სავალალო გაუგებრობა ბორჯღალოსნებმა ცქვიტი დასაწყისის, თითო არეული, დუნე და გარდამტეხი მეოთხედის კვალად
უცნაური რამ მოიმოქმედეს და მოგება უკეთესად მობურთალ იანკებს გადაულოცეს >>>
http://Qaflan.netai.net/2013რუსთავს დიდი რაგბი 12 წლის შემდეგ ისევ ეწვია, ოღონდაც ახალ სტადიონზე. თამაში მზიან დარში მოეწყო, მაგრამ ნიავიც ქროდა. ამის წყალობით პირველი ჯარიმა ჩვენივე ნახევრიდან გავიტანეთ, მაგრამ მერე უაზრო პინგ-პონგი ავიჩემეთ და არწივთა ბექებს ბურთაობა გავაშლევინეთ, რამაც დაგვღუპა კიდეც.
შტატები კანადაზე სუსტია გუნდადაც და ჯან-ღონითაც, რის გამოც მეზობელზე უფრო სხარტად რაგბობს, და მასთან თამაში მუდამ გვიჭირს. სტუმრებს მორკინალებით რომ ვერეოდით, უმალვე დავწინაურდით; პირველ ტაიმში ჯარიმათა ბალანსი 10-3 დაგროვდა ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ნახევარი 2 ქულით მაინც წავაგეთ (13:15)
სამივე ბექებითმილთონ ჰეიგის ხელქვეით გუნდი ზელანდიურად ცდილობს თამაშს. ამის უცხადესი შედეგი ისაა, რომ ნოემბრის ორ ტესტში სამივე ლელო კოხტად დავდეთ და თანაც ბექებით, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ სხვაფრივ ჩვენს არსენალს არაფერი შემატებია და მეტი შანსი არცა გვქონია, ხოლო მორკინალებით ფაზური წინსვლა მთლად მოგვეშალა.
პირველ ლელოზე ჩხაიძემ ჩამოაგდო ორი ხელით მოგებული დერეფანი, 10 ნომრის არხში დაკრეს ხმალაძემ და ზიბზიბაძემ, შემდეგ მიეძალა გორგოძე, მეტოქემ დაამუხრუჭა მამუკაშვილი, ბეგაძემ შეცვალა გეზი, ხმალაძემ ფრთაზე მიაწვდინა ზიბზიბაძეს, ამან კი შიგნით დაუბრუნა კვირიკაშვილს, ვინც მარცხნიდან გარდასახვაც შეაგდო * 10:0
გარდატეხამერე იყო თერნოვერები და იმათი პირველი ჯარიმა, რასაც 5-მეტრა დერეფანი მოყვა. ფაზები მოვიგერიეთ, სიდელმა კი სქალისკენ უზუსტოდ გადაკიდა. დერეფანში აგორებული მოლი გაგვიჭედეს,
5-მეტრა შერკინებიდან ხაზი გაგვიჭრა სუნიულამ, იანკებმა კარს უწიეს, სიდელმა კი გამოტოვებით მიაწოდა განზე გასულ ვაილზს * 10:5
გარდატეხა 37’ წუთის მიდამოში მოხდა, როცა 23 მეტრზე ჯარიმა გვერგო (სათვალავი 8-3 გახდა) კვირიკაშვილმა კი მარჯვნიდან ააცილა. მანვე მანამდე და ტაიმის ბოლოსაც თითოჯერ ძაან შორიდან ამაოდ სცადა გატანა, იმ შესაგდებ გაცუდებულს კი მორიგი პინგ-პონგი მოყვა.
ჰოდა, ლონდონის სარასენსის წევრმა ვაილზმა თავისივე ნახევრიდან გამოგვისერა დაცვა, ლტოლვილს მიყვა ესბენი, სიდელმა და სუნიულამ მარჯვნივ ბარაქიანი მეტობა შექმნეს და სქალი თავისიანთა ესკორტით კარამდე მიბრძანდა ფრთიდან * 13:15
შნოიანი გაჯეჯილებამესამე მეოთხედში მოგვიმრავლდა ტექნიკური წუნი და უწესობაც ძალუმად შეგვეტყო. დოულანის ოფლოუდიდან ბურჯმა ნიქ ვოლესმა გაილაღა: გზად ორი ქართველი ბექი დაიფრინა და ბებერი ფორვარდიც ორგზის მოგვიღორა, რითაც ჩვენმა დეფიციტმა 9 ქულას უწია * 13:22
კანადასთან თამაშის დარად, ამჯერადაც გვარგო დროულმა შეცვლებმა. საათის თავზე ნიუამ და ჰიუმმა კინაღამ მეოთხე ლელოც დაგვიდეს, მაგრამ ჩვენმა შერკინებამ ივარგა და ჯარიმა მოიპოვა (14-9)
უმალ 40-მეტრა დერეფნიდან შნოიანად გავიჯეჯილეთ: გორგოძემ ჩამოაგდო, ხმალაძემ პირდაპირ გააჭენა შარიქაძე, მჭედლიძემ და კაჭარავამ კარს უწიეს და რაქიდან ატაცებით შარიქაძემვე ძელთან გადადო ოვალი * 20:22
მოკარნახეთა დაჟინებითსაომარი 15 წუთი რჩებოდა და ფაზათა აკინძვით 10 წუთში წინაც გავედით (ჯ 16-10) * 23:22. ამერიკა თითქოს მარცხს შეურიგდა და შუა ხაზს აქეთ ვეღარ გადმოდიოდა.
