სივა ტაუს არ’დამრიდად ... ვაკეში ბორჯღალოსნებს ძალისმიერ ყაიდაზე მართებს რაგბობა, რათა კლასიანი სამოა ალაგმონ,
ევროპულ ვოიაჟთა ფინიშზე კი სამხრეთელმა გრანდებმა რაზმები გადაიხალისესhttp://Qaflan.netai.net/2013სამოა ზღვისრეთის ერთი ციდა, კუნძულოვანი ქვეყანაა, მაგრამ რაგბში მაგარია, რაკი ზელანდიის კოლონია იყო, დღესდღეობით კი მარტო ოქლენდში მეტი სამოელი ცხოვრობს, ვიდრე სამშობლოში. ნაკრების მოთამაშეთა მეტი წილიც კივეთშია დაბადებულ-გაზრდილი და "მანუს" სახელით ირბ-ის ორიგინალურ კანონთა წყალობითღა თამაშობს.
http://site.rugby.ge/ka-GE/H2H-2013-Nov/ასეა თუ ისე, რკენის წინ "სივა ტაუს" მოღრიალე კოლექტივს წინა საუკუნეში უელსის ძლევით ორჯერ (1991 1999) გაუღწევია მსოფლიო თასის მეოთხედ’ფინალში, ბოლო სამ წელში კი დაუმარცხებია თვით ავსტრალია, ისევ უელსი, შოტლანდია და იტალია.
ზე15-შიც ბურთაობენკანადისა და შტატებისგან განსხვავებით, მანუ (გულადები) კავკასიაში საფრანგეთიდან გადმოფრინდა და არა ატლანტის ოკეანის იქედან. საქმე ისაა, რომ მულღაზანზარელთა ბირთვი - 15 ოსტატი ბრიტანეთსა და გალეთში მოღვაწეობს, სამი ოსტატი კი - ლეიუა, ლემ და ლევავე ზე15-ის ჰარიქენზშიც ბურთაობს.
სამოას აქამდე ერთადერთხელ, 10 წლის წინ, მსოფლიო თასზე, პერთში (ავსტრალია) ვეთამაშეთ და 9:46 წავაგეთ. იმ გუნდიდან ჩვენ შემოგვრჩნენ კვირიკაშვილი და ზიბზიბაძე, იმათ კი - არავინ.
http://qaflan.netai.net/ze_ragbi/2003-10/2...9_RWC-Ge_Sm.htmწინა ტესტის აქეთ ჩვენს 15-ეულში ცვლილებები ახლაც მინიმალურია: უფროსობამ დააწინაურა ორივე ბურჯი, გაწაფული მღლეტელი "კოკი" თხილაიშვილი და ჩაუქი "გოშა" შკინინიც აიმატა. ფავორიტი სამოაა, მაგრამ თუ სწორად ვირაგბებთ, მეტოქე უძლეველი სულაც არაა. ეტყობა, მაგავე აზრზე დგას ბობოლა საითი "პლანეტ რაგბი" და მანუს ოდენ 6-ქულიან მოგებას ვარაუდობს.
საქართველო - სამოა>> ჩვენი სამატჩო რაზმი
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-2013-SAM/>> მობურთალები და მსაჯები
http://site.rugby.ge/_rugby/files/GEO-SAM_KA.pdf>> 25 წლის [1989-2013] მონაგარი
158 თამაში [60 შინ, 65 გარეთ, 33 ნეიტრ]
93 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3618:2928 [+690]
ლელო 433/298 [+135]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 213, ხოლო ფორვარდებმა 220 ლელო
@