წინა კვირაში ბროშურას რომ ვაწყობდი,
ბოლო ორი კვირეულის მიმოხილვა ერთ’ბაშად
ბერჯესიცა და ნაჰოლოც მსოფლიო თასამდე სპარინგთა ერთი წყებაღა დარჩა გასამართი
და 31-კაცა რაზმიც ლამის ოცივე მონაწილემ დაასახელაhttp://Qaflan.netai.net/2015მსოფლიო თასის პოსტერი
http://site.rugby.ge/_rugby/files/2015_RWC-poster_CIE.pdfყველა რაზმი
https://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_squadsთასი იქეთის იქეთა პარასკევს, 18 სექტემბერს იხსნება და თვე’ნახევარს გასტანს. "ბორჯღალოსნები" უკვე ინგლისში არიან, ორი ტესტი ელით და "მსოფლიო რაგბის" რეიტინგშიც ფრიად საპატიო, მე-13 ადგილზე სუფევენ.
რაზმის გამოქვეყნების დედ’ლაინი აგვისტოს ბოლო დღეა. ჩვენმა პულელმა მეტოქეებმა უკვე მოითავეს ფორმალობანი.
საქმეს პირველმა თავი არგენტინამ დაადგა, მაგრამ უმალ დავთრებიც აერია: გულმა რომ შეაწუხა მატიას დიასი, ორ’თვიანი დასვენება გამოუწერა ექიმმა. მის ნაცვლად 31-ში ჩაჯდა ხუან’პავლო ორლანდი.
ჰოდა, ეგრე გამოდის, რომ შერკინებით განთქმულმა "პუმებმა" მსოფლიოზე შეიძლება მოისაკლისონ სამი უკეთესი "3 ნომერი": ხუან ფიგაჟო (მუხლი), რამირო ერერა (მუხლი) და ზემოთ’ხსენებული დიასი.
ტონგა მთავარ მეტოქედ მიგვაჩნია და კუკუ’დამალობანას გვეთამაშება: რაზმში ერთი ვაკანსია დაიტოვა, რათა როგორც მედია ვარაუდობს, ზედ დედ’ლაინზე დაიმატოს დიდი ძალა - ლიგელი ვარსკვლავი ენდრიუ ფიფიტა. სხვაფრივ,
"იკალე ტაჰს" ორი კაცი ზე 15-დან ჰყავს: სთივ მაფი (ფორ) და ტელუსა ვეაინუ (რბლ); სამი - ზელანდიის პირველობიდან; 8 "ავივა პრემიერ’ შიპიდან" (აულიკა პუაფისი ტაიონე ფონუა ლატუ კალამაფონი ტაკულუა ჰალაიფონუა); 4 "ტოპ 14"-დან (ტაუმალოლო ტონგაჰუიჰა მაჰაფუ ვაინიკოლო); 7 "პრო დ2"-დან; 3 ინგლისის ქვედა ლიგებიდან; და თითოც კელტეთიდან, იაპონიიდან და ... შინიდან!
ფიჯური ბალახ’ბულახითნამიბიას უკაპიტნებს ლონდონის "სარასენსის" მარბიელი ჟაკ ბერგერი, ჩემპიონმა ზელანდიამ კი არჩევანი კვირას გამოაცხადა: სკიპერი რიჩი მაკ’ქოუ, ქევენ მეალამუ და დენ ქართერი თასზე მეოთხედ ირაგბებენ.
ფიჯური ბალახ’ბულახით ისე მალე მოურჩა მოტეხილი ფეხი გარემარბ ვაისაკე ნაჰოლოს, რომ 2 ოქტომბერს, კარდიფში გვებურთავება. რაზმში სულ სამი მეორე’ხაზელი რომაა, მესამე ხაზში ლიამ მესამიც მოხვდა და ვიქთორ ვიტოც; ბექებში კი ადგილი აღარ დარჩა ჩარლი პიატაუს, იზრაელ დეგის, ქორი ჯეინისა და ლიმა სოპოანგასთვის.
