ზოგჯერ კრივიც მარგებელიაბორჯღალოსნებმა ავდარს ალღო ძნელად აუღეს, მაგრამ მერე და მერე
მაინც აუგეს წესი ქალაქური კრივის კვალად არეულ კანადას >>>http://Qaflan.netai.net/2013
თბილისში დიდხანს არ ეწვიმა და მაინცდამაინც დიდი რაგბის წინ გაავდრდა. კივ მოძღვარს შედეგსაც ვთხოვთ, ლამაზად რაგბობასაც და ახალგაზრდების დაწინაურებასაც, მაგრამ ეგენი ერთად ვერ გამოგვდის, რაღაი თანამედროვე რაგბია კრიზისში და შოუდ თვით "ოთხი ერის" თითო-ოროლა თამაშიღა ვარგა ხოლმე.
პირველი ტაიმი უღიმღამოდ გაილეოდა, ბოლოსკენ ჩხუბი რომ არ ამტყდარიყო. ვიტო 24-ე სანაკრებო მატჩში მეექვსედ გააძევეს (2წბ 4სბ) და მაგისთვის თავზე ხელს არავინ გადაუსვამს, მაგრამ ვითარება ეგეთი იყო, რომ სტუმრებისთვის არაფერი უნდა დაგვეთმო და აყალმაყალმაც ჩვენ უფრო გვარგო - კანადას ოთხი (!) კაცი გამოაკლდა და აირია.
ლექცია ჭირდებათსველი ბურთის გადამკიდე შესვენებამდე ხშირი იყო პინგ-პონგი, ხაზი კი მხოლოდ იმათ გაგვიჭრეს ორჯერ და შუაში, მაგრამ როგორც ბოლო ჟამს ხდება, "დამწევმა დაცვამ" ივარგა. მეორე ტაიმში ფორვარდებით ვიძალეთ და ბურთის წინ წაწევაც შევძელით, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა და ტაქტიკურმა პარადოქსებმა ერთი ლელოღა დაგვადებინა.
გავიკითხეთ და ნაკრებში საკმაოდ გვქონია ხელის წებო, მაგრამ თამაშის შემხედვარე მაგას ვერ დაიჯერებდი. სხვა ამბავია ამჩატება "ხეირის ხაზის" გადაკვეთის შემდეგ და უსწორო გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულ მომენტებში, ანუ ნაკრებს ერთი კარგი ლექცია ჭირდება, რათა რაგბის მარადიული ჭეშმარიტებანი დაიზუთხოს.
გაილახნენ და გატყდნენკრივამდე ქიქერებმა გაიტანეს სამ-სამი და ააცილეს თითო * 9:9. ჩვენ ყველა შანსი იოლად, ლამის არამად გვერგო: ერთხელ რაქიდან და ყველა სხვა შემთხვევაში დერეფნიდან, იმათ კი მეტი ჯაფა დაადგათ - ორჯერ ლელომდე ცოტა დააკლდათ და ხეირზე 3 ქულაღა შეირგეს. ჰოდა, საყურებელი რომ არაფერი იყო, შემცივნული პუბლიკა დუმდა.
36’ წუთზე კოლელიშვილი კისერშიღა მიწვდა ანდერვუდს, მოცელილს გამოექომაგა კაპიტანი არდრონი და ატყდა გუნდური დაგნარი. კანადა ჰოკეის ქვეყანაა და ჩხუბს ბარე ორი მეტოქე ვერ ასწავლის, მაგრამ ჩვენც ქართული კრივის გენი მემკვიდრეობით რომ მოგვდევს, გაილახნენ ისინი და გატყდნენ, თუმცკი მეორე ქიქერმა ზუსტად დაკრა * 9:12
ოსტატურად უგანამეორე ტაიმში დავიწყეთ მოლის გორება; აბრაგანებსაც მიყვებოდნენ მდევრები და იმათ დაგდებულსაც ბევრჯერ მივკარით ფეხი. გორგოძეს 47’ და 50’ წუთებზე ლელოდან 25 და 5 მეტრზე დაუვარდა ოვალი.
მეორე მომენტი ბეგაძისა და ზიბზიბაძის გარღვევას მოყვა. აქედან ორ წუთში "გულივერამ" ეფექტური ჯახით დაიფრინა პიფერო და კაჭარავა კარის პირდაპირ მიეძალა, გეზის შეცვლის კვალად კი კვირიკაშვილმა კუთხეში შეაფრინა ზიბზიბაძე, ვინც ალამი თუმც ააყირავა, კიდეს მაინც უგანა ოსტატურად * 16:12
თრეინორმა კიდევ გაგვჭირა ხაზი და მაქი ხმალაძემ შებოჭა * 16:15. გვარგო შეცვლებმა - ბურჯებმა, ხინჩაგიშვილმა და ჩილაჩავამ დაცვაშიც მაგრად იმუშავეს. მეოთხე ჯარიმაც აუტიდან შეტევას მოყვა * 19:15, მერე კი ჩხაიძემ მოუგო კანადას 10-მეტრა დერეფანი.
