@ შეადარეთ
http://en.wikipedia.org/wiki/Rugby_union_in_Samoahttp://en.wikipedia.org/wiki/Samoa_Rugby_Unionhttp://en.wikipedia.org/wiki/Samoa_national_rugby_union_team+
http://site.rugby.ge/ka-GE/H2H-2013-Nov/სამოა
კუნძულები უწინ ზელანდიის სამფლობელო რომ იყო, რაგბი იქ კივებმა დანერგეს 1920 წელს.
კავშირიცა და ნაკრებიც სამოას 1924 წლიდან ჰყავს.
ქვეყანა ირბ-ში 1988 წელსღა მიიღეს, რის გამოც პირველი მსოფლიო თასი (1987) გაუცდა.
ნაკრებს თიკუნად "მანუ" (გულადები) აქვს.
გუნდი თამაშის წინ ასრულებს საბრძოლო ცეკვას, რომელსაც "სივა ტაუ" ჰქვია.
სამოა ირბ-ის რეიტინგში მე-7 ადგილზე რომაა, 2015 წლის მსოფლიო თასზე მეორე დონეზე განითესა.
მანუს ბირთვი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში მოღვაწეობს.
სამოა 2010 და 2012 წლებში "წყნარი ოკეანის თასის" ჩემპიონი გახდა.
მანუმ შარშანწინ (2011) სტუმრად ძლია თვით ავსტრალია 32:23, შარშან, ტურნეზევე - უელსი 26:19, წელს კი, სამხრეთ აფრიკაში - შოტლანდია 27:17 და იტალია 39:10
სამოა მსოფლიო თასზე წინა საუკუნეში ორჯერ (1991 1995) გავიდა მეოთხედ-ფინალში, სულ კი 25 გუნდში ჯამური მაჩვენებლებით მე-10 ადგილზეა.
სამოას ჭაბუკთა ნაკრებმა 2011 წელს თბილისში იმარჯვა "20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე"
სამოას შვიდკაცამ 2010 წელს მოიგო მსოფლიო სერია და ყოველ სეზონში ლიდერთა შორისაა.
ძირით სამოელები არიან გამოჩენილი ზელანდიელი მორაგბეები: მაიქლ ჯოუნზ, ჯო სთენლი, ვაინგა ტუიგამალა, ფრენქ ბანს, ჯოშ კრონფელდ, ტანა უმანგა, ჯერი ქოლინზ, ქრისჩენ ქალენ, არონ მეიჯერ, ქევენ მეალამუ, მალილი მულიაინა, მაჰა ნონუ, ლიამ მესამ; ავსტრალიელი დიგბი იოანე და ინგლისელი მანუ ტუილანგი.
სამოას აქამდე შევხვედრივართ ერთადერთხელ - 2003 წლის მსოფლიო თასზე, პერთში (ავსტრალია) 9:46
###