"ოლ ბლექსის" ოდინდელმა, სამ’ერელმა პარტნიორებმა ერთი კვირის შუალედით გაგვახარეს. ავსტრალიამ დაიწუნა ფალავნობის გმირები, 9 ნომერი ნიქ ვაითი და მეორე’ხაზელი ჯეიმზ ჰორვილი, მესამე ხაზში კი აიმატა მზარდი შონ მაკ’მანი (რბლ)
ქვეიდ ქუპერზე გურუ მაიქლ ჩეკამ თქვა, ჩემთვის მთავარია ის, რასაც ვხედავ და არა ის, რაც იწერება და ითვითებაო. მორკინალთა არგენტინელი გადია, მარიო ლედესმა ამტკიცებს, ჩვენი უღონობა მითიაო, "ჯონ ილზის მედალი" კი ზედიზედ მეორედ მოიგო ნა’ლიგარ-ნა’რულზ’არმა ფულბექმა იზი ფოლაუმ.
8 არა’თეთრიაფრიკამ 2007 წლის ცხრა (!) ჩემპიონი დაასახელა. "ბოკეს" სამი ცენტურიონი ჰყავს - ვიკტორ მეტფილდი, ბრაიან ჰაბანა და კაპიტანი ჟან დე’ვილიერსი. მეტფილდი და სხალკ ბერგერი მსოფლიოზე მეოთხედ ითამაშებენ. რაზმში მოხვდა თვით მორნეი სტეინი, ერთადერთი უკეპო კი მულატი 9 ნომერი, რუდი პეიჯ’ია (ბულ)
რჩეულთაგან 8 არა’თეთრია, რაც ხელისუფლებას კიდევ ეცოტავება. ამაზე მოძღვარი ჰეინეკე მეიერი ბრძანებს, გუნდის შედგენისას ჩემთვის მთავარი ოსტატობაა და არა კანის ფერიო.
ძველი გურუ, ნიქ მალითი ვარაუდობს, რომ ბოკე დრო’მოჭმულ ფეხოსნობას გადაყვება და თამაშს დაცვასა და სტატიკას დააფუძნებს, მედია კი გვახსენებს, რომ განაცხადში შეყვანილთაგან ჯერაც ვერ არიან მწყობრში დაშავებულნი:
ჟან დე’ვილიერს (ყბა), დვეინ ფერმიულენ (კისერი), იანი დიუ’პლესი (მუხლი), ფური დიუ’პრე (მუხლი), ვილი ლე’რუ (კოჭი), ფრანსუა ლოუ (ბეჭი), კუნი უსტჰეიზენ (კისერი)
ცდება და ჯარიმდებაოევროპაში მეორედაც შეიბნენ "ერთი და იმავე წონითი კატეგორიის" წყვილები: საფრანგეთი - ინგლისი, ირლანდია - უელსი, შოტლანდია - იტალია.
"ლე ქრანჩ" ამჯერად ნაღდი გუნდებით ჩატარდა. ფრანგებმა ისევ იძალეს შერკინებით. სან’დენის მოედანი დაითხარა. ინგლისი ბევრჯერ დაჯარიმდა, ფრედ მიშალაკმა კი რომ გაიტანა 6 გოლი, ქულებით (394) გადაუსწრო აქამდელ რეკორდსმენს, კრისტოფ ლამეზონს.
"ლე ბლე" ბოლო 10 წუთამდე სჯობდა მეტოქეს და 25:6 უგებდა. გალთა ლელოზე ლუი პიკამოლმა და მატიო ბასტარომ ჩაითრიეს დაცვა, მიშალაკმა კი პასი შეუბრუნა იოან იუჟეს და ამან გააბითურა ოთხი!