ზედმეტად ვინერვიულეთსტუმრებს დაღლა შეეტყოთ, რადგან შორ გზაზე ჩამოვიდნენ, რაგბობამ აკლიმატიზაციისთვის უძნელეს, მეოთხე დღეს მოუწიათ და რაზმიც სამჯერ აერიათ - ორჯერ მატჩამდე და მესამედ, კრივის შემდეგ.
70’ წუთზე იმათი ლელოდან 10 მეტრზე თავისუფალი გვერგო, მაგრამ მოედნის გათელვას თუ მოერიდნენ ბიჭები და შერკინება აღარ აიღეს. სუთიაშვილმა რომ დასცა ბლევინსი, მჭედლიძემ ბურთი ფეხით გააგორა, მაგრამ კანადამ კიდევ დააღწია თავი განსაცდელს.
თრეინორის მესამე გარღვევა შარიქაძემ აღკვეთა, გორგოძემ დალას მოსროლილი იხელთა და სუთიაშვილმა კინაღამ ლელოს უწია. გვერგო შერკინება და იქვე ჯარიმაც, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ალამთან გვეცადა შეთრევა და ბოლო სასტვენს იქვე მოესწრო, კარში დავარტყით, ავაცილეთ და 4 წუთი ზედმეტად ვინერვიულეთ.
საქართველო 19:15 კანადასაქართველო15 მერაბ კვირიკაშვილი
14 ირაკლი მაჩხანელი ^ კაპ (22 თედო ზიბზიბაძე 28)
13 დავით კაჭარავა
12 მერაბ შარიქაძე
11 თამაზ მჭედლიძე
10 ლაშა ხმალაძე
9 გიორგი ბეგაძე
1 მიხეილ ნარიაშვილი (17 დავით ხინჩაგიშვილი 59)
2 შალვა მამუკაშვილი (16 სიმონ მაისურაძე 73)
3 დუდუ ქუბრიაშვილი (18 ლევან ჩილაჩავა 59)
4 კოტე მიქაუტაძე (19 შალვა სუთიაშვილი 67)
5 ლევან დათუნაშვილი (20 გიორგი თხილაიშვილი 79)
6 ვიტო კოლელიშვილი წბ 38
7 მამუკა გორგოძე
8 გიორგი ჩხაიძე
არ შესულან: 23 ბექა წიკლაური, 21 ვაჟა ხუციშვილი -
ლ: ზიბზიბაძე; გ 4ჯ: კვირიკაშვილი
კანადა15 მეთ ევანს
14 ჯეფ ჰასლერ
13 ქონორ თრეინორ
12 ჰარი ჯოუნზ
11 ფილ მაკ’ქენზი
10 ლიემ ანდერვუდ (22 ნიქ ბლევინს 40)
9 ფილ მაქ (21 ჯემი მაკ’ქენზი 70)
1 ჰუბერთ ბაიდენს
2 რეი ბარქვილ (17 ბენუა პიფერო 40)
3 ენდრიუ თიდემან (16 ჯეიქ ილნიცკი 41)
4 ჯონ ფელან (23 ნანაიაკ დალა 70)
5 ბრეთ ბუქებუმ (19 თაილერ ჰოთსონ 52)
6 ჯებ სინქლერ
7 ჯონ მუნლაით
8 თაილერ არდრონ ^ კაპ წბ 38
არ შესულან: 18 დი’ჯეი სიარს-დიურუ, 20 ადამ ქლიბერგერ -
5ჯ: ანდერვუდ 3, ჯოუნზ 2
მსაჯებირეფერი ლოურენს ფან’დერ’მერვე (სამხრეთი აფრიკა)
კიდეებზე: დადლი ფილიპს (ირლანდია) / ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)
კომისარი: გია ჭუმბურიძე (საქართველო)
3:0(3) 3:3(8) 3:6(18) 6:6(21) 9:6(27) 9:9(33) წბ-წბ(38) 9:12(39) /
16:12(54) 16:15(58) 19:15(62) ბოლო(80+2)
ვიდეო >>
არენა
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.CAN.09.11.2013.mp4ტასმან
https://acrossthetasman.com/attachment.php?...82&d=1384025684შაბ 9/11 2013 თბილისი, დინამო’არენა @ 16.30 (12 ათასი)
>> 25 წლის [1989-2013] მონაგარი157 თამაში [59 შინ, 65 გარეთ, 33 ნეიტრ]
93 მოგება - 58 წაგება * 6 ფრე
ქულა 3595:2903 [+692]
ლელო 431/295 [+136]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 211, ხოლო ფორვარდებმა 220 ლელო
@