოლა ლიდიეთ
დაჯარიმება: 3 მოუენ - 4 ვუნიპოლა, 2 ავ.ჯოუნზ
ბურთის კარგვა: 3 ბილ ფოლაუ ო’ქონორ, 2 მორ ჰუპერ -2 ო’დრისქოლ ჰიზლიპ
ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია:
ბილ 4/16/11, ო’ქონორ 4/18/10, გენია 9/82/7 -
სექსთონ 6/11/6, ბ.იანგს 4/30/2, მარი 3/8/2
ჯილა: მორ პალუ 0/2/12, ეშლი-ქუპერ 0/5/9, ფოლაუ 1/0/10, რობინსონ 0/3/7, ჰუპერ 0/0/9, ტომანე 0/0/8, ლეალიაფანო 0/4/4 -
ჰაფპენი 4/2/3, ვუნიპოლა 0/1/7, ო’დრისქოლ 2/2/3, დევის 3/1/3
გადამწყვეტი, მესამე ტესტიშაბ 6/07 14.00
ავსტრალია - ლომები
სიდნი, ეი’ენ’ზედ
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html ლომ: ჰაფპენი ბოუ დევის რობერთს ნორს <10-9> სექსთონ ფილიპს /
კორბისიერო ჰიბარდ ად.ჯოუნზ; ავ.ჯოუნზ^კაპ პარლინგ; ლიდიეთ ო’ბრაიენ ფალეტაუ
* მრქ) ტუილანგი ფარელ მარი / თ.იანგს ვუნიპოლა ქოულ; გრეი თიპურიქ
რეფ პუატ (სფრ)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 3 Jul 2013, 18:48