"ვარდები" მაშინღა ათამაშდნენ, დენი სიპრიანი რომ ჩაება ბრძოლაში. უმალ გამოცხვა ორი ლელო და წამატებულ წუთებზე კინაღამ მესამეც, მაგრამ სამართალმა პური ჭამა და საფრანგეთმა * 25:20 იმარჯვა.
ამ წაგების გამო სთუ ლანქასთერმა რაზმიდან ამოშალა ლუთერ ბარელი, სიპრიანი კი მაინც არ ჩაამატა. სამაგიეროდ, შუამარბებად მოხვდნენ ლიგელი (ნრლ) ვარსკვლავი სემ ბერჯესი და ექსეთერის უნივერსალი ბექი ჰენრი სლეიდი.
26 წლის, ზორბა ბერჯესზე მთელი რაგბეთი ამ აზრისაა, რომ სასტიკად ბოჭავს და მაგრადაც ეძალება, ოღონდაც 15-კაცას წესები და ტაქტიკა ჯერაც ბოლომდე ვერ ესმის, რის გამოც ცდება’ცა და ჯარიმდება’ც.
მაურო ლიმას უტოლდებაუელსმა სამი კვირის თავზე სტუმრად გადაუხადა სამაგიერო ირლანდიას. მარტის შემდეგ პირველად ირაგბა შერყევა’გადატანილმა ჯორჯ ნორსმა და 50-ე კეპი მიითვალა, "სამყურებს" კი დაემატნენ ჯონი სექსთონი და პოლ ო’ქონელი.
ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორეში ლი ჰაფ’პენიმ შეაგდო წყვილი ჯარიმა, გაწითლებულ დროზე კი შონ ქრონინსაც ჩაუწვა და ლელოში შეტანილი აღარ დაამიწებინა * 10:16
უელსს ისედაც აკლდა სემ ვორბერთონი და ახლა ჯემი რობერთსს დაეჟეჟა ნეკნები, ირლანდია კი მოისაკლისებს ტვინ’შერყეულ ქის ერლსს. შინ ბოლოჯერ ირაგბა ო’ქონელმა. "ექვსი ერის" ჯილას რეიტინგში გადაუსწრო ავსტრალიამ, შოტლანდიამ კი 6-წაგებიანი ნავსი გატეხა - გარეთაცა და შინაც ძლია იტალია.
"აძურს" მსოფლიოზე არ მიჰყავს 112 კეპის პატრონი, მეორე’ხაზელი მარკო ბორტოლამი. თასზე მეოთხედ იასპარეზებენ ვეტერანები - კაპიტანი სერჯო პარისე, მარტინ კასტრო’ჯოვანი და ანდრეა მაზი, მაურო ბერგამასკო კი მეხუთედაც (!) წავა ფორუმზე და მსოფლიო რეკორდში შეეზიარება სამოელ ბრაიან ლიმას.
