საგაისო მსოფლიო თასის ბილეთების გაყიდვის დაწყება სარეკორდოდ ხალხმრავალი შერკინებით აღინიშნა,
შეჯიბრის ორგკომიტეტის საპატიო თავკაცად კი უფლისწული ჰარი დადგაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiთასი 2015 წლის 18 სექტემბერს, ჩვენებურად პარასკევ ღამით, ათზე, თვიქნემში იხსნება და შოუს თერთმეტზე ინგლისი - ფიჯის რკენაც მოყვება, ფინალი კი კვირას, 31 ოქტომბერს, ღამის რვაზე, მანდვეა.
ბილეთები ინტერნეთით იყიდება - სათანადო საითზე უნდა შეხვიდე, ანგარიში გაიხსნა და თამაშები ამოირჩიო. მატჩზე მაქსიმუმ ოთხი ბილეთის მოთხოვნა შეგიძლია, თამაშს კი თურმე 15-ზე მეტს ვერ აირჩევ. დროული შეკვეთა წარმატების საწინდარია, მაგრამ არა გარანტია, რაკი "აპლიკანტებს" კვოტა წილისყრით გაუნაწილდებათ.
მით უფრო არარეალურია ბილეთის ქორვაჭრებთან შოვნა. ამათგან ზოგი პროცესის დაწყებას არც დაელოდა და არიფი მუშტრის გაბრიყვებას ურცხვად შეუდგა. მთლად ლეგენდებმა მაზანდას 44-ჯერ აუწიეს და ფასი 10 ათას გირვანქამდე აიყვანეს. არადა, ფინალის უძვირესი ბილეთი "სულ რაღაც" 715 სთერლინგი ღირს.
კლასიკური განლაგებითშერკინებას რომ შეხედავს უცხო, ნეიტრალური, სპორტში ოდნავ მაინც გათვითცნობიერებული თვალი, იტყვის, რაგბიაო, ანუ ოდინდელი "სქრამი" ირბ-ული, 15-კაცა თამაშის საცნობი და პასპორტია.
მაგიტომ იყო, რომ საბილეთო კამპანია ერთი, ვეება, 1008-მოთამაშიანი შერკინებით დაანონსდა თვიქნემში და მყობრში თვით ირბ-ისა და თასის დიდმოხელენი - ბრეთ გოსპერი და ქალბატონი დები ჯივონსიც ჩადგნენ.
წინა რეკორდი 946-კაცა ყოფილა. ახლის დასამტკიცებლად ყველა რვეული კლასიკური, 3-2-3 განლაგებით უნდა დაწყობილიყო, ჰავბექს ბურთი შუაში (!) შეეგდო და კვაჭს (ტერფით) მოეგო.
მედია არ იუწყება, სავალდებულო იყო თუ არა თანამედროვე შერკინების განუყოფელი ელემენტი - მისივე ჩაქცევა, და ვერც იმას ვიჯერებთ, რომ ზე-თვალთმაქცი ვეინ ბარნსი ერთბაშად 56 სქრამის განსჯას აუვიდა: ( 2 * 8 მორკინალი + 2 ჰავბექი) * 56 = 1008 !
მიწაზე ძველებურად გაწვა30 წლის უფლისწული ჰარი რაგბის ძველი ტრფიალია და საქველმოქმედო ტურნირთა ამონაგებს რეგულარულად ახმარს ომებში დასახიჩრებულთა მაშველ ფონდებს.
ქალბატონმა ჯივონსმა ტახტის მეოთხე (!) მემკვიდრე რომ მოიკითხა, პრინცს არც უყოყმანია, ორგკომიტეტის საპატიო პრეზიდენტობას ისე დაყაბულდა და თამაშის დაბადების ადგილას, ქალაქ რაგბის სკოლაშიც მიბრძანდა ზე-ორიგინალურ პრეზენტაციაზე:
სამეფო ოჯახის წევრი მიწაზე ძველებურად გაწვა და ბურთი თითით დაუჭირა თვით ჯონი ვილქინსონს, ამან კი კარში დაარტყა. ლელოს გარდასახვა ამ ხერხით სრულდებოდა 1958 წლამდე, მაგრამ ეგ საქართველოში არ გვინახავს, რაკი თამაშს მერეღა ვეზიარეთ და აგერ უკვე მეოთხედაც გავედით მსოფლიოზე.
მსოფლიო თასი 2015ინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10
სრულად >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/პულები >> ა ბ გ დ
ავსტრალია აფრიკა ზელანდია საფრანგეთი
ინგლისი სამოა არგენტინა ირლანდია
უელსი შოტლანდია ტონგა იტალია
ფიჯი იაპონია საქართველო კანადა
რეპეშაჟი#1 შტატები ნამიბია რუმინეთი
საქართველოს სვლაგეზი [საქ დროით]
დღე თარიღი დრო მეტოქე ქალაქი სტადიონი
შაბ 19/09 15.00 ტონგა გლოსთერ ქინგსჰოლმ
პარ 25/09 19.45 არგენტინა გლოსთერ ქინგსჰოლმ
პარ 02/10 23.00 ახ.ზელანდია კარდიფ მილენიუმ
ოთხ 07/10 23.00 ნამიბია ექსეთერ სენდი პარქ
რეგიონთა’შორისი რეპეშაჟიორ-მატჩა ფინალი [საქ დროით]
შაბ 27/09 რუსეთი 12.00 ურუგვაი
კრასნოიარსკ, ცენტრალნი * რეფ ქლენზი (ირლ)
შაბ 11/10 ურუგვაი 23.00 რუსეთი
მონტევიდეო, ჩარუა * რეფ პუატ (სფრ)
გამარჯვებული რეპეშაჟი#1 გავა მსოფლიოზე, ძლეული გავარდება
@