დიდ პატივს დამდებთ, რომ ფეისბუქით გააზიარებთ
http://Qaflan.netai.net/2015/P9/18_RWC-0.htmტრადიციული, ზე’რაგბული! მერვედ იწყება რაგბის შოუთა შოუ - მსოფლიო თასი, რომელშიც
საქართველო მეოთხედ მონაწილეობს და მოწინავე დუჟინში შესვლას ეშურებაფერადი პოსტერი
http://site.rugby.ge/_rugby/files/2015_RWC-poster_CIE.pdfhttp://b.pix.ge/j/etl30.jpgრაზმები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-RWC-SQUADS/Lelos of Georgia
http://issuu.com/qaflan/docs/2015_rugby_fi...oklet_foni_boloპულები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-RWC-POOLS/ისტორია
http://site.rugby.ge/ka-GE/RWC-History/შედეგები
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/ტელე’მეგზური
http://issuu.com/qaflan/docs/rwc-2015_tv?e=2364691/301397584-წლეულის მთავარ შეჯიბრს მეორედ მასპინძლობს რაგბის სამშობლო - ინგლისი, ოღონდაც წილში უელსიც გაუყვანია.
თვე’ნახევარში - 44 დღეში - 48 მატჩი მოეწყობა ლონდონის სამსა და სხვა 10 ქალაქის თითო სტადიონზე.
20 მონაწილე, აგერ უკვე მეოთხე თასია, ოთხ 5-გუნდა პულად რომაა დაყოფილი, ფორმულა ისევ ნაკლულია:
40-მატჩა პულური სტადია უსაშველოდაა გაწელილი და ყოველ 8-თამაშიან ბლოკშიც 4 გუნდი ისვენებს.
სტარტზე უქმობენ ავსტრალია, შოტლანდია, ნამიბია და რუმინეთი, ჩვენ კი დასვენება ბოლო, მეხუთე ტურში’ღა რომ გვიწევს, ბრიტანეთს წასული და მიმავალი ქომაგები პლეი’ოფს შინ იოლად ჩამოუსწრებენ.
განრიგი ტრადიციული, ზე’რაგბულია: მატჩები ერთმანეთს არც ემთხვევა და არც ფარავს - ერთი რომ დასრულდება, შემდეგი მერე’ღა იწყება.
ტელე’ბოსებმა იძალესპირველადაა, რომ ქართულმა ტელევიზიებმა უკლებლივ ყველა მატჩის ლაივი შეიძინეს: თასს აჩვენებს როგორც საზ’მაუ, ისევე სილქი.
ამას კულუარებში ბლომად მოჰყვა ხვანჯობა, პირის ტეხვა, დამდურება და არც ამდენი ქართველი რაგბის კომენტატორი არსებობს ბუნებაში.
ლოგიკით, დეფიციტურ ხელობას ფასი უნდა დასდებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით - ბოლო 5-წლედში წარმოებული, მიზან’მიმართული დემპინგის გამო, გაიმარჯვეს ტელე’ბოსებმა:
თუ საზ’მაუ 2007 წელს რეპორტაჟში 80 ლარს იხდიდა, 2011 წელს - ასს, 2014 წელს, ოლიმპიურ ჰოკეიში (!) ისევ 80-ს,
2015 წელს, გაძვირებულ ყოფაში - მხოლოდ 50-ს და ამასაც ფრიად წყალობად და კეთილი ნების გამოხატულებად ასაღებს. თან წამყვანთა დატვირთვაც გაუსაძლისია.
რაც შეეხება სილქს, იქ არჩივი თურმე სულ რაღაც 25 ლარია, და ამით შეგულიანებული საზ’მაუ თავიდან’ვე ამავე ჭკუაზე იდგა, ეგებ გამივიდესო.
@