სამოამ "ბარბაროსებთან" გამართა სპარინგი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც თასის 4 პულური მატჩი და ბრინჯაოს ფინალი გაიმართება. კანადამ ზედიზედ მეშვიდედაც წააგო და ჯემი ქადმორი მეოთხედ მიჰყავს მსოფლიოზე, რუმინეთმა კი 31 კაცში ოთხი უცხოელი ჩაწერა:
10 ნომერი მაიქლ ვირინგი (ზელ), შუამარბი პოლა კინი’კინი’ლაუ (ტონ), კვაჭი ოთარ ტურაშვილი (საქ) და მეორე’ხაზელი ჰანეს ფან’ჰირდენ (აფრ)
მსოფლიო თასის’წინა მოთელვამესამე ვიქენდი * შაბ 22/08
იაპონია 30:8 ურუგვაი3ლ: ტუი (1 3) ჰორიე; 3გ 3ჯ: გორომარუ -
ლ: ეჩევერი; ჯ: ბერჩესი
რეფ გარსეზ (სფრ) @ ფუკუოკა, ლეველ 5 (10 238)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...48&d=14402472657:0(11) 7:3(15) 10:3(20) 17:3(33) 17:8(38) /
20:8(43) 23:8(52) 30:8(66)
იტალია 12:16 შოტლანდია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/263325.html4ჯ: გარსია, ალენ 3 -
ლ: პირგოს; გ 3ჯ: ვიარ
რეფ დოილ (ინგ) @ ტორინო, ოლიმპიკო (10 800)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...73&d=14402939810:3(4) 0:6(13) 3:6(18) 3:9(20) 6:9(25) 9:9(40+) /
12:9(62) 12:16(75)
საფრანგეთი 25:20 ინგლისი სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/248939.htmlსფრ: სპედინგ იუჟე ბასტარო (ფიკუ 68) ფოფანა ნაკაიტათი <10-9> მიშალაკ (ტალე 70) ტიუ-ბორდ (ქოქოთ 71) /
ბენ-არუ (დებატი 57) გირადო (კეიზერ 57) სლიმანი (ატონიო 64) პაპე^კაპ (ფლონკარ 68) მაესტრი; შული ლე’რუ პიკამოლ (ნიონგა 57) -
ლ: იუჟე; გ: მიშალაკ; 6ჯ: სპედინგ, მიშალაკ 5
ინგ: ბრაუნ ნოულ ჯოზეფ ბარელ (თველვ’თრიზ 64) მეი (სიპრიანი 64) <10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 49) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 66) თ.იანგს (ჯორჯ 49) ქოულ (ვილსონ 66) ლონჩბრი (ეთვუდ 54) ლოზ; ჰასქელ (ისთერ 54) რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა -
2ლ: სიპრიანი ჯოზეფ; 2გ 2ჯ: ფორდ
რეფ პეიპერ (აფრ) @ სან’დენი, სტად დე ფრანს (65 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...71&d=14402836873:0(4) 6:0(11) 9:0(17) 12:0(26) 12:3(28) 15:3(34) 15:6(40) /
22:6(47) 25:6(66) 25:13(73) 25:20(79) ბოლო(80+3)
კანადა 23:41 შტატები3ლ: პერის ბლევინს ქარპენთერ; გ ა: ჰირაიამა; ჯ: მაკ’რორი -
5ლ: პათერსონ დურუთალო სუნიულა პეთრი დოლან; 5გ 2ჯ: მაკ’გინთი
რეფ ბერი (აფრ) @ ოტავა, ელმ პარქ (5 168)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...76&d=14402942683:0(3) 6:0(17ა) 6:7(29) 6:10(32) 6:17(36) /
11:17(47) 11:20(51) 16:20(56) 16:27(70) 16:34(75) 23:34(78) 23:41(80)
მეოთხე ვიქენდი * შაბ 29/08
იაპონია 40:0 ურუგვაი6ლ: გორომარუ კ.ონო ბროდჰერსთ მაცუშიმა ტუი ფუკუოკა; 5გ: გორომარუ -
/ სბ: ორმაეჩეა გამინარა
რეფ ქლენზი (ირლ) @ ტოკიო, ჩიჩიბუ’ნომია (11 515)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...84&d=1440851733სბ(4უ) 7:0(13) 14:0(16) 21:0(26) /
28:0(46) 33:0(50) 40:0(68) სბ(80+უ)