ყოველი შერკინება და დერეფანი ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. ჰოდა, გურუთა შტაბმა სტადიონის ტაბლოზე 82’ რომ დალანდა, მოკარნახეთა დაჟინებით მეკოს კიდეზე დააკვრევინა რიტუალური, მაგრამ კივმა რეფმა ბრძანა, "ბოლო ბურთი" შემდეგი იქნებაო.
იანკებმა ამ ერთხელაც გაიბრძოლეს: სამჯერ ჩაათამაშ-ჩამოათამაშეს და დოულანმა რომ გადმოკვეთა წყვეტილი, წიკლაურმა მოცელა. 15’ წესის მეორე განსაზღვრებით (გვ.72) ეგ ბოჭვად არ ითვლება, რის გამოც მოქმედებს 14’ წესი.
ვერაფერი ნუგეშისამი ჩვენებური ბურთს დაეწაფა, მაგრამ იანკმა არ დაუთმო, რითაც 14.1(გ) მუხლი დაარღვია და დასაჯარიმებელი თავად იყო, რეფს კი სიჩქარეში მოეჩვენა, რომ მავანი ჩვენებური ბოჭვაზე (?) გვერდიდან შევიდა.
ახალი ამბავი არაა, რომ უცხოელ რეფთა უმეტესობა ყომარბაზულ გაგებას "აწვება" - შანსი გქონდათ და ვერ გამოიყენეთ, ძმაო! თანაც, ყველა ცნობილი მსაჯი შექსპირის დონის დრამატურგობაზე დებს თავს და თამაშის მწვავედ დასრულებაზე ოცნებობს.
ჰოდა, უფალ ფრეიზერის მეცადინეობით რუსთავული კვანძი ჩვენთვის ტრაგიკულად გაიხსნა - სიდელმა საზარელ ხმაურში, მარჯვენა კიდიდან, 38 მეტრიდან ყოჩაღად დაარტყა და არწივებმა ხვევნა-კოცნა გააჩაღეს * 23:25, ქართული რაგბის თემისთვის კი ის ვერაფერი ნუგეშია, რომ რაგბში ბევრი წესი სათუოა და მსაჯებიც ხშირად ცდებიან.
საქართველო 23:25 შტატებისაქართველო15 მერაბ კვირიკაშვილი
11 თამაზ მჭედლიძე
13 დავით კაჭარავა
12 მერაბ შარიქაძე
14 თედო ზიბზიბაძე (23 ბექა წიკლაური 68)
10 ლაშა ხმალაძე
9 გიორგი ბეგაძე
1 დავით ხინჩაგიშვილი (17 მიხეილ ნარიაშვილი 56)
2 შალვა მამუკაშვილი (16 სიმონ მაისურაძე 68)
3 დუდუ ქუბრიაშვილი (18 ლევან ჩილაჩავა 56)
4 კოტე მიქაუტაძე
5 ლევან დათუნაშვილი (19 გიორგი ნემსაძე 63)
6 შალვა სუთიაშვილი (20 გიორგი თხილაიშვილი 73)
7 მამუკა გორგოძე ^კაპ
8 გიორგი ჩხაიძე
არ შესულან: 22 ლაშა მალაღურაძე, 21 ვაჟა ხუციშვილი -
2ლ: კვირიკაშვილი შარიქაძე; 2გ 3ჯ: კვირიკაშვილი
შტატები15 ქრის ვაილზ
14 ბლეინ სქალი
13 ფოლაუ ნიუა
12 ენდრიუ სუნიულა
11 თიმ მოპინ (23 ლუქ ჰიუმ 58)
10 ადამ სიდელ
9 მაიქ პეთრი
1 ნიქ ვოლეს (17 ოლივე კილიფი 77)
2 ფილ თილ
3 ერიქ ფრაი
4 გრემ ჰარიმენ
5 სამუ მანოა
6 თოდ ქლევერ ^ კაპ
7 დერიქ ესბენ (20 ჯონ ქვილ 69)
8 ქემერონ დოულან
არ შესულან: 22 შეიმას ქელი, 21 შონ დევის /
16 ზექ ფენოლიო, 18 ტიტი ლამოზიტელე, 19 ინაკი ვასაური
3ლ: ვაილზ სქალი ვოლეს; 2გ 2ჯ: სიდელ
მსაჯებირეფერი მაიქ ფრეიზერ (ახალი ზელანდია)
კიდეებზე: იენ დევის / მართინ ლუის (უელსი)
კომისარი: მაურიციო ვანჩინი (იტალია)
3:0(4) 10:0(14) 10:5(21) 13:5(24) 13:8(26) 13:15(39) ნახ(40+4) /
13:22(55) 20:22(66) 23:22(76) 23:25(80+5)
ვიდეო >> არენა
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.USA.16.11.2013.mp4ჲუთუბ >>
1ტ
http://www.youtube.com/watch?v=_92b-fC2DGE2ტ
http://www.youtube.com/watch?v=cRD3GfUtFoIშაბ 16/11 2013 რუსთავი, ახალი @ 14.00 (4 ათასი)
25 წლის [1989-2013] მონაგარი158 თამაში [60 შინ, 65 გარეთ, 33 ნეიტრ]
93 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3618:2928 [+690]
ლელო 433/298 [+135]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 213, ხოლო ფორვარდებმა 220 ლელო
@