ფარსი მაჰამასინაზე 2015 წლის მსოფლიო თასზე აფრიკიდან მაინც ნამიბია გავიდა და ექსეთერში შეგვერკინება,
ხოლო ციმბირის მოხილვის პატივი ზიმბაბვეს ერგონეიტრალი ფანობა აფრიკულ შესარჩევში კენიას ქომაგობდა, ეგებ მაგ რეგიონიდან ახალმა სიომ დაუბეროსო, მაგრამ მწარედ გაუცრუვდა იმედი: მაგრად მოშვიდკაცე გუნდმა ფინიშზე წაიფორხილა, ნამიბიამ კი მაქსიმალურად გამოიყენა დებულების ლაფსუსი და მსოფლიოზე ზედიზედ მეხუთედაც გავიდა. არადა, ფინალებში ბალანსი 0-15 აქვს!
კენიამ სტარტზე ბონუსით ძლია მარადი ფალავანი. შუა რაუნდში, ოთხშაბათს, ნამიბია 10:20 ჩამორჩა ჩინებულად მობურთალ ზიმბაბვეს, მაგრამ საათის თავზე ორჯერ დაალელოვა, მერე კი თავიც ყოჩაღად დაიცვა. ჰოდა, გადამწყვეტი, კვირის რკენათა წინ, ჯერაც სამი გუნდი იბრძოდა მსოფლიოსა და რეპეშაჟის თითო საგზურისთვის.
მეორედაც გადარჩნენლიდერობდა კენია - ორივე თამაში პრემიით მოეგო და ინგლისში წასასვლელად "ღირსეულად წაგებაც" ყოფნიდა, თუკი თავად ოთხ ლელოს არ გაუშვებდა, მაგრამ 18 ქულით დამარცხდა ზიმბაბვესთან.
რაკი ბონუსი ვერც ამან მიითვალა, ნამიბია მეორედაც გადარჩა, მერე კი კალაჰარელებმა შავი დღე აყარეს მასპინძელ მადაგასკარს - პირველი ტაიმი 63:0 მოუგეს მაშინ, როცა 27 ქულით გამარჯვება ყოფნიდათ კენიის გადასასწრებლად და 53 ქულით - ზიმბაბვეს საჯობნად.
დაბლინური წესითმადაგასკარმა ნამიბია შარშანწინ, მაჰამასინაზევე, საარაკო, 100-წუთა ბურთაობაში 57:54 ძლია და რაინდობაც დაიმსახურა, მაგრამ ამჯერად, ღონისა და ამტანობის გარდა, ბრძოლის ჟინიც ძაან აკლდა.
ჰოდა, ნამიბიამ იმითღა დაიკავა პირველი ადგილი, რომ უჭკუო, დაბლინური (ირბ-ული) წესით, სამ გუნდში ქულათა ტოლობისას გადამწყვეტია არა პირისპირ ჯახები, არამედ საერთო სხვაობა, ანუ ვინ უფრო სასტიკად მოსრავს უიმედო მაჩანჩალას.
რეიტინგი არსებითიანამიბია მსოფლიო თასის მე-19 ფინალისტი შეიქნა. გასათამაშებელია ბოლო, მე-20 საგზური. მის მფლობელს რეგიონთა’შორისი რეპეშაჟი გამოავლენს.
რაკი ირბ-ს ფული უჭირს, ნახევარ’ფინალები თითო’მატჩაა და უკეთეს’რეიტინგიანთა მოედნებზე - ციმბირსა და ურუგვაიში მოეწყობა, მაგრამ ფინალი კი შედგება ორი ჯახისგან.
ისე, რეიტინგი აქაც არსებითია: ზე’მდგომი მეორე რკენაში იქნება მასპინძელი. ჰოდა, რუსეთმა ივნისში, ბუქარესტში ორივე ტესტი რომ წააგო, მძლეველმა ურუგვაიმ გადაუსწრო და გადამწყვეტ ჯახს მონტევიდეოში, ჩარუაზე გამართავს.
მსოფლიო თასი 2015შესარჩევები
დაწვრილებით ვიკი’პედიაში >>
http://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_qualifyingაფრიკა = 2012-2014
აფრიკის თასი
ერთ წრედ @ ანტანანარივო, სტად მაჰამასინა (მდგ)
28/06 კენია$ 29:22 $ნამიბია
მადაგასკარი 22:57 $ზიმბაბვე
2/07 ზიმბაბვე$ 20:24 ნამიბია
მადაგასკარი 00:34 $კენია
6/07 კენია 10:28 ზიმბაბვე
მადაგასკარი 10:89 $ნამიბია
ნამ 10 (+76, ზიმ 10 (+49, კენ 10 (+23, მდგ 0 (-148)
ნამიბია (აფ#1) გავიდა მსოფლიოზე, ზიმბაბვე (აფ#2) - რეპეშაჟში
რეგიონთა’შორისი რეპეშაჟი = 2014
2/08 რუსეთი (ევ#3) - ზიმბაბვე (აფ#2) @ კრასნოიარსკ
ურუგვაი (ამ#3) - ჰონკონგი (აზ#2) @ მონტევიდეო
თითო მატჩი უკეთეს’ირბ’რეიტინგიანთა მოედნებზე
27-28/09 და 11-12/10 ფინალი @ შინ და გარეთ
მეორე მატჩი უკეთეს’ირბ’რეიტინგიანის მოედანზე
გამარჯვებული რეპეშაჟი#1 გავა მსოფლიოზე, სხვები გავარდებიან
@
მსოფლიო თასი 2015ინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10
სრულად >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/დედანი >>
http://www.rugbyworldcup.com/mm/Document/T...tchSchedule.pdf This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 7 Jul 2014, 12:37
მიმაგრებული სურათი