ირლანდია 10:16 უელსი სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/249679.htmlირლ: რ.ქარნი დ.ქარნი ფითსჯერალდ (რაიან 68) ჰენშოუ ერლს (ფ.ჯოუნზ 64) <10-9> სექსთონ (ჯექსონ 64) მარი (რედენ 64) /
მაკ’გრას (ქილქოინ 61) რ.სტრაუს (შ.ქრონინ 51) ვაით (ფერლონგ 57) ჰენდერსონ ო’ქონელ^კაპ; ო’მანი (ო’ბრაიენ 51) მერფი ჰიზლიპ -
ლ: ჰენდერსონ; გ ჯ: სექსთონ
უელ: ჰაფ’პენი ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს (ემოს 62) ნორს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 64) ვებ (გრ.დევის 64) /
ჯენქინს (ჯეიმზ 47) ოუენს (ბოლდვინ 54) ფრენსის (ჯარვის 54) ბრ.დევის (ჩართერის 54) ავ.ჯოუნზ^კაპ (ქინგ 73) ლიდიეთ (ქინგ 51-60) თიპურიქ ფალეტაუ -
ლ: თიპურიქ; გ 3ჯ: ჰაფ’პენი
რეფ იუბერ (აფრ) @ დაბლინ, ავივა (47 430)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14408663150:3(18) 0:10(25) 3:10(29) 10:10(40+4) /
10:13(64) 10:16(71) ბოლო(80+1)
ბარბაროსები 27:24 სამოა სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/268255.html5ლ: თომსონ (1 4) გილ ტაპუაჰი (3 5) გ: ლეალიაფანო / სბ: ს.ფაინგა -
3ლ: პერენისე ქ.პისი ლემ; 3გ: ტ.პისი 2, ნანაი-ვილიამს; ჯ: ტ.პისი / წბ: ქ.თომპსონ; სბ: ფაჰაპალე
რეფ ლეისი (ირლ) @ ლონდონ, ოლიმპიქ (41 039)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...02&d=14408844635:0(2) 5:7(7) სბ-წბ(17) 5:10(20) 12:10(25) 17:10(30) 17:17(36) /
22:17(50) 22:24(55) 27:24(64) სბ(72ს)
შოტლანდია 48:7 იტალია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/263333.html6ლ: შ.ლამონთ (1 4) ბარქლეი ფისერ (3 5) ბენეთ; 3გ: ლეიდლოუ 2, რასელ; 4ჯ: ლეიდლოუ -
ლ: კამპანიარო; გ: ალენ / სბ: მინტო რიძო
რეფ პუატ (სფრ) @ ედინბურგ, მარიფილდ (43 831)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...95&d=14408754573:0(5) 10:0(10) 13:0(23) 16:0(27) 16:7(31) სბ(38ი) 23:7(39) /
28:7(48) 31:7(56) 36:7(62) სბ(69ი) 43:7(73) 48:7(80)
მეხუთე კვირეული * საქ დროით
ოთხ 2/09 საქართველო 22.30 კანადა ეშერ
შაბ 5/09 ინგლისი 17.30 ირლანდია თვიქნემ
. . საქართველო 19.45 იაპონია გლოსთერ
. . უელსი 20.00 იტალია მილენიუმ
. . რუმინეთი 22.00 ტონგა არკულ
. . საფრანგეთი 23.00 შოტლანდია სან’დენი
კვი 6/09 შტატები 03.30 ავსტრალია ჩიკაგო
. . კანადა 17.30 ფიჯი თვიქნემ სთუპ
. . ბასკეთი 19.00 ურუგვაი გეჩო (ესპ)
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33http://www.realstreamunited.com/rugby-live...video-2015.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (31/08)
1 ზელანდია 9289, 2(3) ავსტრალია 8667, 3(2) ირლანდია 8519,
4(5) აფრიკა 8515, 5(6) უელსი 8463, 6(4) ინგლისი 8424,
7 საფრანგეთი 8090, 8 არგენტინა 7839, 9 ფიჯი 7704,
10(12) შოტლანდია 7610, 11(10) ტონგა 7525, 12(11) სამოა 7514
13 საქართველო 7216, 14(15) იაპონია 7115, 15(14) იტალია 7053,
16 შტატები 7036, 17 რუმინეთი 6673, 18 კანადა 6328,
19 ურუგვაი 6211, 20 ნამიბია 6185, 21 ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: უელ 169 ირლ, სფრ 130 ინგ, აშშ 126 კან *
შტლ 100+31 იტა, იაპ 0+0 ურუ
@