პირველრიგში გილოცავთ მოგებას.
ეხლა ეს სამი ტესტი რო ვითამაშეთ რაღაც დასკვნა ხო უნდა გამოვიტანოთ?
პირველრიგში დისციპლინის პრობლემა გვაქ და ეს მისახედია.
მეორე რიგში ვიდეორეფერი, თავის ახსნაგანმარტების ატრიბუტებით თუ ვის რატო აჯარიმებს და სირენა მატჩი რო მთავრდება ულაპარაკოდ.
მესამე რიგში ჩელენჯ ქაფი უქმდებაო და არ გვაქვს საშვალება რო იქ გუნდი ვათამაშოთო. აი რუმინეთმა რის ხარჯზე ამოქაჩა, ჩვენ კიდე საფრანგეთს შევყურებთ ხელებში. საკლუბო რაგბი კიდე ჯანდაბაშია. არც რუმინეთია დიდ განვითრებული ქვეყანა მარა ახერხებს ხო მაგას? ვიდორეფრისაც და გუნდიც ყავს ჩელენჯ ქაფზე.
მეოთხე რიგში კარგად უნდა გავითავისოთ რისი მიღწევა გვინდა და რა არის საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად. უკაცრავად ვარ და მემგონი შორს ვართ რეალობიდან.
მეხუთე რიგში სელექციის პრობლემა და აშუშუსთან წაგებული თამაში ხომ საერთოდ კომედია იყო

მოდი აი ეს გაკეთდეს ჯერ და მერე დავიწყოთ კრიტიკა, თუ არადა გადაივლის ეს თაობა და ვიბუქსავებთ ერთ ადგილზე. რატომ და როგორ მიხვდება მაგას რაგბის მცოდნე ადამიანი. ასე რომ ამხელა პოტენციალი თუ არ გამოვიყენეთ ეფექტურად, მაშინ ძალიან მწვავე შეკითხვებიც შეიძლება დაისვას იმის მიმართ ვინც ეს ვერ მოახერხა რადგან რუმინეთმა თუ შეძლო ყველაფერი ეს, ქვეყანამ რომელიც ძალიან უკანაა ყველანაირად და ვინც არის იქ ნამყოფი დამეთანხმება, მაშინ ჩვენც შეგვიძლია.
შეგვიძლია ის რომ დავიხვეწოთ და სამოას ნაირი გუნდების ძლევა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს, ისევე როგორც სამოა ანგრევს ხოლმე ხანდახან ავსტრალია-იტალია და მისნაირებს კიდე.
ხო კიდევ ერთს დავამატებდი, არანაირი გამართლება რა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ძაღლი რო ჭამს და წიხლს მიაყოლებ გიკბენს უეჭველად და ეს ყველამ იცის. ასე რომ გამართლება და არგამართლება ესე მხოლოდ უიღბლოები იმართლებენ თავს.
მართალია ჯუდა რას ერჩით? ამ ეტაპზე მეტი კრიტიკა გვჭირდება რომ წავიწიოთ წინ მარა ქართველები მაგაშიც მოვიკოჭლებთ.
დღევანდელი თამაშის მერე სამოამ რომ პატივისცემის ნიშნად გულშემატკივრის მიმართ სივა ტაუ ჩაატარა მე მოვიხიბლე მაგალითად მაგ ფაქტით, მაგრამ დედის ტრაკი დაამხო სტადიონზე ხალხმა და გინება დაუწყო. ეს რა ჯანდაბა იყო

როდისღა უნდა დავდგეთ ამაზე მაღლა და ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული რო საერთოდ დღევანდელ საზოგადოებაში პროგრესისთვის მზაობა არ შეინიშნება და არამარტო რაგბში. მართლაც უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და რისი მიღწევა
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებ, არავითარი გამართლება დღეს მოედანზე უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ეს გამიხარდა ყველაზე მეტად.