დაბრუნება დიდუბეში, ოღონდაც ზარექსით ახლებურად შემოსილი ბორჯღალოსნები დიდუბეში შაბათს,
კანადასთან რკენით ბრუნდებიან, და მთელს ევროპაშიც ტესტებია.რაგბი დიდუბეში ბოლოჯერ სამი წლის წინ (2010) მოეწყო და შტატებთან იღბლად მოვიგეთ. შარშან ნოემბერში ვაკეში გავმართეთ წყვილი ტესტი, წელს კი ირბ-მა კვოტა გაგვიზარდა და სხვებიც ისე დატვირთა, რომ ვიქენდზე რეიტინგის მოწინავე 18’ეული რაგბობს.
ახალი ფორმა ახალმა ინგლისურმა კომპანიამ, ზარექსმა შეგვიკერა. ჩვენს შემმოსველს ბინა ქვეყნის რაგბულ მხარეში, ბრისთოლში უდევს, ლოგოს კი ბერძნული ანბანის მეექვსე ასო, ძეტა უმშვენებს.
კანადასთან ბალანსი 1-2 გვაქვს. სამი წლის წინ 22:15 რომ ვძლიეთ ნეკერჩხლები, იმდღევანდელი რაზმებიდან ჩვენცა და იმათაც 9-9 კაცი შემოგვრჩა, წლეულს, მარტში, რუმინეთში "ერთა თასის" მომგები 23’ეულიდან კი 17 მორაგბე ახლაც მწყობრში გვყავს.
ძირითადთაგან გვაკლია ოდენ პირველი ხაზი (ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი) და დიმიტრი ბასილაია. კანადამ კვირას შინ 15:40 რომ წააგო მაორთან, დაუშავდა კაპიტანი არონ ქარპენთერი.
გაცამტვერებული მითირაკი წინა ვიქენდი ირბ-ის სარკმლის გარეთ იყო, ხუთი ბრიტი ლეგიონერი (მაკ’ქენზი ბუქებუმ სინქლერ პრიჩარდ ჰოთსონ) ახლაღა დაემატა სტუმრებს, მაგრამ პირადულ მოტივთა გამო არ ჩამობრძანდა გლაზგოელი დი’თი’ეიჩ ფან’დერ’მერვე და სხვა ხუთი ოსტატიც დაშავებულია.
ამაში გასაკვირი არაფერია. ოდესღაც რაგბეთმა შეთხზა მითი, ჩვენი თამაში სხვებზე ნაკლებად ტრავმატულიაო, მაგრამ საქმეს მეცნიერები რომ ჩაუსხდნენ, დაადგინეს, რომ პროფესიულ სპორტში, დაშავების გამო, მორაგბეს უცდება ყოველი მეხუთე (!) მატჩი, ამერიკულად მობურთავეს - მეათე, ჰოკეის მოთამაშეს - მეთორმეტე, ფეხბურთელს - ოდენ 25-ე, ხოლო მოკრიკეტეს - მეასე’ღა!
საქართველო - კანადა>> ჩვენი სამატჩო რაზმი
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-2013-CAN/>> მობურთალები და მსაჯები
http://site.rugby.ge/_rugby/files/GEO-CAN-1.pdf>> 25 წლის [1989-2013] მონაგარი
156 თამაში [58 შინ, 65 გარეთ, 33 ნეიტრ]
92 მოგება - 58 წაგება * 6 ფრე
ქულა 3576:2888 [+688]
ლელო 430/295 [+135]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 210, ხოლო ფორვარდებმა 220 ლელო
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 9 Nov 2013, 12:42