ვეღარ გაუძლესფიჯი 2015 წლის მსოფლიო თასის მე-18 ფინალისტი შეიქნამსოფლიო თასის "ა" პულში ფიჯი რომ ჩაჯდებოდა და გახსნის მატჩში ინგლისს შეუწყვილდებოდა, უეჭველი იყო, რადგან ზღვისრეთში დონე ერთობ უთანაბროა. მეტიც, ირბ-ის ახირებით, ზონის ფინალში ისედაც უიმედოდ სუსტი ძლიერს უნდა სწვეოდა, მაშინ როცა წინა ციკლში სამოა პაპუასეთს "შინ და გარეთ" ერაგბა და ჯამში 188:19 მოსრა.
ამჯერად "ეგ სუსტი" ზელანდიის სამფლობელო ქუქეთი იყო, ვისაც ოდენ 500 მოთამაშე ჰყავს. მასპინძელთა ჯილამ, ქრუსეიდერზის მელელოვემ, ნემანი ნანდოლომ ანგარიში 71’ წამზე გახსნა, მაგრამ გავიდა ბარემ ნახევარი საათი და ფიჯი ჯერაც 5:6 ჩამორჩებოდა.
ეს იყო და ეს. ქუქეთმა მეტს ვეღარ გაუძლო და 17 ლელო გაუშვა * 6:108. ნანდოლომ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, კიდევ ოთხმა კი - დუბლი. სხვაფრივ, ირბ-მა მულღაზანზარში მსოფლიო თასი ჩაიტანა და ისევე როგორც სხვაგან, ფიჯზეც ზეიმად იქცა რელიკვიის სტუმრობა.
ცქვიტები, მაგრამ უღონონიმე-19 საგზური აფრიკის ფალავანს ერგება და კვირას რეპეშაჟის ბოლო მონაწილეც გვეცოდინება. ყოველ მსოფლიო თასს მინიმუმ თითო ახალბედა ჰყავდა (საქართველო 2003 წელს) ჰოდა, ნეიტრალური ფანობა ამჯერად აშკარად კენიის მხარესაა, რაღაი უმწეო ნამიბიამ ყველას მოაბეზრა თავი - ოთხ მსოფლიოზე 15-ვე თამაში წააგო!
აფრიკის თასის "1ა" ჯგუფს ზედიზედ მეორედ მასპინძლობს რაგბზე შეშლილი მადაგასკარი. ანტანანარივოში, მაჰამასინას სტადიონზე, 35 ათასი მოსეირე იკრიბება. თამაშებს სამხრეთ-აფრიკული სუპერ-სპორტი მეცხრე (!) არხით გადმოსცემს ცოცხლად და ირბ-იც სთრიმავს თავის საითზე.
ნამიბიის გავარდნას სტარტზე კარგი პირი გამოუჩნდა - შარშანდელმა ჩემპიონმა, კენიამ ენდრიუ ამონდეს ლელოთი 29:22 იმარჯვა და თან პრემიაც აიღო. მერე ზიმბაბვემ 57:22 გააბითურა ცქვიტი და ტექნიკური, მაგრამ უღონო მასპინძლები. ჰოდა, ისე შეიძლება მოხდეს, რომ სამივე ფავორიტმა ერთურთს მოუგოს თითო და პირველობის ბედი ბონუსებმა და სხვაობამ გადაწყვიტონ.
მსოფლიო თასი 2015ინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10
სრულად >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/შესარჩევები დაწვრილებით ვიკი’პედიაში >>
http://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_qualifyingზღვისრეთი = 2013-2014ფინალი
ფიჯი 108:6 ქუქეთი17ლ: ტალემბულა (1 13) კენატალე (2) ტიკოიროტუმა (3) ნანდოლო (4 6 8) ვოტუ (5) ნქერა (7) ნდელაი (9 15) ატალიფო (10) მატავალუ (11 16) ნანგუსა (12 17) ვანქანიმბურუტუ (14)
10გ: ნანდოლო (1 2 4) რალულუ (3 5 6 7 8 9 10) ა: ტალემბულა -
2ჯ: ვაევაე
რეფ ბრაიანთ (ზელ) 28/06 @ ლაუტოკა, ჩერჩილ პარქ (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...04&d=14039850205:0(2) 5:3(6) 5:6(22) 12:6(30) 19:6(32) 24:6(33) 29:6(39)
/ 36:6(44) 41:6(50) 48:6(54) 55:6(61) 58:6(64ა) 65:6(66) 72:6(69) 79:6(72) 86:6(74) 93:6(76) 98:6(78) 103:6(80) 108:6(80+5)
ფიჯი (ზღ#1) გავიდა მსოფლიოზე, ქუქეთი გავარდა
აფრიკა = 2012-2014აფრიკის თასი [საქ დროით]
ერთ წრედ @ ანტანანარივო, სტად მაჰამასინა (მდგ)
სთრიმი >>
http://www.irb.com/live/video.html 28/06 კენია$ 29:22 $ნამიბია ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...32&d=1404087580 მადაგასკარი 22:57 $ზიმბაბვე ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...37&d=1404097314ზიმ 5 (+35, კენ 5 (+7, ნამ 1 (-7, მდგ 0 (-35)
2/07 ზიმბაბვე 14.00 ნამიბია
მადაგასკარი 16.00 კენია
6/07 კენია 14.00 ზიმბაბვე
მადაგასკარი 16.00 ნამიბია
ჩემპიონი აფრიკა#1 გადის მსოფლიოზე,
მეორე’ადგილოსანი აფრიკა#2 ებმება რეპეშაჟში
რეგიონთა’შორისი რეპეშაჟი = 20142/08 რუსეთი (ევ#3) - აფრიკა#2 @ კრასნოიარსკ
2-3/08 ურუგვაი (ამ#3) - ჰონკონგი (აზ#2) @ მონტევიდეო
თითო მატჩი უკეთეს’ირბ’რეიტინგიანთა მოედნებზე
27-28/09 და 11-12/10 ფინალი @ შინ და გარეთ
გამარჯვებული რეპეშაჟი#1 გადის მსოფლიოზე, სხვები ვარდებიან
ირბ-ის რეიტინგი [30/06]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8694,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 იაპონია 7539, 11 ფიჯი 7456, 12 არგენტინა 7398
13 ტონგა 7258, 14 იტალია 7092,
15 საქართველო 7046, 16 რუმინეთი 6842, 17 კანადა 6801, 18 შტატები 6730,
19 ურუგვაი 6289, 20 რუსეთი 6206, 21 ესპანეთი 6065,
22 ჰონკონგი 5847, 23 პორტუგალია 5773, 24 კორეა 5722
25 გერმანია 5719, 26 ნამიბია 5709, 27 ზიმბაბვე 5515,
28 ჩილე 5454, 29 მოლდოვა 5410, 30 ბელგია 5390,
31 კენია 5346, 32 ჰოლანდია 5316, 33 უკრაინა 5237,
34 მაროკო 5118, 35 პოლონეთი 5064, 36 ბრაზილია 5063
+/-: კენ 171 ნამ, ზიმ 159 მდგ,
აფრ 0 შტლ = ანუ ეგრე უნდა დამთავრებულიყო’ო (55:6 ყაიდაზე)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 1 Jul 2014, 17:13
მიმაგრებული სურათი